Home სხვადასხვა დაიჯესტი გაეროს გენერალურმა მდივანმა პანდემია “ათასწლოვან პატრიარქატს” დაუკავშირა და სოცქსელების მომხმარებლები აღაშფოთა

გაეროს გენერალურმა მდივანმა პანდემია “ათასწლოვან პატრიარქატს” დაუკავშირა და სოცქსელების მომხმარებლები აღაშფოთა

274
გაეროს გენერალურმა მდივანმა პანდემია “ათასწლოვან პატრიარქატს” დაუკავშირა და სოცქსელების მომხმარებლები აღაშფოთა

ინტერნეტმომხმარებლები გამოვიდნენ მოწოდებით, დაფინანსება შეუწყდეს გაეროს, ხოლო ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიუ გუტურეშს გადადგომისკენ მოუწოდეს.

სოცქსელების მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია ანტონიუ გუტერეშის განცხადებამ, რომელიც “ტვიტერში” გაეროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ აჩვენა, რომ კულტურაში დომინირებს “თითოეული ჩვენგანის დამაზარალებელი” პატრიარქატი, _ წერს გამოცემა Daily Main-ი.

ინტერნეტში გავრცელდა მოწოდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეუწყდეს დაფინანსება. ამის მიზეზი კი არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება, რომ კორონავირუსის პანდემია “პატრიარქატის დემონსტრაციაა”, _ წერს გამოცემა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პანდემია “ათასწლოვან პატრიარქატს” დაუკავშირა და სოცქსელების მომხმარებლები აღაშფოთა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე “ტვიტერში” გამოქვეყნდა ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის, გამოსვლის ნაწილი, რომელიც ეძღვნებოდა ქალებზე კოვიდ-19-ის აფეთქების გავლენას. ამ მომენტში გამოქვეყნებულ სტატიაზე არის 14 ათასამდე კომენტარი, რომელთა დიდ ნაწილში გამოხატულია აღშფოთება და გულისწყრომა.

კოვიდ-19-ის პანდემიამ წარმოაჩინა ის, რაც ყველამ ვიცით: ათასწლოვანი პატრიარქატის შედეგად შეიქმნა სამყარო, რომელშიც დომინირებენ მამაკაცები, და კულტურა, რომელშიც დომინირებენ მამაკაცები. ეს აზარალებს ყველას _ ქალებს, მამაკაცებს, გოგონებსა და ბიჭებს”, _ ნათქვამია გუტერეშის მიმართვაში.

ამ მიმართვამ “ტვიტერის” მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. “თქვენ ხართ მეცხრე მამაკაცი, რომელიც გაეროს გენმდივნის პოსტს იკავებს, თქვენ არ გიფიქრიათ, ეს პოსტი ქალისთვის დაგეთმოთ?” _ სარკასტულად მიმართა გუტერეშს პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა ედრან ჰილტონმა.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, გუტერეშის ციტატა აღებულია მისი სიტყვიდან, რომელიც წარმოთქვა აგვისტოს ბოლოს. გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ კოვიდ-19 აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. მათ შორის გენდერულსაც. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ პანდემიამ წარმოაჩინა ქალი-ლიდერების ქმედებების დიდი ეფექტიანობა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here