Home ახალი ამბები მსოფლიო ბეატა შიდლო: საით მიექანები ევროპავ?! გაიღვიძე თორემ ყოველდღე მოგიწევს შენი შვილების დატირება!

ბეატა შიდლო: საით მიექანები ევროპავ?! გაიღვიძე თორემ ყოველდღე მოგიწევს შენი შვილების დატირება!

პოლონეთის პრემიერმინისტრი: ბეატა შიდლო

პოლონეთის პრემიერმინისტრი ბეატა შიდლო მოუწოდებს ევროპას გამოფხიზლდეს და მუხლებიდან წამოდგეს. შიდლო შეშფოთებულია დღეს არსებული ვითარებით ევროპაში, ევროპა შიშით ცხოვრობს. პრემიერმინისტრი მოუწოდებს ევროპის ლიდერებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან. ტერორიზმა დაიბუდა ევროპაში. 


“კიდევ ერთი ტერაქტი, კიდევ მრავალი ათეული დაზარალებული და მსხვერპლი. საით მიექანები ევროპავ?! გაიღვიძე და მუხლებიდან წამოდექი თორემ ყოველდღე მოგიწევს შენი შვილების დატირება!”, – განაცხადა შიდლომ საკუთარი ტვიტერის გვერდზე. “ევროპამ თამამად უნდა იმოქმედოს და წინააღმდეგობა გაუწიოს ტერორიზმს”- დასძინა შიდლომ.

ექსპერტების შეფასებით, ევროპა თავად პროვოცირებს და ამ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერებული კომენტარები კიდევ უფრო აგულიანებს ტერორისტებს. ბოლოს განხორციელებულ ტერაქტებზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა. ტერორისტული დაჯგუფებების  ლიდერების განცხადებით, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ევროპის ლიდერებს (არამარტო ევროპის) მოუწევთ პახუხი აგონ თავიანთ ქმედებებზე და განცხადებებზე.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here