Home სხვადასხვა დაიჯესტი დასავლეთი უკვე გვამია

დასავლეთი უკვე გვამია

824
დასავლეთი უკვე გვამია

ბრიტანული წყვილი  წლინახევრის შვილს შეგნებულად უსქესო არსებად ზრდის. ბავშვს, რომელსაც სომეხი ბებიის სახელი _ ანუში დაარქვესერთდროულად ბიჭად და გოგოდ გაზრდაჩამოყალიბების პერსპექტივა ელოდება ან რაღაც მესამე სქესი.

38 წლის ჰობიტ ჰამფრი და 35 წლის ჯეიკ ინგლანდ ჯონი ბრიტანეთის ცირკში აკრობატებად მუშაობენ და ანუშს “გენდერული ტრადიციით” ზრდიან იმ მოსაზრებით, რომ დაიცვან შთამომავალი სქესის მიხედვით უაზრო დისკრიმინაციისგან. ერთი ხანია, დასავლეთის ქვეყნებში  ფართოდ განიხილავენ გენდერული იდენტურობის პრობლემას, მაგრამ ამ ბრიტანულმა წყვილმა გენდერული თვითინდიფიკაციის თავდაჯერებულ მომხრეებს გაუსწრო იმით, რომ ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ ნაშიერზე გადაწყვიტა.

ცოლ-ქმარი არ აცხადებს, რომელი სქესისაა ანუში. საკუთარ მშობლებსაც არ უმხელენ, მაგრამ ბებიამ შემთხვევის წყალობით გაარკვია ეს, როცა პატარას პამპერსი გამოუცვალა. ანუშს ხან ბიჭივით გამოაწყობენ, ხან გოგოსავით.

რამდენიმე დღის წინათ წყვილი BBC-ის One შოუში გამოჩნდა და ილაპარაკა აღზრდისადმი ორიგინალურად მიდგომაზე. მათ აზრით, ბავშვი მომავალში თავად გაარკვევს, ვინ (ქალი თუ კაცი) სურს, რომ იყოს. მანამდე კი არ სურთ, თავს მოახვიონ ქცევის არც ერთი გენდერული მოდელი.

დასავლეთი უკვე გვამია

“ჩვენ არ გვსურს, ვაიძულოთ “ისინი”, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გვინდა; ჩვენ გვსურს, რათა მათ თავად გადაწყვიტონ საკითხი. მსოფლიოში სქესის მიხედვით უამრავი დისკრიმინალიზაციაა, ზოგჯერ შეუგნებელიც კი, ამიტომ, როცა დავვორსულდი, ჩვენ განვიხილეთ ეს პრობლემა და გადავწყვიტეთ, შევეცადოთ ამგვარი აკვიატებულობის შერბილება. იმთავითვე დავმალეთ ბავშვის სქესობრივი კუთვნილება”, _ ყვება გონებადაბნეული და გულქვა დედა ჰობიტ ჰამფრი.

დედ-მამა ბავშვთან ურთიერთობაში იყენებს ნაცვალსახელს “ისინი”, რათა, როგორც აცხადებენ, შეუქმნან ბავშვს თავისებური სიტუაცია, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობს. “ასე რომ არ მოვიქცეთ, ბოლოს და ბოლოს “ისინი” გაარკვევს, რომ ვარდისფერი გოგონებისთვისაა, ცისფერი კი ბიჭებისთვის და თქვენ ამას ვერაფერს მოუხერხებთ, რადგან ასეა დადგენილი განსხვავებული სქესის ადამიანებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრისგან დავიცვათ ანუში”.

“ჩვენ ნებას ვრთავთ ანუშს, იყოს გენდერობისგან დამოუკიდებელი ბავშვი. ანუში ლამაზი და აქტიური პატარა ადამიანია. ჩვენ შეგვექმნა პრობლემები სხვა ადამიანებთან, რომელთაც ვერ გაიგეს ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ბავშვს საშუალებას ვაძლევთ, განვითარდეს მისი სქესისგან დამოუკიდებლად”, _ ყვება ჰამფრი.

ბოლო წლებში დასავლეთში გავრცელდა გენდერული ნეიტრალობის, უფრო ზუსტად, გენდერული გაურკვევლობის მოდა, რომლის ინიციატორები გამოჩენილი ადამიანები იყვნენ. ხან ერთ, ხან მეორე მსახიობი ან მომღერალი ქალი თავის ბიჭს კაბაში გამოპრანჭულს დაატარებს, გოგონას კი ნებას რთავს, ბიჭად წარმოიდგინოს თავი.

მაგალითად, 2018 წელს ბრიტანელმა მომღერალმა ქალმა პალომა ფეიმტმა განაცხადა, რომ ზრდის თავის შვილს გენდერულ-ნეიტრალური ტრადიციების მიხედვით. იგივე გაიმეორა ჰოლივუდის მსახიობმა ქალმა ქეით ჰადსონმა. კომიკოსმა რასელ ბრენდმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მისი გოგონა გენდერულ-ნეიტრალურ სტილში იზრდება. მსახიობ შარლიზ თერონის ვაჟიშვილი კაბით დადის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here