Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთი ყველა ბერკეტის გამოყენებას ცდილობს საქართველოს ჩასათრევად რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთი ყველა ბერკეტის გამოყენებას ცდილობს საქართველოს ჩასათრევად რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი თბილისში პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გარე ძალების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო ნათლად იკვეთება. კოლექტიურ დასავლეთში აშკარად ჩანს მისწრაფება, რომ უკრაინაში მის მიერვე პროვოცირებული ომის გეოგრაფია რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე გაზარდონ. საქართველო და მოლდოვა წინააღმდეგობის ახალ კერებად განიხილება. კრემლის გარშემო ახალი ცხელი წერტილების გაჩენის სურვილს მოწმობს არაერთი პირდაპირი მოწოდება, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვისმენთ როგორც ჩვენი, ისე მოლდოვის მისამართით.

რამდენიმე დღის წინათ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ვიდეომიმართვაში პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში საქართველომ უნდა იფიქროს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაზე. მან ახსენა დნესტრისპირეთი და კალინინგრადი. “დნესტრიპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რამე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ქალებისა და ბავშვების მკვლელობისა,” _ განაცხადა დანილოვმა… ეს პირდაპირ მოწოდებაა ომისკენ. “მეგობარი” უკრაინა დაუფარავად გვეუბნება, რომ, თუ გვინდა მისი დახმარება, რუსული ჭურვები საქართველოშიც უნდა ცვიოდეს. მხარდაჭერა, როგორც ისინი გვეუბნებიან, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან ომში ჩართვაა. შექმნილ ვითარებაში “ქართულმა ოცნებამ” მეტ-ნაკლებად ზომიერი პოზიცია დაიკავა. მმართველმა გუნდმა უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ აბსურდულ სანქციებს. ამან აგვაცილა სრული ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც უკვე გვექნებოდა სანქციებთან მიერთების შემთხვევაში, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება, სწორედ ამ ზომიერი მიდგომების გამო, სერიოზულ წნეხს განიცდის (ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევაც)… გაუძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება “კეთილისმსურველების” წნეხს და ეყოფა თუ არა მას ძალა, ქვეყანა არ ჩააბას გამანადგურებელ ომში, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია: დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე პროვოცირებული ომი რეგიონში ძირეულად ცვლის რეალობას. შეცვლილი რეალობა კი ჩვენს პოლიტიკურ მიდგომებში და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს.

რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ჩვენმა ქვეყანამ ახალი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშკარად ჩანს დასავლეთის გარკვეული ინტერესი საქართველოს მიმართ. ჩანს სურვილი, რომ საქართველო და მოლდოვა ჩააბან რუსეთთან ომში. ამის ნათელი მაგალითია ალექსეი დანილოვის მოწოდება, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს ტერიტორიების დაბრუნებაამის ნათელი მაგალითია ზელენსკის დიპლომატიური დემარშიც _ ელჩის გაწვევას ვგულისხმობ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რა ძალები შეიძლება იდგნენ ამ სურვილების მიღმა?

_ ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ანალიტიკოსების მხრიდან მუდმივ შეფასებას. მით უმეტეს, რომ, რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება წნეხი ხელისუფლებებზე, როგორც მოლდოვის, ისე საქართველოს… აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც ქართულმა მედიამ რატომღაც არ გააშუქა: ამ დღეებში თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი, რომელმაც დახურულ კარს მიღმა გამართა რამდენიმე შეხვედრა და შემდეგ გააკეთა ძალიან პროვოკაციული განცხადება. მან თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას ეძღვნება, საქართველოს აქვს თავისი როლი და გაუგებარია ქვეყნის განცალკევება სასანქციო კამპანიისგან, რომელსაც პროგრესული კაცობრიობა ეწევა რუსეთის წინააღმდეგ ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ დასავლეთი ყველა ბერკეტის გამოყენებას ცდილობს საქართველოს ჩასათრევად რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ისინი უკვე ღია ტესქტებით ლაპარაკობენ და გვითითებენ, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ იქ, სადაც არის “ცივილიზებული სამყარო…”

_ და რას მიიღებს ამით საქართველო?

_ ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი… იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, დავბრუნდებით 50 არამეგობარი სახელმწიფოს ნუსხაში, რომლიდანაც რუსეთმა მცირე ხნის წინათ ამოგვიღო. ამით ჩვენ, პრაქტიკულად, დავდგებით არნახული ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. გარდა ამისა, ეს იქნება ჩვენთვის ომის ზღვარზე ყოფნა და მუდმივი საფრთხე, რომლის ფონზეც ნებისმიერ დღეს შეიძლება ველოდოთ ომის მაუწყებელი სირენის ხმას, როგორც ახლა უკრაინაშია. ფაქტობრივად, ეს იქნება უსერიოზულესი კითხვის ნიშანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, რომელიც ისედაც დაუცველი და ხელყოფილია… სხვათა შორის, აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ რამეზე: ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიაზე კეთდება დასკვნები, რომ ხარკოვისა და პოლტავის ლაბორატორიები თანამშრომლობდნენ ლუგარის ლაბორატორიასთან. აქ საუბარია თანამშრომლობაზე კონკრეტული პათოგენების კვლევის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანამშრომლობა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან შეფასებულია, როგორც ბიოლოგიური იარაღის წარმოების საფრთხე, როგორც გამოწვევა რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის, და ამას ისინი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. რაც შეეხება ქართველი მოხალისეების ყოფნას უკრაინაში და მათ მონაწილეობას მიმდინარე ომში, კრემლში, ცხადია, ყურადღების მიღმა არ რჩებათ ის, რომ დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის აქედან. სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები და წაქეზება, რომ თურმე იქ ახლა ჩვენი ბედიც წყდება… ეს ყველაფერი გროვდება და ილექება ძალიან ცუდად ჩვენთვის; რაც მთავარია, ცუდად აღიქმება სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები…

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ პეზიდენტის ბოლოდროინდელი რიტორიკა ამოვარდნილია შექმნილი რეალობის კონტექსტიდან. ის ამბობს, რომ საქართველომ ყველა პლატფორმა გამოიყენა, რათა შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს. ჩემი აზრით, ეს არის არასახელმწიფოებრივი, არაადეკვატური რიტორიკა ამ ვითარებაში, რომელიც არათუ ოფიციალურმა პირმა, საერთოდ, არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გამოიყენოს, თუ ის ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს.

_ მსგავს განცხადებებს რა დონეზე შეუძლია რუსულქართული ურთიერთობის გამწვავება?

_ რუსეთში, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები: სამწუხაროდ, არიან ძალებიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საპირისპირო შედეგისთვის სწორედ ასეთ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ პრეზიდენტის განცხადებები და ვფიქრობ, ამ თვალსაზისით ეს საფრთხეა.პრეზიდენტი ვალდებულია, აცნობიერებდეს ამ საფრთხეებს, მაგრამ როგორც ჩანს, შემთხვევით არაფერი ხდება

_ დავუბრუნდეთ ისევ წნეხის თემას, რომელიც ხელისუფლებაზე ხორციელდება მის მიერ რუსეთის მისამართით დაკავებული ზომიერი პოლიტიკის გამო. თქვენ ახსენეთ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ზალების მინისტრის განცხადება, ასევე აქტიურ წნეხს ახორციელებს დესტრუქციული ოპოზიციაცნაციონალური მოძრაობისხელმძღვანელბითროგორ ფიქრობთ, გაუძლებს მმართველი გუნდი ამ ყველაფერს და შეძლებს, შეინარჩუნოს მიდგომები?

_ ბრიტანეთის პოზიციაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის, რასაც ეს სახელმწიფო აკეთებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, არ არის ევროპის ერთიანი პოლიტიკა. ეს არის ანგლოსაქსური გეოპოლიტიკა, რომელიც ვაშინგტონსა და ლონდონში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების შედეგია და აქვს კონკრეტული მიზანი… რაც შეეხება საქართველოს მიმართ ინტერესს, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპმა რამდენიმე დღის წინათ პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს ჩრდილში, როცა “ცივილიზებული სამყარო” ერთიანია ბოროტების წინააღმდეგ. ეს ნიშნავდა, ძალიან მარტივ რამეს: საქართველო უნდა გახდეს ფრონტის მეორე ხაზი, სადაც ისეთივე ჯოჯოხეთი დატრილდება, როგორიც დღეს უკრაინაში ტრიალებს. აი, ეს არის მათი ინტერესი, ხოლო, როცა აქ ჯოჯოხეთი დატრიალდება, თვითონ გამოვლენ და დაიწყებენ ლაპარაკს, რომ მთავარია, ომი საქართველოს საზღვრებს არ გასცდეს; მთავარია, ნატოს ქვეყნებს არაფერი შეეხოთ…

ახლა, ცხადია, ყველას უჩნდება შეკითხვა _ გაუძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება წნეხს და შეძლებს თუ არა იგი ზომიერების შენარჩუნებას პოლიტიკური პრესინგის პირობებში? მე ასე ვიტყოდი: “ოცნებამარათუ უნდა გაუძლოს წნეხს, ვალდებულიცაა, გაუძლოს; ვალდებულია სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე, რადგან არაფერი დღეს ისე არ სჭირდება საქართველოს, როგორც მშვიდობა

_ თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღევანდელი ზომიერი პოლიტიკა მომავალში შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ძირეულად იცვლება გეოპოლიტიკური დღის წესრიგი რეგიონში და მსოფლიოშიც… შეძლებს “ქართული ოცნება” რეალობასთან ადაპტაციას, თუნდაც პირდაპირ დიალოგს რუსეთთან?

_ საქართველო, უწინარესად, უნდა გამოვიდეს გარე ძალების პოლიტიკური ინსტრუმენტის მდგომარეობიდან. დღეს ჩვენ გვიყენებენ იარაღად, ისევე, როგორც უკრაინას და ვხედავთ, რა სჭირს თითქმის 50-მილიონიან ქვეყანას ამის გამო. შეძლებს თუ არა “ოცნება” გამოსვლას ამ სახიფათო მდგომარეობიდან, გამიჭირდება თქმა, თუმცა ფაქტია: კოლექტიური დასავლეთის მიერ პროვოცირებულმა რუსულ-უკრაინულმა დაპირისპირებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა, ყველამ დაინახა და საბოლოოდ წერტილი დაესვა პოლიტიკურ ორიენტირს, რომ თურმე ევროატლანტიკურ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს. არავითარი ევროატლანტიკური მომავალი, როგორც რეალური პერსპექტივა, არ არსებობს, ეს არის ილუზია, რომელიც დასრულდა და ახლა ყველა ხვდება, რომ საჭიროა რეალობაში დაბრუნება

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here