დღესდღეობით გერმანიის დაახლოებით 640 ათას მოქალაქეს კანონიერი უფლება აქვს, თავდაცვითი იარაღი ატაროს, მაშინ, როდესაც 2014 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 260 ათასი იყო. ხუთ წელიწადში ეს 250%-იანი ზრდაა.
Die Welt- ი წერს, რომ კვლევა Rheinische Post-მა ჩაატარა და ინფორმაცია ქვეყნის 16 ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებიდან გამოითხოვა. მოპოვებული მონაცემების თანახმად, მხოლოდ მცირე ზომის ცეცხლსასროლ იარაღზე ლიცენზიები 9%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ამჟამად გერმანიაში კერძო პირები სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 5.4 მილიონ იარაღს ფლობენ. იარაღზე მოთხოვნის ზრდად გერმანიაში უსაფრთხოების განცდის დაკარგვა სახელდება, რაც გამოწვეულია საჯარო სივრცეებში უცხოელი მიგრანტების მხრიდან თავდასხმებითა და ქალებზე სექსუალური თავდასხმის გახშირებით.