Home სხვადასხვა დაიჯესტი გაგვაგიჟებენ… იუნისეფის განცხადებით, ბავშვებისთვის პორნოგრაფიის დაბლოკვა დაარღვევს მათ უფლებებს (!)

გაგვაგიჟებენ… იუნისეფის განცხადებით, ბავშვებისთვის პორნოგრაფიის დაბლოკვა დაარღვევს მათ უფლებებს (!)

203

გაეროს ბავშვთა ფონდის გამოქვეყნებულ განცხადებაში (იუნისეფი შექმნილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილი ბავშვებისთვის დახმარების მიზნით) განხილულია საკითხი, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტის მავნე, შეურაცხმყოფელი და დაუნდობელი კონტენტის ზეგავლენისგან. დასკვნა ეფეძნება ევროკავშირის 19 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვით ბავშვების უმრავლესობა, რომლებმაც იხილეს პორნოგრაფიული გამოსახულებანი, ნეიტრალურები დარჩნენ _ არც ბედნიერებისა ეცხოთ რამე, არც დანაღვლიანებულებს ჰგავდნენ”.

ფაქტობრივად, ანგარიშში, რომელსაც ეფუძნება იუნისეფი, ნათქვამია, რომ ესპანელი ბავშვების 39 პროცენტი პორნოგრაფიის ნახვის შემდეგ ბედნიერი იყვნენ…

იუნისეფმა ასევე განაცხადა, რომ ბავშვებისთვის ინტერნეტის პორნოგრაფიის მისაწვდომლობის ბლოკირებამ შეიძლება შელახოს მათი უფლებები.

იუნისეფი ასაბუთებს ამ დებულებას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის ფართო გაგებით.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ იუნისეფი აღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას და მოწოდება, რომ ბავშვებს გაუხსნან გზა პორნოგრაფიისკენ ადამიანის უფლებების საფარით, მხოლოდ ადასტურებს ამ კრიტიკის სამართლიანობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here