Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანეთმა უარი განაცხადა ადამიანის უფლებების კონვენციაზე

ბრიტანეთმა უარი განაცხადა ადამიანის უფლებების კონვენციაზე

1583
ბრიტანეთმა უარი განაცხადა ადამიანის უფლებების კონვენციაზე

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი მიუღებლად მიიჩნევს ევროპული კანონების დაცვას და განზრახული აქვს, 2012 წელს დატოვოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, _ იუწყება გაზეთი The Sunday Telegraph მმართველი კონსერვატიული პარტიიდან წყაროზე დაყრდნობით.

გაზეთის ცნობით, ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების შესახებ ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებაზე დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა შეთანხმების იმ პუნქტების შესრულებაზე, რომლებიც მისგან მოითხოვს 1953 წელს ამოქმედებული ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დაცვას. ამ კონვენციიდან ბრიტანეთის გამოსვლის თაობაზე არაერთხელ განუცხადებია საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბს, პრემიერმინისტრის მრჩეველ დომინიკ კომინგსსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ფრითი პატელს. ამ გადაწყვეტილების მომხრეთა აზრით, ზემოაღნიშნულ კონვენციას ევროპული სასამართლოები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. კერძოდ, პრემიერის მთავარ მრჩეველს არ მოსწონს შეთანხმების ისეთი დებულებები, როგორიც არის პატიმრისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება და ზოგიერთი უცხოელი დამნაშავის ექსტრადიციის აკრძალვა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2020 წლის 1 თებერვალს დატოვა სამწლიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ერთმანეთთან სავაჭრო შეთანხმება უნდა გააფორმონ. ლონდონში აღნიშნავენ, რომ გარდამავალი პერიოდის გაგრძელებას არ აპირებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here