ბათუმში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, შემთხვევა წუხელ საღამოს მოხდა. ბავშვი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგდამ საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.