Home ახალი ამბები გახარია: სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ვიქნებით პრინციპულები

გახარია: სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ვიქნებით პრინციპულები

გიორგი გიორგანაშვილის მიმართ შსს-ს თანამშრობლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „როდესაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ჩვენ ორჯერ უფრო მომთხოვნები ვიქნებით”.

“ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ვიქნებით პრინციპულები. ასევე, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნები. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას და ვნახავთ ამის შედეგებს. თუ იქ ჩვენმა თანამშრომელებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here