Home რუბრიკები საზოგადოება დემოტრაკიის გაკვეთილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან

დემოტრაკიის გაკვეთილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან

2213
მაკა რაზმაძე

“2017 წლის 2 ოქტომბერს ტელეკომპანიაიბერიისგადაცემაპრიორიტეტშირესპონდენტმა დავით ახრახაძემ თქვა შემდეგი ფრაზა: “ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ”. გადაცემის წამყვანის, მაკა რაზმაძის, მხრიდან რესპონდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, ანუ საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა.

ამ პრინციპის თანახმად კი, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”, _ ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

დღეს მაკა რაზმაძე “იბერიის” ჟურნალისტი აღარ არის და ქარტიის განაჩენიც უკვე უმუშევარს დააწიეს, მაგრამ, იცით, რა მაინტერესებს? აი ამერიკის სათავო ოფისიდან რადიოთავისუფლებისქართულ ბიუროს ყველა პრინციპი თავზე რომ დააფარეს, დედა უტირეს, გააფარჩაკეს და კომენტარზე უარი თქვეს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ რატომ არ ატეხა ერთი ამბავი: სოლიდური ორგანიზაცია ვართ, ყურადღება მოგვაქციეთ, ჩვენს კოლეგებს ვიცავთო?! თუ იქ “პიდარასტებზე” არაფერი თქმულა და მხოლოდ საერთო განცხადებაზე ხელმოწერით შემოიფარგლა ქარტია?! თუ, როცა საქმე ამერიკას ეხება, ყველაფერი მისაღებია და რაზმაძე კიდევ ამერიკის წარმომადგენელი არ არის?! სირცხვილია, ბატონებო (ქალბატონებოც), სირცხვილია, რადგან თვითონ ყველაზე კარგად იცით, რომ რეალურად, ამ ქარტიას არც არავინ უსმენს, არც არავის აინტერესებს და, უბრალოდ, სამსახური შეიქმენით და “სახლობანას” თამაშობთ. ჰო, “სახლობანას” და მხოლოდ ის გაინტერესებთ, ვინ იქნება ამ სახლის პატარა დიასახლისი…

არ ვიცი, ახლა რომელი მუხლის რომელ პრინციპს დავარღვევ, მაგრამ მოდი რა, ჩაიდეთ ეგ თქვენი პრინციპები და გაჩუმდით!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here