Home სხვადასხვა დაიჯესტი გეოპოლიტიკური პასიანსები ამიერკავკასიაში: “3+3”, “3+2” და “1+6”

გეოპოლიტიკური პასიანსები ამიერკავკასიაში: “3+3”, “3+2” და “1+6”

153

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ამიერკავკასიაში იშლება ახალი გეოპოლიტიკური პასიანსი, რომელიცჯდება.. დიდ ახლო აღმოსავლეთში გაძლიერებულ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში. ამასთანავე, სათამაშო ბანქოს დასტა ძველი დარჩა, მაგრამ ხდება მისი ინტენსიურად აჭრაარევა. თუ ბანქოს ტერმინოლოგიის გამოყენებას განვაგრძობთ, ახალ თამაშში იწყობა ერთერთი ფერის კომბინაცია. მაგრამ თავდაპირველად, როგორც გამოცდილ მოთამაშეებს მიაჩნიათ, მნიშვნელოვანია ბანქოს განაწილება.

ცოტა ხნის წინათ კავკასიური “თამაშის” მონაწილეების საწყისი პოზიციები ასე გამოიყურებოდა:

სომხეთი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, მიიჩნეოდა რუსეთის “სტრატეგიულ პარტნიორად”, მაგრამ 2018 წლის მაისში ხელისუფლების სათავეში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვექტორი ევროპისა და აშშ-ისკენ გადაიხარა.

საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც პროამერიკული და ანტირუსული გეოპოლიტიკური ორიენტაციის ფლაგმანად.

აზერბაიჯანი, რომელიც მოსკოვსა და ანკარას შორის ლავირებს, უფრო თურქეთთან ალიანსისკენ იხრება, რომელსაც გარკვეულ გარემოებებში შეუძლია, რეგიონში ამერიკელთა ინტერესების გამტარებელი იყოს. რეგიონში გარეშე მთავარი მოთამაშეები არიან რუსეთი, თურქეთი, ირანი, აშშ და ევროკავშირი. მათგან მოსკოვი და თეირანი პასიურად და უსისტემოდ მოქმედებდნენ და ამით, აშშ-ის მიერ გაცხადებული მისწრაფების ფონზე, ამიერკავკასიიდან გაეძევებინა რუსეთი და და არ დაუშვა ირანის გავლენის გაძლიერება, შექმნეს პირობები თურქეთის გავლენის გასაძლიერებლად რეგიონში. რაც შეეხება ევროკავშირს, მან კურსი აიღო ამიერკავკასიის ქვეყნების თანდათანობით მიზიდვისკენ დემოკრატიის სირთულეების გადალახვის გზით. ევროკავშირმა პოზიციები გაიმყარა საქართველოში, ხოლო სომხეთში ხელისუფლების სათავეში ფაშინიანის მოსვლის შემდეგ დაიწყო სცენარის განხორციელება, რომლის მიხედვით რეგიონში უნდა შექმნილიყოერთიანი დემოკრატიული ფრონტითბილისისა და ერევნის მონაწილეობით, მაგრამ ეს სქემა პრობლემას უქმნიდა .. კოლექტიურ დასავლეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, რადგან არჩევანი უნდა გაეკეთებინადემოკრატიულსომხეთსა დაავტოკრატიულაზერბაიჯანს შორის.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად დასავლეთმა შექმნა ბმული _ საქართველოაზერბაიჯანი, იმ გათვლით, რომ ქართული პლაცდარმიდან დაიწყებდადემოკრატიულ ექსპანსიას”, რადგან საქართველოზე გადის მთავარი ენერგეტიკული მარშრუტები ბაქოდან გარე ბაზრებისკენ. შემთხვევითი არ იყო, რომ აზერბაიჯანში იმ ძალებმა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შიდაპაოლიტიკური ვითარების არევაზე, სხვადასხვანაირად გამოავლინეს თავი _ ანუ ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე კავკასიაში გაჩნდა “დიდი თამაშის” მზადების ნიშნები, რომელიც დაიწყო კიდეც 2020 წლის სექტემბერში და დასრულდა აზერბაიჯანის მიერ ადრე დაკარგულ რაიონებზე კონტროლის დამყარებით.

ამ სცენარში რუსეთმა თავისუფალი არბიტრის როლი შეასრულა, შედეგად მოიმატა მისმა პოლიტიკურმა წონამ და გააძლიერა გავლენა ამიერკავკასიაში. ამასთანავე, ამოქმედდა თურქეთის ფაქტორი, ზუსტად ისევე, როგორც ადრე იყო გამოყენებული ირანის ფაქტორი კასპიის პრობლემის გადასაჭრელად, რათა აღეკვეთათ ბაქოსა და მის უკან მდგომი ქვეყნების მცდელობები, კონტროლი დაემყარებინათ კასპიის ზღვის 75%-ზე.

შეიქმნა უნიკალური ვითარება, როცა რეგიონში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ჩართულობაში დაინტერესებული აღმოჩნდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული სომხეთი და აზერბაიჯანი, გარე მოთამაშეებიდან კი _ თურქეთი და ირანი. შედეგად “ამიერკავკასიის პასიანსში” ძალთა განლაგება სწრაფად შეიცვალა, ისევე, როგორც გაფართოვდა მოვლენების მსვლელობაზე ზემოქმედების დიაპაზონი ამ რეგიონში.

ანკარა ბაქოსთან ერთად გამოვიდა ინიციატივით, ამიერკავკასიაში შეიქმნას რეგიონული უსაფრთხოების ფორმატი “3+3” (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო + რუსეთი, ირანი, თურქეთი). ეს ფორმატი გამორიცხავს რეგიონულთამაშებშიაშშისა და ევროკავშირის მონაწილეობას. შემთხვევითი არ არის, რომ მას აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთი და ირანი. ამ პროექტისკენ იხრება სომხეთიც. რაც შეეხება საქართველოს, მან თავდაპირველად განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს ამ გეოპოლიტიკურ ასპექტში მონაწილეობის ვარიანტები, მაგრამ აშშ-ის მხრიდან წნეხში მოქცევის შედეგად უარი თქვა ფორმატზე “რუსეთის მონაწილეობისა და მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების, აგრეთვე, მასში აშშ-ისა და ევროკავშირის არყოფნის გამო”. ამის ნაცვლად საქართველომ წარმოადგინა თავისი სქემა “3+2”, რომელშიც არ არის რუსეთი. არის სხვა ვარიანტიც: “1+6” _ აშშ, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ეს ვარიანტი უფრო პასუხობს საქართველოს თვალსაზრისს საკუთარ თავზე, როგორც ევროპულ და პროდასავლურ ქვეყანაზე. თბილისში, რა თქმა უნდა, ესმით, რომ ამით უარყოფენ არა რუსეთის, არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანის ინიციატივას, რომლებიც რეგიონში საკომუნიკაციო დერეფნების განბლოკვის შემდეგ წინა პლანზე წამოწევენ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებს. ამ გეგმების რეალიზაციის შემთხვევაში რეგიონული მოთამაშეების მიმართ თბილისს დამოკიდებულებას კორექტირება დასჭირდება. ახალი გეოპოლიტიკური განლაგების სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს შეეძლება, რუსეთზე, თურქეთზე ან ირანზე ზემოქმედების მექანიზმის შექმნა. თუმცა საქართველომ ადრეც ივაჭრა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებით, მაგრამ “3+3” _ ეს არის არა პოლიტიკური, არამედ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფორმატი და, აქ სულ სხვა ღირებულების საკითხია. საქართველოს ზურგს დასავლეთი ვერ დაიცავს, ახალი სამხრეთიდან კი ზემოქმედება დაიწყება.შესაძლოა, სახელდობრ, ამიტომ მოსკოვსა და ანკარაში ფრთხილად შეაფასეს თბილისის პოზიცია დახიდებიარ დაწვეს, როცა თვითონ თბილისი ამ მიმართულებით ბევრ რამეზე დუმს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომამიერკავკასიის სამი რესპუბლიკისა და რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობით “3+3” ფორმატში საქართველოს მანამდე შეუნარჩუნდება ადგილი, სანამ თბილისი არ გამორიცხავს ასეთ დისკუსიაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას და, “თუ გაიმართება შეხვედრა, არადა, იგეგმება ამ ექვსი სახელმწიფოდან ერთერთის დედაქალაქში შეხვედრის გამართვა, საქართველოსთვის ერთი სკამი ვაკანტური იქნება”.

ამ საკითხზე მოსკოვში ყურადღება მიაპყრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის განცხადებას, რომ, “რუსეთთან ურთიერთობაში სირთულეების მიუხედავად, ასეთ მსხვილ გეოპოლიტიკურ პროექტებში საქართველო რაღაც ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი”.

საზოგადოდ, არის მოსაზრება, რომ ფორმატ “3+3”-ში შეიძლება ხელი მოეწეროს შეთანხმებას საქართველოსა და აფხაზეთს, აგრეთვე სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ზავის შესახებ. ამასთანავე, გამორიცხული არ არის, რომ განიხილონ საკითხი სტეფანაკერტის სტატუსის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სხვა საფეხურზე ავა როგორც ჟენევის დისკუსია საქართველოს შესახებ, ასევე, ეუთოს მინსკის ჯგუფის საშუამავლო მისია ყარაბაღის საკითხზე.

2020 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაზავების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი შევიდა. დასავლეთი პროცესიის მიღმა დე ფაქტო დარჩა.

და მთავარი დასკვნა: ყარაბაღის მეორე ომმა აჩვენა, რომ დასალეთს არ აქვს ძალა და შესაძლებლობები, სერიოზული გავლენა იქონიოს ბაქოსა და ერევანზე, რაღაც გავლენა მოიპოვა თურქეთმა, მაგრამ მშვიდობისმყოფელი, რომელსაც პროცესზე რეალური გავლენა აქვს, არის რუსეთი.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here