Home ახალი ამბები დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში, დღეს დაკითხავენ

დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში, დღეს დაკითხავენ

815

მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, თავდასხმის შედეგად დაჭრილ დოდო გუგეშაშვილს, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში წევს, დღეს დაკითხავენ. 

ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა განაცხადა. 

“დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის პროცედურას, თავადაც დავეწსრები”,- განაცხადა მუხიგულმა.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა.

მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here