დღეს გორში მსვლელობა მოეწყო. მოძრაობა ,,ერთად ძლიერი საქართველოსთვის” წევრებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76-ე წლისთავზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კანდელაკმა და მისი თანამებრძოლებმა მსვლელობა ჩაატარეს.
ისინი ჯერ სტალინის მუზეუმში მივიდნენ, შემდეგ დიდების მუზეუმისკენ გაემართნენ. გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შიდა ქართლში ამჟამად დიდ სამამულო/მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 11 ვეტერანი ცხოვრობს. აქედან:
გორის მუნიციპალიტეტში – 2 (ლიდია ნემსაძე და ოთარ ტლაშაძე);
კასპში – 5 (ოთარ აზმაიფარაშვილი, შალვა გოჩიტაშვილი, გროგოლ ბაინდურაშვილი, გიორგი მახარობლიშვილი და ფეოდორ მელაძე);
ხაშურში – 3 (ნინო ქურდაძე, პლატონ ნოზაძე, ივანე შახპარუნოვი);
ხოლო ქარელში – 1 (ვიქტორ ოდიკაძე – აგარა).
ოფიციალური მონაცემებით, გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან ფრონტზე 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა – 14 761 კაცი.
https://www.didisamamulo.ge/