Home რუბრიკები სამართალი დანიის პრემიერმინისტრს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

დანიის პრემიერმინისტრს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

693
ლარს ლეკე რასმუსენ

ლარს ლეკე რასმუსენს მექრთამეობის ბრალდება წაუყენეს მას შემდეგ, რაც ნაცნობი გემთმფლობელისგან საჩუქარი მიიღო. გაზეთ Jyllands-Postenის ინფორმაცით, დანიის სახელმწიფო მოსამსახურემ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ 2014 წელს რასმუნსენი, რომელიც მაშინ პარლამენტის დეპუტატი იყო, დათანხმდა გემთმფლობელ იონა-ანკერ ჰამეტრენ ლარსენის შეთავაზებას ,შვებულება მის აგარაკზე გაეტარებინა. მაგრამ იქ მხოლოდ 2016 წელს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი გახდა. დასვენების ღირებულება 10 ათას დანიურ კრონად (1,7 ათას დოლარად) შეფასდა. დანიელი ექსპერტების აზრით, ასეთი საჩუქარი ადგილობრივი კანონმდებლობით ქრთამის აღებად ითვლება.

რასმუნსენი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ საჩუქრის მიღების მომენტისთვის იგი პრემიერმინისტრი არ იყო და არც შეიძლება სცოდნოდა, ამ თანამდებობას თუ დაიკავებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here