Home სხვადასხვა დაიჯესტი გაჩნდა ეჭვი, რომ ჰარვარდში აზიელების დისკრიმინაცია ხდება

გაჩნდა ეჭვი, რომ ჰარვარდში აზიელების დისკრიმინაცია ხდება

935
ჰარვარდი

The Wall Street Journalის ინფორმაციით, აშშის იუსტიციის სამინისტრო იძიებს ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებს ჰარვარდის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღების დროს.

არაკომერციულმა ორგანიზაციამ “სტუდენტები სამართლიანი მიღებისთვის” მოამზადეს სარჩელი სასწავლო დაწესებულების წინააღმდეგ. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჰარვარდში ცდილობდნენ, არ მიეღოთ აზიური გარეგნობის აბიტურიენტები.

იუსტიციის სამინისტრომ უნივერსიტეტის ადვოკატებს გაუგზავნა წერილი აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისა და შესაძლო დისკრიმინაციის აღკვეთის მოთხოვნით. ამასთანავე, უწყებამ მიუთითა, რომ ადვოკატებმა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები დაარღვიეს. ამერიკის კანონმდებლობით, ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, ეკრძალებათ დისკრიმინაცია რასობრივი ან ეროვნული ნიშნით.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ, თუ დადასტურდება აბიტურიენტების დისკრიმინაციის შემთხვევები, ჰარვარდს შეიძლება შეუწყდეს საბიუჯეტო სახსრების მიწოდება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ყველა ბრალდებას უარყოფს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დისკრიმინაციის ფაქტები ჰარვარდში სხვა დროსაც შეიმჩნეოდა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ აგვისტოშიც განიხილა სტუდენტების საჩივარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here