Home რუბრიკები საზოგადოება ბუნებამ და პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ომი გამოგვიცხადეს

ბუნებამ და პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ომი გამოგვიცხადეს

93

გახშირებული წყალდიდობები, დატბორილი ქალაქები და სამრეწველო ცენტრები, ხანძრისგან შთანთქმული მილიონობით ჰექტარი ტყის მასივები, ასიათასობით ჰექტარი დაკარგული სასოფლოსამეურნეო მიწები არ გვაკმარა! ორი წელიწადია, ვებრძვით თავს დატეხილ მსოფლიო პანდემიას, რომელმაც უკვე მილიონობით სიცოცხლე შეიწირადა ეს ყველაფერი XXI საუკუნის დასაწყისში!

რა ხდება, რატომ გაგვიწყრა ბუნება? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანებმა უხეშად დავარღვიეთ ჩვენთვის დადგენილი საცხოვრისის საზღვრები, გარე სამყაროსთან ჰარმონიული ცხოვრების წესები?

ვიცით კი იმ ზიანის მასშტაბები, თავს რომ დაატყდა დედამიწას, ან ის, რა გველის მომავალში? ალბათ, არა.

კაცობრიობამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა კატასტროფის რეალური შედეგები. ბუნება კარგავს თვითრეგულირების საშუალებას, ვეღარ შეძლებს დედამიწაზე სიცოცხლის კვლავწარმოების უზრუნველყოფას და კიდევ ბევრი რამაა ისეთი, ადამიანებმა ჯერჯერობით რომ არ ვიცით.

მეცნიერებმა XIX საუკუნის დასაწყისში შემოჰკრეს განგაშის ზარი, ხოლო გასული საუკუნის მიწურულს, ფაქტობრივად, გასაჯაროვდა ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც დაგვატყდა თავს. არნახულმა ტექნიკურმა პროგრესმა თვალხილული გახადა ის პრობლემები, რომლებიც მოჰყვა ადამიანის ჩარევას ბუნებრივ პროცესებში.

ჩამოყალიბდა ბუნებით სარგებლობის ახალი წესები, შეიცვალა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის პირობები, მაგრამ, როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ ბუნებასთან ეკოლოგიურ წონასწორობას, ვერ შევქმენით მასთან თანაცხოვრების ისეთი ვარიანტები, რომლებიც დაიცავდა გარესამყაროს და მისაღები იქნებოდა ადამიანებისთვისაც. ბრძოლა ბუნებასა და ადამიანებს შორის გრძელდება და, სამწუხაროდ, არავინ არ იცის, რა შედეგით დასრულდება.

ბუნებაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესი დიდ საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობას. ამ დროს იკარგება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო დარჩენილი კარგავს ნაყოფიერებას. ყოველივე ეს რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანების სასურსათო უზრუნველყოფას. თუ სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვლება, კაცობრიობა უახლოეს მომავალში შიმშილის საფრთხის წინაშე დადგება. ეს კი, ალბათ, დასასრულის დასაწყისი იქნება.

დადგება დრო, როდესაც ყველა ქვეყანამ საკუთარ სატკივარს თვითონ უნდა მიხედოს. სუპერსახელმწიფოებს არც სურვილი, არც რესურსი აღარ ექნებათ სხვების პრობლემების მოსაგვარებლად.

მოაზროვნე ადამიანები საქართველოშიც მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთად დგომა, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების გაერთიანება, სამთავრობო გუნდის მაღალი კვალიფიკაცია და კიდევ ბევრი რამაა საჭირო, რათა ის საფრთხე, რომელიც დედამიწას ყოველი მხრიდან უტევს, როგორმე შევაკავოთ და დავამარცხოთ.

საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, ვერ გავაცნობიერეთ ის საფრთხე, რომელმაც მსოფლიოში უკვე მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. პრიმიტიულმა აზროვნებამ (მაპატიოს მკითხველმა), პანდემიის საშიში ტენდენციაც არად ჩააგდო. თუმცა, ინფიცირებულთა რაოდენობით (1000 სულზე გაანგარიშებით) მსოფლიოს ქვეყნებს შორის ხუთეულში ვართ.

ქართველი ხალხის ნაწილი, სამწუხაროდ, დღემდე ეჭვქვეშ აყენებს ვირუსული დაავადების სივერაგეს და მოგვიწოდებს, არ შევასრულოთ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ზომები.

ალბათ, გენიალურად უგუნური უნდა იყო, რომ ასეთ კრიტიკულ პირობებში მოქალაქეებს მოუწოდო დაუმორჩილებლობისკენ; შეეცადო, საზოგადოება მოარგო შენს პარტიულ ინტერესებს და ვერ გააცნობიერო, რომ ეს დანაშაულია _ სისხლის სამართლის დანაშაული.

ნაცმოძრაობასდა მის სატელიტ პარტიებს ჰგონიათ, რომ ქართველებს ამნეზია დაგვემართა, არ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე ამაზრზენი პერიოდი, როდესაც სააკაშვილი და მისი ბანდა დათარეშობდა ქვეყანაში. მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ, რომ იმხანად სამოთხეში ვცხოვრობდით. ამას გვეუბნებიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხრაწლიანი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ; ვერ აცნობიერებენ, რომ მათ კრიმინალ ბელადთან მომავალი არ აქვთ. ყოველი მისი სატელევიზიო გამოსვლა გვარწმუნებს, რომ საქართველო და სააკაშვილი, უბრალოდ, შეუთავსებელია _ ისინი ერთად ვერასდროს ვეღარ იქნებიან.

გაემიჯნეთ თქვენს ბელადს, დაგვანახვეთ თქვენი თავი სხვა კუთხით, მიეცით ადამიანებს საშუალება, თვითონ განსაჯონ თავიანთი ბედი და მომავალი. საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა სამოქალაქო ომს რომ გამოიწვევს, ამის წინასწარმეტყველებას დიდი პოლიტიკოსობა არ სჭირდება. საქართველო და სააკაშვილი ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია _ ეს უკვე ყველამ იცის, თქვენ კი მაინც შარვლის ტოტებს უკოცნით. მოგწონთ? მაშ, გააგრძელეთ ეს რიტუალი.

მცირე ინფორმაცია ევროკავშირისა და შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შესახებ: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ სახელმწიფოებს გაუჭირდათ ეკონომიკის აღდგენა, ვინაიდან ამისთვის საჭირო რესურსები, ცალ-ცალკე აღებულ ქვეყნებს არ გააჩნდათ, ამიტომ ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს თავიანთი რესურსების გაერთიანებაზე ფიქრი, რაც ამასთანავე მშვიდობიანი ევროპის გარანტიც იქნებოდა. 1951 წელს შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელთა გაერთიანება, 1957 წელს _ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, ანუ ევროპის კავშირი. 1987 წელს კავშირში შემავალმა წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ერთიან ევროპულ აქტს, რომელიც ითვალისწინებდა ევროპული სტრუქტურების შექმნას. 2003 წელს კი ხელი მოაწერეს ევროკავშირის დოკუმენტს “მიერთების შესახებ”, რომელმაც ევროკავშირისკენ გზა გაუხსნა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ყოფილ წევრებს, მათ შორის სსრ კავშირის ევროზონაში არსებულ ქვეყნებსაც. ამ დოკუმენტის თანახმად, 2006 წელს ევროკავშირში სსრ კავშირიდან ბალტიისპირეთის ქვეყნები მიიღეს, ხოლო კანდიდატ ქვეყნებად ითვლებიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

ევროკავშირის წესდებით, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება, გახდეს მისი წევრი. ამისთვის მათ უნდა აღიარონ ის პრინციპები, რომლებიც ევროკავშირის კონსტიტუციაშია. კერძოდ, პლურალისტული დემოკრატია, კანონის უზენაესობა, საკუთრებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფებების დაცვა და, რაც მთავარია, ჰქონდეთ თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ეკონომიკა. ევროკავშირის ქვეყნებს უფლება აქვთ, გავიდნენ ევროკავშირიდან, თუმცა ეს საკმაოდ რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული.

დღეს ევროკავშირში გაერთიანებულია 28 ქვეყანა. კავშირის დებულების შესაბამისად, ამ ქვეყნებმა თავიანთი სუვერენული უფლებების ნაწილი გადასცეს ევროსაბჭოს სტრუქტურებს. ამჟამად ევროკავშირის გამგებლობაშია საერთო ევროპული ბაზარი, საბაზრო კავშირი, ერთიანი ვალუტა, ევროპის განვითარების ბანკი, საერთო საწარმოო-ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ.

ევროკავშირის მმართველობითი ორგანოებია: ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროსასამართლო, ევრობანკი, საინვესტიციო ბანკი, სხვა სამმართველო სტრუქტურები _ კერძოდ, ევროპის რეგიონული კომიტეტი, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტები, საერთო პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტები. ევროკავშირს აქვს კონსტიტუცია, გერბი, დროშა და ჰიმნი.ევროკავშირში იწარმოება მსოფლიოს ეკონომიკის 28-30 პროცენტამდე, ანუ მსოფლიოს შიდა პროდუქტის 30 პროცენტი.

გასაოცარია ის წნეხი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება მოაქციეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა ევროსაბჭოდან, მათმა ელჩმა საქართველოში (და არა მხოლოდ), თუმც საქართველო ჯერ ევროკავშირის წევრი არაა…

მოლაპარაკებისა და ურთიერთობის ყველაზე მისაღები ფორმა დიალოგია. გაუგებარია, რატომ ვერ დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორები იმ ჭეშმარიტებაში, რომნაციონალური მოძრაობაპოლიტიკური ძალა კი არ არის, კრიმინალების, თაღლითების, მედროვეების ბრბოა, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების ხელში ჩაგდების ავადმყოფური იდეით და მისი ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლა ქვეყანაში სამოქალაქო ომს გამოიწვევს. მხოლოდ იმის ძახილი, რომ იგი რუსული პროექტია, აღარ მუშაობს. მით უმეტეს, არ არსებობს ამის დამადასტურებელი, მტკიცე არგუმენტები.

რატომ ვხარჯავთ ფუჭად დროს იმაზე, რასაც ევროპელი პარტნიორები არ იჯერებენ, ხოლო, მეორე მხრივ, ღიზიანდება მომძლავრებული ჩრდილოელი მეზობელი, რომლის აზრსაც, მსოფლიოს ყველა ქვეყანა და მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც, ანგარიშს უწევენ?!

საქართველოს ხელისუფალნო!

რატომ არ ესაუბრებით პარტნიორებს ფაქტებით? სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რამდენი ადამიანი ჩასვეს ციხეში უსამართლოდ. ერთი მათგანის საქმე მაინც, რომ გამოეძიებია პროკურატურას, საკმარისი იქნებოდა დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ასახელად, იმის საჩვენებლად, რა ბოროტება მძვინვარებდა ქვეყანაშინაცმოძრაობისმმართველობის პერიოდში, რომლის შესახებაც ცივილიზებულმა სამყარომ არაფერი იცის. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, “ოცნებისხელისუფლების მიერ გამოცხადებული კოაბიტაციის შედეგია.

რატომ არაფრად აგდებთ იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებსაცნაცმოძრაობისჯალათებმა შეულახეს პატივი, სახელი, ღირსება, წაართვეს ქონება, მუქარით აიძულეს საპროცესო შეთანხმებებზე წასვლა, სპეციალურად შექმნილ ფონდებში იძულებით შეატანინეს ფული? ეს უზარმაზარი რაოდენობის ფული სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ მიითვისა და დღეს ისინი უშფოთველად ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში. თქვენ, ხელისფულებავ, ასეთი დანაშაულები დაფარეთ.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რეპრესირებულმა ერთერთმა მინისტრმა გაზეთასავალდასავალშიამხილა და დოკუმენტურად გაშიფრა ის სქემა, რომლითაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მიითვისა უზარმაზარი თანხა, რომელიც .. “თავდაცვისა და სამართალდამცავთა ფონდშიიყო აკუმულირებული. ვის აძლევს ხელს ამ დანაშაულის დაფარვა? სანამ საქართველოს მოსახლეობა სიმართლეს არ გაიგებს, მანამდე იბოგინებსნაცმოძრაობისბოროტი აჩრდილი ქვეყანაში და ხელისუფლების ამ სიჯიუტეს თვით ქართული სახელმწიფოებრიობა შეიძლება შეეწიროს.

სხვათა შორის, არც ამ სტრიქონების ავტორის მრავალგზის ცდას არ მოჰყოლია სისხლის სამართლის საქმის ხელახლა გამოძიება. როდესაც პროკურატურაში გაირკვა, რომ ცნობილი მეცნიერი უკანონოდ იყო რეპრესირებული, საქმის გამოძიება სასწრაფოდ შეწყვიტეს ისე, რომ მომჩივანს დღემდე ოფიციალური პასუხი არ აღირსეს, არადა, საქმის აღძვრიდან 16 წელიწადი გავიდა!

ჩნდება კითხვა: აქვს კი მომავალი ისეთ ქვეყანას, რომელშიც კანონი არ კანონობს, პროკურატურა უმოქმედოდაა, მოქალაქეები არ ენდობიან სასამართლოს, აღსრულების ბიურო მხოლოდ ფორმალურად არსებობს და ა.შ? პასუხი, ალბათ, უარყოფითია _ ასეთი ქვეყანა ვერ აშენდება, იგი ბუტაფორიულ სახელმწიფოდ დარჩება, რომელშიც იქნება სახელისუფლო სტრუქტურებიც, ექნება ყველა სახელმწიფოებრივი ატრიბუტიც, მაგრამ სახელმწიფო არ იქნება…

30 წელიწადია, საქართველოს პოლიტიკოსები ჯიჯგნიან და ამას კიდევ პანდემია და სხვა უბედურებებიც დაერთო. სამწუხაროა, რომ ბუნება და პოლიტიკოსები ერთად ებრძვიან საქართველოს. ისინი ამ ბრძოლაში უნდა დავამარცხოთ. ეს დღევანდელი თაობის ისტორიული ვალია.

ნაპოლეონ ქარქაშაძე,

აკადემიკოსი

P.S. იმედია, “ქართული ოცნება”, როგორც მმართველი ძალა, თავს დაანებებს ბავშვურ თამაშს და მიხედავს ქვეყანას, გაუფრთხილდება ადამიანების ნდობას, რომელიც უკვე მილევის რეჟიმშია.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here