Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიაში პოპულარობას იხვეჭს მემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”

გერმანიაში პოპულარობას იხვეჭს მემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”

მიგრანტთა შემოსევა მემარჯვენეთა გავლენას აძლიერებს

985
გერმანიაში პოპულარობას იხვეჭს მემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”

პარტიაალტერნატივა გერმანიისთვისსათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) პოპულარობის სარეიტინგო სიას. ის, აგრეთვე, პოპულარულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის _ Emnidის მიერ სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვა, _ იუწყება გამოცემაბილდი”.

ქვეყნის აღმოსავლეთში პოპულარობა პარტიისა “ალტერნატივა გერმანიისთვის” შეადგენს 25%-ს. მმართველ კოალიცია ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს, კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს გამოკითხულთა 24%, შემდეგ მოდის პარტია “მემარცხენეები” _ 18%-ით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხრეა გამოკითხულთა 14%, თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა _ 7%, “მწვანეების” _ 6%.

დასავლეთი გერმანია ტრადიციულად მხარს უჭერს მმართველ კოალიციას (31%), სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გამოკითხულთა ხმების 19% მოაგროვა, “მწვანეებმა” _ 14%, “ალტერნატივა გერმანიისთვის” აქ მეოთხეა _ 13%, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას მხარს უჭერს გამოკითხულთა 10%, “მემარცხენეებს” _ 8%.

გამოკითხვა ჩატარდა კემნიცის ინციდენტის შემდეგ, როცა მიგრანტმა 35 წლის გერმანელი დევიდ ჰილიგი გამოასალმა სიცოცხლეს. ეს მოხდა აგვისტოში და ამის შემდეგ გერმანიას საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. დემონსტრატებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც კი მოხდა. ამასთანავე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მემარცხენეები და მემარჯვენეები.

მიგრაციულმა კრიზისმა მმართველი კოალიციის კრიზისი გამოიწვია და მეტი პოპულარობა მოუხვეჭა პარტიაალტერნატივა გერმანიისთვის”. ეს არის ახალგაზრდა პარტია, რომელიც წარმოიქმნა მიგრანტების ნაკადით უკმაყოფილო ადამიანების მხარდაჭერით. მიგრაციამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებაზე.

ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ მიგრანტების შემოყვანით გამოწვეული კრიზისი ევროკავშირის დონეზე უნდა გადაწყდეს და არა ევროკავშირის ქვეყნების ნაციონალური მთავრობების მიერ. მერკელს კატეგორიულად არ ეთანხმებიან არა მხოლოდ რიგითი გერმანელი მოქალაქეები, არამედ ხელისუფლების სათავეში მყოფი მმართველი კოალიციის ბევრი წევრიც კი.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here