განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი მსოფლიოს ატყუებს! _ ეს რეპლიკა “მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, პარლამენტარმა გია გაჩეჩილაძემ სოციალური ქსელში გამოაქვეყნა.
“ტყუილების კორიანტელი “ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში, მოქალაქეობის ჩამორთმევაზე: “პოროშენკო ქვეყანაში თავისი და ოლიგარქების ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად მე აღმიქვამდა!”
“ყველა გამოკითხვის მიხედვით, მე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვარ!”
სინამდვილეში, კვლევების მიხედით, მას უკრაინაში მოსახლეობის 1,2%-ც არ უჭერს მხარს:
NDI-ის (აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტი) 2016 დეკემბრის კვლევა – a party led by saakashvili (სააკაშვილის პარტია) – 1%;
უკრაინის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი “რეიტინგი”, 2017 ივნისის კვლევა Рух нових сил (М. Саакашвiлi_ 1,2%”, _ წერს გია გაჩეჩილაძე.