Home სხვადასხვა დაიჯესტი გეტებორგის ცენტრში მოიმატა მკვლელობის, ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემთხვევებმა

გეტებორგის ცენტრში მოიმატა მკვლელობის, ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემთხვევებმა

288
გეტებორგის ცენტრში მოიმატა მკვლელობის, ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემთხვევებმა

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგის მცხოვრებნი ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა, რადგან გახშირდა ნარკოტიკების მოხმარება, ძალადობა და ძარცვა. ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ორი ადამიანი დაჭრეს და მოკლეს. ადგილობრივების თქმით, გეტებორგის ცენტრალური უბნები ისეთი საშიში გახდა, რომ ზოგი იქ ღამით მარტო გავლას ერიდება.

“ტაქსის” მძღოლი იმად ელ-სანეჰი, რომელიც იქ 1990 წლიდან მუშაობს, აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში ახლა მეტი ნარკოტიკი და იარაღია და, 1990-იან წლებთან შედარებით, სიტუაცია გაუარესდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქვეითი პატრულის ნაკლებობაა და პოლიციელები, ძირითადად, მანქანებში სხედან. ქალაქის პოლიციის პრესსპიკერმა ტომას ფუქსბორგმა განაცხადა, რომ პოლიციას ქვეითი პატრულის რესურსი, უბრალოდ, არ აქვს და ბოლოდროინდელ პრობლემებში ზაფხული და ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირი დაადანაშაულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here