Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთმა საქართველო ანტირუსული პროპაგანდის პოლიგონად აქცია

დასავლეთმა საქართველო ანტირუსული პროპაგანდის პოლიგონად აქცია

1114
ომარ მარგველაშვილი

გასულ კვირას თბილისში ჩატარებულმა საერთაშორისო მედიაფორუმმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მთელი კვირის განმავლობაში ქართული მედიის, ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოჭარბებულად აგრესიული დამოკიდებულება ამ ღონისძიების მიმართ არათუ თვალშისაცემი, არამედ შემაწუხებელიც კი იყო. ამ აგრესიულმა დამოკიდებულებამ დაარღვია ყველა ზღვარი მედიის მიმართ და ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხში.

მედიაფორუმის მასპინძელი არაერთხელ ყოფილა ჩვენი ქვეყანა. მაშინ არავის დასცდენია აუგი ამ ღონისძიებებზე, პირიქით, საქებარი სიტყვები და პოზიტიური სტატიები არ დაუშურებიათ ქართულ მედიას, პოლიტოლოგებს, თუმცა დიდად აღსაფრთოვანებელი არაფერი ყოფილა.

ამ მედიაფორუმს კი სხვა დატვირთვა აჰკიდეს ქართველმა “პატრიოტებმა”, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებული იყო. რეაქცია იყო მძაფრი, შურისმაძიებლური, შეურაცხმყოფელი და, რაც მთავარია, მედიისთვის შეუფერებელი.

არ ვიცი, რას დავაბრალო “პატრიოტთა” ამჟამინდელი “გამოღვიძება”, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად, მათი გაგებით, “სამართალმა პური ჭამადა ისეთი დახვედრა მოუწყო სასტუმროვერე პალასშიორგანიზებულ მედიაფორუმს, უკრაინელ ბანდერელებსაც შეშურდებოდათ.

სპექტაკლი, რომელიც სასტუმროს წინ დაიდგა, ამაზრზენი და პროვინციული იყო და მას არაფერი აკავშირებდა არც ფორუმთან, არც მედიასთან და არც ქართულ სახელგანთქმულ მასპინძლობასთან. მისი მიზანი იყო გარკვეულ დაინტერესებულ წრეებში რუსეთის მიმართ დაგროვილი, ხშირ შემთხვევაში, არაობიექტური ზიზღის გადმონთხევა, მორიგი ჩაწიხლვა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისაც, რომელსაცნაცურიოპოზიცია პრორუსულად აცხადებს და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

ხელისუფლებამაც არ დააყოვნა. აქაოდა, მე არ დამბრალდეს რუსული ფორუმის მასპინძლობაო, აჟივჟივდნენ პარლამენტარები, განსაკუთრებით, პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი ჩუგოშვილი, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა მედიაფორუმის მიზნები და რუსეთის მხრიდან “რბილი ძალის”, “ჰიბრიდული ომის”, პროპაგანდის გამოყენებად შეაფასა. და, რაც მთავარია, დაავალა შესაბამის სამსახურებს ამ და მსგავსი რუსული ღონისძიებების სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება სამომავლო აკრძალვის მიზნით.

პარლამენტართა რეაქციულ კომენტარებს მოჰყვა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება _ ერთი მხრივ, კრიტიკის ჩარჩოებში ჩამჯდარი, თან _ დამამშვიდებელი, დაახლოებით ასეთი: ხალხო, ნუ შეგეშინდებათ, ამ და მსგავსი მედიაფორუმებით რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს და ჩვენ მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზიდან ვერ გადაგვახვევინებსო.

მოკლედ, მედიაფორუმი პოლიტიკურ მოვლენად იქცა, თანაც ისეთად, თითქოს საქართველოს ბედი წყდებოდა “ვერე პალასის” საკონფერენციო დარბაზში.

თავი წამოყვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ისეთი აურზაური ატეხეს, გეგონებოდათ, დიდგორის ომს იგებდნენ. სასწრაფოდ შეიკრიბნენ და დაიწყეს პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის მომზადება, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუშალოს მსგავსი რუსული ფორუმების გამართვას და ახალი ძალით განახორციელოს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა.

რუსული “პროპაგანდის” თემა არახალია და ხშირად წამოყოფს ხოლმე თავს _ ხან აქტიურად, ხან იშვიათად, მაგრამ პოლიტიკური სცენიდან არ ქრება. მის მუდმივ არსებობას მხარს უჭერს და აფინანსებს დასავლური ინსტიტუტები, სხვადასხვა სახის ანტირუსული ფონდები, რომლებიც თვლიან, რომ რუსული პროპაგანდა ძირს უთხრის დასავლურ დემოკრატიას. და ეს მაშინ, როდესაც მთელი დასავლური მედია ტენდენციური, ცალმხრივი და, რაც მთავარია, არაობიექტური, ანტირუსული გადაცემებით არის გაჯერებული.

დასავლეთმა, 30 წელია, საქართველო ანტირუსული პროპაგანდის პოლიგონად აქცია. სწავლება ჩაუტარა და თავისებურად მოარჯულა ქართული მედია და პოლიტოლოგია, რაც რუსს არასდროს გაუკეთებია. სიცრუეა იმის მტკიცება, რომ რუსული ფულით საქართველოში პრესა და არასამთავრობო სექტორი ყვავის. მათ შესახებ არაფერი მსმენია. არსად ჩანან. და თუ რომელიმე გაზეთი ან პოლიტოლოგი დედას არ აგინებს რუსეთს, რუსეთისგან იღებს ფულს? დავიჯერო ისეთი გულუბრყვილოა რუსეთი, რომ პრიმიტიული ლოიალურობისთვის ვიღაც დააფინანსოს?!

მძიმე გზა გაიარა საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც სრულ საფუძველს გვაძლევს, ვიყოთ უკმაყოფილო, მაგრამ ვის მიმართ? ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ჩვენი უმრავლესობა ისეთია, თავს რომ ყოველთვის გაიმართლებს და სხვას დაადანაშაულებს. დამნაშავეც უცებ გამოიძებნება _ რუსეთი.

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის გაჩაღებაში სააკაშვილის წვლილი დიდი რომ არის, ტალიავინის საერთაშორისო კომისიამაც დაადასტურა. დღეს ამის გახსენებას ერიდებიან.

26 აგვისტოს შემდეგ ყოფილი ავტონომიების წინააღმდეგ არავითარ პროვოკაციულ გამოხდომას სააკაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. საქართველო გადაურჩა ბაქრაძისეულ პარტიზანულ ომს _ დანა-ჩანგლით.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს:

“ვინც ამ ტრაგედიაში მონაწილეობდა (ტერიტორიების დაკარგვაში), მათ მიმართ რაღაც ზომები უნდა განხორციელდეს. ყველაზე მეტად ამ ტრაგედიაში პუტინის ხელი ურევია და მის მიმართ არ უნდა იყოს სანქციები?

აიკრძალოს ყველა იმ ადამიანის მიერ დაფინანსებული ღონისძიება, რომელსაც რაიმე კავშირი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევასთან. ასეთი პირი, უპირველესად, არის ვლადიმერ პუტინი და, შესაბამისად, მისი ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიება დაუშვებელი უნდა იყოს ქართულ სინამდვილეში…

მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს აქცენტი, ვინ შევიდა და ვინ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთოდ, მთლიანად კონტროლქვეშ უნდა იყოს ის ხალხი და, უპირველესად, რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში მომხდარ ტრაგედიაზე…

ის, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ შენს ტერიტორიაზე მედიაშოუ გამართა და ვერაფერი ვერ გააწყვე, ეს ძალის დემონსტრაციაა. და აი, ამ დემონსტრაციით საქართველოში შეიძლება გამრავლდეს რუსეთის მხარდამჭერები. ამ მხრივ არის სახიფათო ის, რაც ახლა თბილისში ხდება…

საყვარელიძე რომ ისეთი თინეიჯერული ასაკის არ არის, როგორც საქართველოს გოგო-ბიჭი ჟურნალისტები, ცხადია. მას, ასაკიდან გამომდინარე, მეტი მოეთხოვება. ნაცვლად იმისა, რომ საყვარელიძე მიუკერძოებლად ჭკუას არიგებდეს საზოგადოებას და რუსეთთან შერიგებისკენ მოუწოდებდეს, პირიქით _ ნეგატივით მუხტავს და დაპირისპირებისკენ უბიძგებს.

წელს რუსეთში საექსპორტოდ 33 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, სხვა ქვეყნებში _ გაცილებით ნაკლები. მაგალითად, უკრაინაში, რომელიც ამ მხრივ მე-2 ადგილზეა _ 9 მილიონი ბოთლი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშში, მართალია, გაიზარდა ექსპორტი, მაგრამ ათასებს ვერ გასცდა. შევწყვიტოთ რუსეთისთვის ღვინის გაგზავნა?

საყვარელიძის აზრით, ღვინის ექსპორტს მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს შეღავათი და სიამოვნება, საქართველოსთვის კი _ არაფერი.

ორიოდ სიტყვა აჩემებულ ტერმინ “ოკუპაციაზე”, რომლის არსი ჩვენს პოლიტოლოგებს რატომღაც ცალმხრივად და დამახინჯებულად აქვთ წარმოდგენილი. ან _ ესმით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის “განმარტებას” არ ღალატობენ, რომელმაც ისიც კი იკადრა, რომ თავისი დამარცხება ხუთდღიან ომში არა მარტო გამარჯვებად მოგვასაღა, არამედ გვაზეიმა კიდეც თბილისის გულში, რუსთაველის პროსპექტზე, დროშები გვაფრიალებინა და “ვაშა!” და “დიდება!” გვაძახებინა!

რა გვიკვირს, როცა აწ გარდაცვლილი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი საქართველოს ეროვნულ გმირად შერაცხა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ამ ჩვენს “პრეზიდენტს” თავის ნება-სურვილზე ათამაშებდა.

კიდევ ბევრის თქმაც შეიძლება, მაგრამ გაზეთი ვერ დაიტევს.

ჩემი აზრით, თბილისში ჩატარებული მედიაფორუმი მნიშვნელოვანი ხიდია რუსეთთან დაახლოების, რომლის გარეშე არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება და არც ეკონომიკის გაჯანსაღება.

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here