Home სხვადასხვა დაიჯესტი გაერომ უკრაინას მოუწოდა, შექმნას ლგბტ პირების უფლებათა დაცვის საზოგადოება

გაერომ უკრაინას მოუწოდა, შექმნას ლგბტ პირების უფლებათა დაცვის საზოგადოება

473
გაერომ უკრაინას მოუწოდა, შექმნას ლგბტ პირების უფლებათა დაცვის საზოგადოება

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გაერომ უკრაინის პარლამენტს მოუწოდა, დააჩქაროს ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, რომლის სახელწოდებააქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის თავიდან აცილებისა და ასეთი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა”, _ იუწყება გაეროს ოფიციალური ვებგვერდი უკრაინაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერომ ყურად იღო უკრაინაში სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შესახებ მიღებული პეტიცია, რომელსაც ხმა მისცა 25000-მა ადამიანმა და მოუწოდებს უკრაინას, “განახორციელოს ღონისძიებანი, რომლებიც აუცილებელია გენდერული ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად”.

უკრაინის კანონმდებლობაში სრულად არის გათვალისწინებული კანონების კომპლექსი, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ამ ქვეყნის კანონებში არ არის გამოყენებული გენდერული ტერმინოლოგია, რომლითაც მდიდარია კონვენცია, რომელშიც “გენდერი”, “სქესისგან” განსხვავებით, მრავალი ვარიაციის შემცველია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here