Home სხვადასხვა დაიჯესტი გუაიდო ვენესუელიდან გაიქცა

გუაიდო ვენესუელიდან გაიქცა

1594
გუაიდო

23 თებერვალს თვითმარქვია გუაიდომ მასობრივი აქცია დანიშნა. ამ საბედისწერო თარიღს ყველა გულის ფანცქალით ელოდა, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, როგორც კიევში, მაიდანზეუცნობი სნაიპერებისგამოჩენისას, მაგრამ პროცესები მოულოდნელად განვითარდა.

დაპირებული აქცია არ ჩატარდა, გუაიდო კი ქვეყნიდან გაიქცა, ჯერ _ კოლუმბიაში, საიდანაც აშშ-ის მხარდაჭერით გეგმავდა ვენესუელის საზღვრის “გარღვევასა” და ჰუმანიტარული დახმარების საბაბით უცნობი ტვირთით სავსე ავტომობილების შემოყვანას. ეს არ გამოუვიდა, იმიტომ, რომ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სამართლიანად შიშობს: ჰუმანიტარული დახმარების “ფუტლიარში” შეიძლება აღმოჩნდეს იარაღი თვითმარქვია პრეზიდენტის მომხრეებისთვის და დაიწყოს შეიარაღებული აჯანყება.

ისე, მართლა გაუგებარია სიჯიუტე იმ ძალებისა, რომლებიც აპატიმრებენ ვენესუელის უდიდესი სანავთობე კომპანიის საბანკო აქტივებს, აგრეთვე, ოქროს ზოდებს _ სახელმწიფოს ფინანსურ რეზერვს ვენესუელის ეკონომიკისთვის ასეთ რთულ მომენტში. პარალელურად კი ფარისევლურად ყველას მოუწოდებენ, რომ ფქვილითა თუ კიდევ სხვა რამით დატვირთული 4 ავტომობილი აუცილებლად უნდა შევიდეს ვენესუელიდან კოლუმბიაში, მაგრამ ვინ დაიჯერებს, რომ ეს განზრახვა გულწრფელია?!

ასეა თუ ისე, ვენესუელის გარეთ მოხეტიალე გუაიდო უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრასა და ვაშინგტონში ჩაფრენას გეგმავს, ალბათ, ახალი ინსტრუქციისთვის.

ვენესუელაში კი კანონიერი პრეზიდენტი მადურო ინარჩუნებს მართვის სადავეებს. მადუროს მხარს უჭერს არმია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here