Home რუბრიკები საზოგადოება დავით ჭიჭინაძე: როგორც დღეს წიხლავენ თანამდებობიდან წასულ კვირიკაშვილს, ეს ხალხი ოდესმე ასევე...

დავით ჭიჭინაძე: როგორც დღეს წიხლავენ თანამდებობიდან წასულ კვირიკაშვილს, ეს ხალხი ოდესმე ასევე ჩაწიხლავს ივანიშვილსაც

1219
დავით ჭიჭინაძე

არ ცხრებაქართული ოცნებიდანპარლამენტარ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გამო ატეხილი სკანდალი, რადგან ირკვევა, რომ უმრავლესობასთან მისი დაპირისპირება მხოლოდკოლექტიური ზარდიაშვილებისხსენებას არ გამოუწვევია. დავით ჭიჭინაძემ გადაწყვიტა, მხოლოდ პრესასთან ითანამშრომლოს და ამ ფორმით მიმართოს ყოფილი გუნდის წევრებს. რას ედავებოდა პარლამენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ამჯერადსაქართველო და მსოფლიოსჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ უკვე მიმართეთ პოლიტსაბჭოს განცხადებით, რათა გადაიხედოს პარტიიდან თქვენი გარიცხვის საკითხი

_ განცხადება არსად არ შემიტანია… პარტიიდან ჩემი გარიცხვის საკითხი მედიასაშუალებებით შევიტყვე და პასუხსაც მედიასაშუალებით მოვითხოვ. სხვა რამის გაკეთებას არ ვაპირებ. მე არც პარტიაში შესვლაზე დამიწერია განცხადება, ყველაფერი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა… ან ვინმემ ნახა იმ ხუთი ადამიანის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც პარტიიდან გამრიცხეს? _ არავის უნახავს. ასე რომ, მეც ანალოგიურად მოვიქცევი _ მათ თქვენი დახმარებით მივმართავ, სწორედ ისე, როგორც თვითონ იქცევიან.

_ ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხს ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა, სადაც ზუსტად ის თქვა, რაც თქვენ _ გუნდის მუშაობა დაიწუნა. თქვენი პარტიიდან გაშვების მიზეზიც კრიტიკა იყო

_ ბიძინა ივანიშვილს თავისი მოსაზრებები აქვს, მე _ ჩემი, მაგრამ ბანკების მიმართ, რომელთა გამოც გამუდმებით ვაწყდებოდი წინააღმდეგობას კომიტეტის სხდომებზე, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის აზრი ემთხვევა.

ბანკებზე ყოველთვის ვამბობდი, რომ მათი განუსაზღვრელი შესაძლებლობები უნდა შეკვეცილიყო, მაგრამ პრემიერი კვირიკაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ჩემს აზრს არ ითვალისწინებდნენ; მეტიც, ამბობდნენ, რომ ბანკები ცდილობენ, ეკონომიკა წინ წასწიონო და ა.შ. მოკლედ, კვირიკაშვილს, როგორც შემდეგ ყველასთვის შეიქნა ცნობილი, ბანკები ძალიან უყვარდა. გახსოვთ, ალბათ, ბანკირებთან ერთად დადიოდა ყველგან და გვაჯერებდა, რომ სამაგალითონი იყვნენ. პარლამენტი ისეთ კანონებს იღებდა, რომ, ბანკირების გარდა, სხვა ბიზნესმენებს საშუალება არ ეძლეოდათ განვითარების, ფაქტობრივად, ყველა კანონს, რომელიც პარლამენტში მიიღეს, ბანკირები ლობირებდნენ. ეს ძალიან შესამჩნევი იყო და სულ ვამბობდი, რომ ბანკირები ზღუდავენ საზოგადოებას, ზღუდავენ ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის დამწყებ ადამიანებს განვითარების შანსს უკარგავენ, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვებოდა ხოლმე. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრები ყოველთვის ვაპროტესდებით კანონებს, რომლებიც ბანკების სასარგებლოდ იწერებოდა, ჩვენ მთელი კომიტეტი ერთმანეთის სოლიდარულები ვიყავით, მაგრამ დანარჩენები უჭერდნენ მხარს. ახლა დაიწყეს კვირიკაშვილის ლანძღვა, მაგრამ ორი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში მის ყველა მოთხოვნას ასრულებდნენ, ხელს უწყობდნენ ქვეყნის დაღუპვას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ თანამდებობებზე. ახალგაზრდები, რომლებსაცკოლექტიური ზარდიაშვილებივუწოდე, მედროვეები არიან, ქართველი ხალხისა და ივანიშვილის ხარჯზე აისრულეს ოცნება, მაგრამ ამავე დროს, ოცნებები დაუნგრიეს ქართველ ხალხს”.

ბანკები უნდა მოთოკონ! ამას უნდა ხვდებოდეს ყველა პოლიტიკოსი. ამ სისტემას რეგულირება სჭირდება. სხვა შემთხვევაში, მათი მუშაობა და უკიდეგანო შესაძლებლობები ქვეყანაში დაძაბულობას გამოიწვევს და იწვევს კიდეც. ხალხი გააღატაკა ბანკებმა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვალების გადახდით არის დაკავებული და არა ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვით. აი, ამაზე ვსაუბრობდი გამუდმებით, რასაც პარტიიდან ჩემი გარიცხვა მოჰყვა.

_ რა როლს ასრულებდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე?

_ კახა კალაძე ხშირად განმუხტავდა ხოლმე დაძაბულ ვითარებას. როდესაც სერიოზულ უსიამოვნებაში გადაიზრდებოდა კამათი, მაშინვე ერეოდა საქმეში და ყველას აწყნარებდა.

_ ხუთეულში, რომელმაც თქვენი პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა, კახა კალაძეც არის

_ კალაძეზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ის ხშირად განმუხტავდა ხოლმე დაძაბულ ვითარებას. როდესაც სერიოზულ უსიამოვნებაში გადაიზრდებოდა კამათი, მაშინვე ერეოდა საქმეში და ყველას აწყნარებდა.

რადგან გამომიშვეს, კალაძის ლანძღვას ვერ დავიწყებ, მაგრამ, როგორც კი რაიმე კომპრომატი ჩამივარდება ხელში ან კალაძის საქმიანობაში გადაცდომას დავინახავ, მასაც იმავეს ვეტყვი, რასაც დანარჩენებს ვეუბნებოდი. ამჟამად კალაძეზე არაფერი მაქვს სათქმელი.

_ უმრავლესობასკოლექტიური ზარდიაშვილებიუწოდეთ, რაც შეიქნა თქვენსა და უმრავლესობას შორის განხეთქილების მიზეზი. თუზარდიაშვილიასეთი შეურაცხმყოფელი მიმართვაა და თქვენ სწორედ ეს ბრალდება წაგიყენეს _ შეურაცხმყოფელი მიმართვა, მაშინ რატომ უზით ზარდიაშვილი უმრავლესობაში? ვისი მოყვანილია ის?

_ ლოგიკური შეკითხვაა. რატომ ზის პარლამენტში ზარდიაშვილი, თუ ასეთი ცუდია? გარდა ამისა, თუკი ცუდ კონტექსტში ნათქვამად ჩათვალეს მისი გვარის ხსენება, შეეძლოთ ჩემთვის სასამართლოში ეჩივლათ. ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება. პარლამენტარებს შეუძლიათ იჩივლონ და მე პასუხს გავცემდი. ზარდიაშვილის ხსენება და მასთან გაიგივება შეურაცხყოფად მიიღეს, მაგრამ ის გვერდით უზით, მასთან ერთად წყვეტენ ქვეყნისა და პარტიის საკითხებს, ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის?! ვერ ვიტანნაცმოძრაობისწევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ემსახურებოდნენ, არ მინდა იმ ხალხის დანახვა, რომლებიც 2012 წელს ჩვენს ამომრჩეველს სასტიკად უსწორდებოდნენ. სამწუხაროდ, ამ ცუდმა ადამიანებმა მოახერხეს და დღესქართული ოცნებისფლაგმანებად, ლიდერებად მოგვევლინენ. ასეთია ზარდიაშვილიც. მე ისინი ვერ შეურაცხმყოფენ, ეს მათ აქვთ საქმე ცუდად და ყველა მართალი სიტყვა სწყინთ. პიროვნულად არასოდეს არავინ მიწყენინებია, კანონპროექტებსა და კანონებზე მიწევდა დავა, ჩემი და მათი ღირებულებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. 2012 წელს იდეის გარშემო გაერთიანდა ხალხი და არა ზარდიაშვილის, “კოლექტიური ზარდიაშვილების” და კვირიკაშვილის გარშემო. ვერ ვხვდები, საიდან მოვიდნენ ეს ადამაინები პარლამენტში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩეველი ყველაფერს გასცემს პასუხს, აუცილებლად დადგება ეს დროც.

ხომ ნახეთ და მოისმინეთ, თვითონ ბიძინა ივანიშვილი როგორი უკმაყოფილოა აღმასრულებელი ხელისუფლებითაც და საკანონმდებლო ორგანოთიც. იმაზე მეტი, რაც მან თქვა, რა უნდა ვთქვა?! არადა, გამოდიან პარლამენტარები და აღფრთოვანებულები არიან, რა კარგად ილაპარაკა ივანიშვილმაო; ვერ ხვდებიან, რა თქვა და როგორი უკმაყოფილოა მათი. ხანდახან მგონია, შეგნებულად იქცევიან ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება გამოიწვიონ. მგონია, რომ, როგორც დღეს წიხლავენ თანამდებობიდან წასულ კვირიკაშვილს, ისე ჩაწიხლავენ ოდესმე ივანიშვილსაც, ყოველ შემთხვევაში, გულში მაინც ექნებათ ასეთი განზრახვა.

_ ბიძინა ივანიშვილმა თქვა: სასურველიაქართულმა ოცნებამსაპრეზიდენტო კანდიდატი არ წამოაყენოსომოგწონთ ეს იდეა?

_ ივანიშვილს გული ისე აქვს გატეხილი, რომ ხალხისთვის დაპირების მიცემა აღარ უნდა, რასაც ვეთანხმები. ივანიშვილი ვისაც ენდო, ყველამ უღალატა და ზურგი აქცია. ამომრჩევლის იმედი მაქვს, ვიმედოვნებ, “ნაციონალებს” ხმას არ მისცემენ და არასოდეს დაუშვებენ, რომ ის რეჟიმი დაბრუნდეს.

_ გამოდის, თქვენ ხალხის იმედი გაქვთ და არაქართული ოცნების”…

_ თუ პოლიტიკოსი სწორად ცხოვრობს, ხალხის _ ამომრჩევლის _ იმედი უნდა ჰქონდეს. ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს არ მოსწონს დიდხანს ვერ იცოცხლებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here