ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა “გარდიანისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დასაშლელად ბრიტანეთისა და აშშ–ის გეგმებზე ისაუბრა. ჯონ სკარლეტის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ–ისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების სპეცოპერაცია იყო, რომლის მიზანსაც სინამდვილეში წარმოადგენდა არა “ტირანი შევარდნაძის” დამხობა და ქართველი ერის “დემოკრატიის სიკეთეებთან” ზიარება, არამედ რუსეთის დეფრაგმენტაციისკენ მიმართული სამეტაპიანი სტრატეგიული გეგმის განხორციელება.
სკარლეტმა “გარდიანს” განუცხადა, რომ “მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვრაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც გადავდგით, იყო სამხრეთ ოსეთის გარშემო სამხედრო და სადაზვერვო ბაზების შექმნა, ასევე, სამხედრო და უშიშროების ოფიცრების ამოქმედება სამხრეთ ოსეთში.
გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩერქეზეთში ხელისუფლებაში რადიკალი ისლამისტების მოსვლას. გეგმის ამ ნაწილის უკან იდგა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, მი 6-ის, აგრეთვე, თურქეთისა და საუდის არბეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელ პირთა კონკრეტული შეხვედრები და, თუკი ისლამისტები მოახერხებდნენ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას რუსეთის რეგიონებში, ნატოს სამხედრო ძალები პრაქტიკულ წვდომას მიიღებდნენ კავკასიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილზე.
გეგმის მესამე ეტაპის დაწყებას უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანიებისა და სხვა სამხედრო ბაზების დასტაბილურების შემდეგ ვვარაუდობდით. დაგეგმილი გვქონდა, აშშ-ისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების საერთო ძალისხმევით რუსეთსა და უკრაინას შორის ფიქტიური კონფლიქტი გამოგვეწვია, რომელსაც მოჰყვებოდა აშშ-ისა და ბრიტანეთის ჩარევა და შავიზღვისპირეთის მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე, ჩრდილოეთ კავკასიაზე ნატოს ძალების კონტროლის დამყარება. მიგვაჩნდა, რომ ოპერაციის ეს ეტაპი საქართველოსა და უკრაინის ნატოში ოფიციალური მიღებით უნდა დასრულებულიყო, ეს კი რუსეთისთვის მორიგი კოლაფსი იქნებოდა… სააკაშვილმა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ნატოში შესვლის მისწრაფება გამოავლინა და ჩვენი ხელშეწყობით მისი ეს მოწოდება ნატოს დღის წესრიგშიც მოხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 2008 წლის ომი კავკასიაში ჩვენი გეგმების წინააღმდეგ რუსეთის რკინის მუშტად გადაიქცა. მართალია, უკრაინაში კიევისა და მოსკოვის ურთიერთობების სისტემატური გამწვავება მოხერხდა, მაგრამ პუტინმა ყირიმის რუსეთთან მიერთებით დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ჩვენს სტრატეგიულ გეგმას და ოპერაცია პრაქტიკულად შეჩერდა”.
REN.tv
სკარლეტის ეს განცხადება (თუ ეს სიმართლეს შეესაბამება) ადასტურებს, რომ პუტინი მაგარი პოლიტიკოსია. ესაა ფაქტობრივი აღიარება იმისა, რომ რუსეთმა თავის საგარეო ინტერესების გათვალისწინებით კავკასიისა და უკრაინის მიმართ სავსებით სწორი პოლიტიკა აწარმოვა, ამერიკელებისა და ინგლისელების ზრახვები ამოიცნო და რომ იტყვიან ეს ახალი კოლონისტები შაურიანში”ჩაახედა”. ერთი სიტყვით, თბილისური ჟარგონით რომ ვთქვათ ერთმა ჩათლახმა ორ ჩათლახი გაასრიალა.
სააკაშვილის იმედად იყავით)))
შევარდნაძე რა, მაგათი პროექტი არ იყო? ვინ იცის, ახლა რა სპეცოპერაციისთვის მანიპულირებენ ხალხის ხმებით და რას გვიპირებენ კიდევ..
შევარდნაძე დაბერებული იყო მაგათთვის.
ეს გასაგებია.თუმცა აქ არ გაგითვალისწინებიათ ის რომ სააკაშვილი მარტო თქვენი აგენტი არ იყო და არ არის.მიტომ ფსონი უნდა დადოთ იმ ადამიანზე ვინც რუსეთთან არაა შეკრული.
სხვა შემთხვევაში წარუმატებლობა გარანტირებული გექნებათ.
ყველაზე საშში ორმაგი აგენტია ასეთ საქმეში.
რა, ამათთან ერთად წარმატება გველოდება?
დიახ. თემურ ალასანია ვერ გათვალეს.
2003 წელს სააკაშვილს ხალხი იმიტომ გაჰყვა, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. არ იყო წყალი, ელ ენერგია, ბუნებრივი აირი, შავი სამყარო ბატონობდა(სკოლებშიც კი პატარა ბავშვები დანებით დადიოდნენ). ქალებს ხალხმრავალ ადგილებშიც კი ხელიდან ჩანთებს გლიჯავდნენ, ყურებს ახევდნენ საყურის წასართმევად. პურის პარკსაც კი ართმევდნენ ვინც კი ვის მოერეოდა. აი ასეთი გაჭირვება იყო. პურის წართმევა რა საშინელებაა აქამდე რომ მივა ვინმე,მაგრამ ალბათ ძალიან შიოდათ. ის 9 ლარიანი პენსიაც კი არ რიგდებოდა მთელი 2 წლის განმავლობაში. ხალხს მანქანებიანად იტაცებდნენ. მხედრიონელები თუ მათი მიმდევრები ავტომატებით დარბოდნენ და ხალხს თავზარს სცემდნენ. რაც შეეხება ოსებს ეს ნაღმი საბჭოთა კავშირის დროსვე იყო ჩადებული. ოსების და აფხაზების ბავშვებს ისე ზრდიდნენ, რომ მათ ქართველების შიში ჰქონოდათ.( საქართველო თუ გამოეყოფოდა რუსეთს ქართველები მათ მონებად დაიყენებდნენ.) რადგან 2003 წლის მერე ხალხის ცხოვრება( ხალხის და არა მათი ვინც უკანონოდ და ხალხის ძარცვა-გლეჯით დაგროვილი ქონება დაკარგა ან ვეღარ გააფართოვა) გაუმჯობესდა, ფიქრობდნენ,რომ ივანიშვილი უფრო მეტად გააუმჯობესებდა მათ ცხოვრებას. მაგრამ ხალხო არა მგონია ივანიშვილი იმას შეგპირებოდათ,რომ პურზე კარაქს წაუსვავდა, თაფლსაც გადაუვავდა და ისე დაგირიგებდათ. თქვენ უნდა იშრომოთ, იფიქროთ,რა როგორ გააკეთოთ, ისწავლოთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ვიღავა რაღაცა სისულელეს შემოაგდებს და ვლანძღავთ ერთმანეთს.
მართალი ხარ
ეგეც მაგათი სცენარით ვითარდებოდა, თუმცა მერე მოიცილეს, როცა საქმეში აღარ დასჭირდათ!
ანუ თქვენზე წკვიანი აღმოჩნდა პუტინი! ფრთხილად უნდა იყოთ როცა მსოფლიოზე თქვენი გავლენის გეგმას ადგენთ-თქვენ არ აღმოჩნდეთ მსხვერპლი!
რა სისულელეა, მასე რომ ყოფილიყო საქმე, 2008 წელში ბუქარესტის სამიტზე მერკელი და სარკოზი ტრაკის თამაშს არ დაიწყებდნენ და მოგვცემდნენ თანხმობას ნატოში გაწევრიანებაზე, რაქც რუსეთს ხელებს შეუკრავდა საომარი ოპერრაციის დაწყებისათვის. როცა მაგხელა თამაში მიდის არც ცსს და არც მი6 მასეთ შეცდომას არ დაუშვებდნენ.
შეუცდომელი არავინ არის.ასე რომ არ იყოს მაშინ სსრკ-საც ვერ დაშლიდნენ ისე დასავლეთი რუსეთზე უფრო დედანატირებია.პუტინისნაირი პოლიტიკოსი ძალიან გვჭირდება.
BRAVO.
გეთანხმებით 100%
მერკალი და სარკოზი ბრიტანეთი და აშშ არ არის. აქ წერია აშშ და დ. ბრიტანეთი. გერმანია და საფრანგეთი რუსულ გაზზე დამოკიდებული განსხვავებით ინგლისისგან
სად არის ჩემი კომენტარი “მიშა შპიონზე”?, სხვათა შორის, პირველი სტრატეგიული ხეირები რუსეთმა მიიღო, ენერგეტიკა, წყალი, ტერიტორიები და ყველაფერი რაც მოინდომა ნაციონალ-ყაჩაღებო. ეხლა გაჩუქებულ მიწებს აპროტესტებთ ხუშტურიებო და ბოკუჩავა – მომხმარებლებო. რაც მიშას ბავშვობაში ურტყეს პანღურები და პანჩურები, სრულად გადაუხადა საქართველოს. როგორ შეიძლება გიულა ალასანიას სლოლები და ახალგაზრდების სწავლა – განათლება ანდო, ერთი შვილი ვერ გაზარდა. საქართველო დაშლის პირას არის, სალახანა მიშამ ორი რეგიონი გაასხვისა, ომი რეკორდულ დროში წააგო, სახელი და ღირსება დაკარგა და საერთაშორისო ლაჩრის წოდება დაიმსახურა.
aset salaxanas icavs kide zigierti tvinnagrzobi qartveli
აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით ბატონო გიორგი!
მიუთითეთ ,,გარდიანის” ის ნომერი, სადაც ეს ბოდვა ,,დაიწერა”!
მიშას ის ოთხი მილიარდი ჯიბეში უდევს და ფეხებზე კიდია ყველას სამეტაპიანი გეგმები. მაგის გარდა რუსეთიდანაც ბლომად აიღო ჰონორარი. ისრაელის და ამერიკის ტექნიკა გაუშიფრა რუსეთს. და ბოლოს როგორც სკარლეტი ამბობს, რუსეთ დაშლას გადაარჩინა.
ხალხმა ნორმალურად ცხოვრება დაიწყო ესეც მოლანდება იყო?
აქ რაც “რთული” მოსაზრებები დაიწერა ამის გაგება ხალხს უჭირს.
Сакартвело кидев бевр убедуребас гаигебс уахлес момовалши, рогор гамоикенес да риствис, Русетс веравин да верасодес вер даамхобс, мовида зустад ис дро ром картвелма гаакетос ис арчевани ромелиц мисцемс гзас ганвитаребиске, Русетис гвердзе, сакартвело ковелтвис ико ганвитаребули, дацули ушишробис мхрив, да арасодес ар ико мшиери, уцхо арасодес ар ико сакартвелоши!!! Да рахдеба ахла скатвелоши ткен квелам дзалиан каргат ицит, икнеб упро мети дадастуреба кчирдебат? саакашвили )))))) ну ту сакартвелоши картвели агар дарча? сирцхвило да тавис мочра, халахо чкуас моухмет
საინტერესოა, ასე საჯაროდ, ღიად რომ ისაუბრა ბრიტანეთის დაზვერვის MI-6-ის და აშშ დაზვერვის CIA-იას უახლოესი წარსულის გეგმებზე, განხორციელებულ თუ განსახორციელებ სადაზვერვო ოპერაციაბზე, ნება ქონდა დართული, თუნდაც მისი ხელისუფლებიდან? ხომ ცნობილია, რომ ასეთი გეგმას, თუ სადაზ.ოპერაციას, გარკვეულ გასაიდუმლოების ხარისხის აღმნიშვნელი გრიფი ედება, რომელიც გარკვეულ განსაიდუმლოების ვადებს მოიცავს. დავიჯერო გავიდა ეს ვადა ასე მალე? თუ ესეც მორიგი გარკვეული სპეცსამსახურის ბლეფი და დეზინფორმაციაა?