Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიაში 30 ათასი ლტოლვილი დაიკარგა

გერმანიაში 30 ათასი ლტოლვილი დაიკარგა

1110
ტოლვილები

გერმანიის ხელისუფლება მათ პოვნას ვერ ახერხებს, იუწყება Bild -ი. ეს ადამიანები დევნილების სტატუსის მინიჭებას ელოდნენ. პროცესი იმდენად გაიწელა, რომ ლტოლვილებმა საკუთარ თავს თავადვე მიხედეს და მთელ გერმანიაში ისე გაიფანტნენ, რომ მიგრანტებს ვერ პოულობენ.

ტელეარხმა RTVI-მა დააზუსტა, რომ 2016 წლის დეკემბრისთვის ქვეყნიდან უნდა გაესახლებინათ 54 ათასი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ 23-მა ათასმა მიიღო. რა იქნენ დანარჩენები, არავინ უწყის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისინი ან “ფსკერზე დაწვნენ”, ან თავისით დატოვეს გერმანია.

მეტიც: 2016 წლის 26 თებერვლისთვის ხელისუფლებამ ვერ გაარკვია 130 ათასი მიგრანტის ადგილსამყოფელი, რომლებიც წლების წინ იყვნენ დარეგისტრირებულნი.

ასეთია ანგელა მერკელის “სტუმართმოყვარე” პოლიტიკის პრაქტიკული შედეგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here