Home სხვადასხვა დაიჯესტი “განსაცვიფრებელი ჩემპიონატი, ისტორიაში საუკეთესო”

“განსაცვიფრებელი ჩემპიონატი, ისტორიაში საუკეთესო”

1306
პუტინი

მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატი, დასავლეთის პოლიტელიტის ნაწილის (ძირითადად, დიდი ბრიტანეთისა და აშშის) სურვილისა და მცდელობების მიუხედავად, წარმატებით ჩატარდა. ჩემპიონატი, უწინარესად, წარმატებული იყო თვითონ რუსეთისთვის, როგორც ქვეყნის იმიჯისა და პოპულარიზაციის (ჩემპიონატის მატჩები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 4 მლრდმდე მაყურებელმა ნახა), ისე ფინანსურეკონომიური თვალსაზრისითაც. დიდი ფინანსური მოგება მიიღო ფიფამაც _ 6,1 მლრდ დოლარი (მატჩებზე დასასწრები ბილეთების, თამაშების ტრანსლირების უფლების გაყიდვით, აგრეთვე, სპონსორებისა და პარტნიორებისთვის მარკეტინგული უფლებების მიყიდვით), რაც საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

არ გამართლდა დასავლელი პოლიტიკოსების პროგნოზები _ მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას რუსეთის მხრიდან არ გააქტიურებულა საომარი მოქმედებები უკრაინასა და სირიაში, არც არავინ მოუწამლავთ სკრიპალებივით, როგორც ბრიტანული პრესა აფრთხილებდა თანამემამულეებს, რუსეთში ჩემპიონატის მსვლელობისას არ აღრიცხულა ჰომოფობიის, რასიზმისა და ხულიგნობის შემთხვევები, პირიქით _ მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევით იქცა არა მხოლოდ საფეხბურთო ზეიმად, არამედ მსოფლიოს ხალხების კეთილი ურთიერთობების, მეგობრობის დღესასწაულად; შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, იმ მიდგომების სარკედ, რუსეთი რომ ატარებს საერთაშორისო პოლიტიკაში _ ეს არის კეთილგანზრახულ განწყობებზე დაფუძნებული ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების პირველი პირები _ პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და საგარეო საქმეთა (ყოფილი) მინისტრი ბორის ჯონსონი, რომლებიც სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებდნენ, ბოიკოტი გამოეცხადებინათ 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, ჩავარდნენ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში, როცა რუსეთში არ ჩავიდნენ ნახევარფინალში გასული თავიანთი ნაკრების საქომაგოდ, და ამით თვითონ აღმოჩნდნენ იზოლირებულები, რადგან რუსეთს, პირადად მის პრეზიდენტს სტუმრობდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი ქვეყნის პირველი პირები… თუმცა ინგლისელებმა არაჯენტლმენური საქციელით მინდორზეც გამოიჩინეს თავი (ეს მათი მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის _ 1938 წლის 14 მაისს გერმანიაში ინგლისსა და გერმანიას შორის გამართული ამხანაგური მატჩის წინ მოედანზე გასული ინგლისელები ნაცისტური ჟესტით _ მარჯვენა ხელის მაღლა აწევით _ მიესალმნენ ტრიბუნაზე მსხდომ ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელ პირებს _ ავიაციის რაიხსმინისტრ ჰერმან გერინგს, პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს, ნაცისტურ პარტიაში ფიურერის მოადგილე რუდოლფ ჰესს). რუსეთში გამართულ საფეხბურთო ჩემპიონატზე კი ხორვატიასთან ნახევარფინალურ მატჩში სულმდაბლურად მოიქცნენ: როცა 109-ე წუთზე ხორვატებმა ბურთი გაიტანეს მეტოქის კარში (მარიო მანჯუკიჩი) და მთელი გუნდი, ერთი კაცის გარდა, მოედნის გარეთ ზეიმობდა გოლს, ინგლისელთა ნაკრების წევრებმა _ მარკუს რეშფორდმა და ჯესი ლინგარდმა მოედნის ცენტრში გაათამაშეს ბურთი და ხორვატის ცარიელი კარისკენ დაიძრნენ ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ინგლისელი “ჯენტლმენების” ეს არაჯენტლმენური სვლა თურქმა არბიტრმა ჩაკირმა შეაჩერა…

დასავლურმა მედიამ ჩემპიონატის წინ მკვეთრად უარყოფითი განწყობილება რუსეთის მიმართ ტურნირის დამთავრების შემდეგ შეცვალა, ახლა რუსეთში გამართულ ჩემპიონატს საუცხოოდ ორგანიზებულს უწოდებენ და რუსების მიმართ საქებ სიტყვებს არ იშურებენ.

მაგალითად, New York Times-ი წერს, რომ 2018 წლის ჩემპიონატი წარუშლელ შთაბეჭლილებას დატოვებს:

“ყველა აღიარებს, რომ რუსეთში გამართული ჩემპიონატი იყო არა კარგი ან შესანიშნავი, არამედ ეს იყო საუკეთესო ჩემპიონატი; ეს იყო არა მხოლოდ საინტერესო ტურნირი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი, რომლის შედეგებსაც ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახავთ”.

* “ბიბისიმ მადლობა გადაუხადა რუსეთს: “მადლობა შენ, რუსეთო, ამ დასამახსოვრებელი ჩემპიონატის ჩატარებისთვის”.

* USA Today: “ტურნირი, რომელმაც სტარტი წარმატებით აიღო, ყოველდღე უფრო საინტერესო ხდებოდა. ფინალისკენ კი ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესოთა შორის ადგილს იმსახურებდა, მეტიც ამ სიაში მთავარ პოზიციას დაიკავებდა. ჩვენ ველოდებოდით მტრულ დამოკიდებულებას ტურნირის მასპინძელთა მხრიდან, მაგრამ ამაოდრუსებმა თავიანთი მომხიბვლელობით ყველა მოაჯადოვეს და სამშობლო სულ სხვა კუთხით წარმოაჩინეს”.

* Washington Post: კარგად ორგანიზებულმა, მხიარულმა და მეგობრულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა წარმოაჩინა თანამედროვე რუსეთის სხვა სახე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გავრცელებულ სტერეოტიპთან, რომ რუსეთი პირქუში, არეული და გარკვეულწილად ჩამორჩენილი ქვეყანაა. ტურნირმა რუსეთი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა”…

მაკრონი

ჩემპიონატმა დადებითად იმოქმედა რუსეთის იმიჯზე იმითაც, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ხოლო პოლიცია და უშიშროების სამსახური უხმაუროდ მოქმედებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მასმედია რუსეთში ჩასულებს აფრთხილებდა რუს საფეხბურთო ხულიგნებთან შეტაკების საფრთხეზე, არაფერი მომხდარა რუსეთის შესაბამისი ორგანოების ძალისხმევით.

ეს იყო ამაღელვებელი, გასაოცარი, დაუჯერებელი მსოფლიოს ჩემპიონატი. მადლობა ყველას გაწეული სამუშაოსთვის. ველოდი, რომ ეს მუნდიალი საუკეთესო იქნებოდა ისტორიაში. დღეს უკვე შეიძლება ამის თქმა, რადგან ყველანი ერთად ვიყავით ამის მომსწრენი. დიახ, ეს საუკეთესო ჩემპიონატია ისტორიაში. ეს ეხება, უწინარესად, ფეხბურთს, ემოციებსა და გრძნობებს

მე მაქვს ფაქტები: 98%-იანი დასწრება სტადიონებზე; მილიონზე მეტი ჩამოსული გულშემატკივარი სხვადასხვა ქვეყნიდან; რამდენიმე მილიარდი ტელემაყურებელი; 11 მლრდზე მეტი ნახვა ინტერნეტში; 7 მლრდზე მეტი ადამიანი ფანზონებში. ჩვენ გვაქვს დოპინგის კონტროლის უპრეცედენტო სისტემა, რომელსაც დოპინგის მოხმარების არც ერთი შემთხვევა არ გამოუვლენია. გვაქვს მასშტაბური ანტიდისკრიმინაციული კამპანია. ორგანიზებისა და ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და მომსახურების სერვისების, აგრეთვე, უსაფრთხოების დონე, უბრალოდ, უპრეცედენტო იყო. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ამას ადასტურებენ ადამიანები, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ სხვა დიდ ტურნირებზე. ეს იყო შესანიშნავი დღესასწაული მეგობრული ატმოსფეროთი, მიუხედავად იმისა, რასაც გვეუბნებოდნენ და რითაც გვაშინებდნენ. უღრმესი მადლობა რუს ხალხს! უღრმესი მადლობა რუსეთის მთავრობას, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს. თქვენ უზრუნველყავით დიდი წარმატება!” _ ეს კი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.

რაც შეეხება საფეხბურთო რეკორდებს, XXI ჩემპიონატზე ბევრი რეკორდი დამყარდა:

* გამარჯვების 9 ბურთი იქნა გატანილი 90- წუთზე ან უფრო გვიან (დამატებითი დროის ჩაუთვლელად), მეტი, ვიდრე წინა ჩემპიონატებზე.

* 12 ავტოგოლი გავიდა. მარიო მანჯუკიჩი კი პირველი ფეხბურთელია, ვინც ფინალურ მატჩში საკუთარ კარში გაიტანა ბურთი.

* XXI ჩემპიონატზე 28 პენალტი დაინიშნა (მანამდე რეკორდი იყო 18 თერთმეტმეტრიანი) მათგან რეალიზებული იქნა 22.

* ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე იყო ეგვიპტის ნაკრების მეკარე ესამ ელხადარი, რომელმაც, როცა საუდის არაბებთან ითამაშა, 45 წლისა და 161 დღის იყო.

* ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელის ტიტული ერგო ურუგვაის მწვრთნელს ოსკარ ტაბარესს (71 .).

* სტანდარტული მდგომარეობიდან (კუთხურები, ჯარიმები) 73 გოლი გავიდა (169-დან) _ 43%

* ფრანგი კილიან მბაპე მეორეა სიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებისა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში გოლი გაიტანეს (19 წელი და 207 დღე), მასზე ახალგაზრდა იყო მხოლოდ პელე (17 წელი და 249 დღე), როცა დუბლი გაიფორმა 1958 წელს.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here