Home სხვადასხვა დაიჯესტი გული აიცრუა კაცებზე და გათხოვდა… საკუთარ თავზე

გული აიცრუა კაცებზე და გათხოვდა… საკუთარ თავზე

1486
გული აიცრუა კაცებზე და გათხოვდა... საკუთარ თავზე

ნიუიორკელ მსახიობ ქალს, ჟენილინ როდრიგესს, კაცებზე ისე აუცრუვდა გული, რომ საკუთარ თავზე დაქორწინება გადაწყვიტა. მას მორწმუნე კათოლიკედ ზრდიდნენ, რამაც ხელი შეუწყო, რომ თავის თავში ჩაკეტილიყო და ამით დაკმაყოფილებულიყო, _ იუწყება Daily Mail.

საზეიმო ცერემონიისთვის პატარძალმა საქორწინო კაბაში 240 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და თავზე ცოცხალი ყვავილების გვირგვინი დაიდგა. საკურთხევლის წინ საკუთარ თავს ერთგულება შეჰფიცა და ამჟამად ირლანდიაში თაფლობის თვის გასატარებლად აპირებს გამგზავრებას.

ცერემონია გარკვეულ დროში ჩატარდა, წინასწარ მონიშნულ დღესა და საათზე: ნუმეროლოგიის თანახმად, 3:33 _ ეს რიცხვი ანგელოზის წმინდა სიყვარულს ნიშნავს, 11 ნოემბერი კი იმას, რომ ანგელოზები გვერდიგვერდ იმყოფებიან. ჟენილინის განმარტებით, ქორწილი იყო იმის სიმბოლო, რომ ყველაფერი აქვს იმისთვის, ბედნიერი რომ იყოს.

ქორწილს ესწრებოდნენ უახლოესი მეგობრები და ნათესავები, რომლებიც ზეიმის შემდეგ ბარში შეიკრიბნენ. ასე გათხოვილ ქალს განზრახული აქვს, გახსნას ცენტრი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ამგვარი ქორწინებების გამართვა.

ადგნენ ახლა ჩვენი “უსამთავრობო” ფემინისტები და გამართონ საქართველოს ისტორიაში პირველი კონფერენცია, რომელიც დაადგენს კაცის კაცთან დაქორწინებაა უკეთესი, ქალის _ ქალთან თუ საკუთარ თავთან. ნეოლიბერალიზმი ყველაფრის უფლებას იძლევა. ერთი რამ “ჭედავს” მხოლოდ: როგორ უნდა წარმოითქვას ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here