Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლური კოალიციის ავიადარტყმების შედეგად სირიაში კიდევ 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ შორის...

დასავლური კოალიციის ავიადარტყმების შედეგად სირიაში კიდევ 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი

“სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტზე აშშ-ის მიერ შექმნილი კოალიციის ავიადარტყმის შედეგად 5 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა”, _ იუწყება ვებგვერდი ალჯაზეერა.ნეტ-ი.


დასავლური კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაბომბეს “ბოევიკების” სავარაუდო პოზიციები ქალაქ ელ კურიში, დეირ ეზ-ზორთან ახლოს. ამას გარდა, რამდენიმე დღის წინათ, კოალიციის ავიადარტყმის შედეგად სოფელ ეს-სალაჰიაში (ქალაქ რაკასთან) დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის _ 4 ბავშვი.

ცოტა ხნის წინათ პენტაგონმა განაცხადა, რომ დასავლური კოალიციის ავიადარტყმების შედეგად სირიასა და ერაყში 2014 წლიდან დღემდე სულ დაღუპულია 352 მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელთა მიერ განხოეციელებული ავიადარტყმების შედეგად ერაყსა და სირიაში დაღუპულია 3000-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here