Home სხვადასხვა დაიჯესტი ახალ ზელანდიაში 4-დღიან სამუშაო კვირას დააწესებენ

ახალ ზელანდიაში 4-დღიან სამუშაო კვირას დააწესებენ

894
ახალ ზელანდიაში 4-დღიან სამუშაო კვირას დააწესებენ

ნახევარი წლის წინათ ახალ ზელანდიაში ერთერთმა კერძო კომპანიამ გადაწყვიტა, თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი შეეცვალა და 200-მდე თანამშრომელს 5-დღიანი სამუშაო კვირა 4-დღიანით შეუცვალა, ხელფასი კი არ შეუმცირებიათ. იდეის ავტორებს აინტერესებდათ, გაზრდიდა თუ არა ეს თანამშრომლების მოტივაციასა და შრომისუნარიანობას. საცდელი პროექტის შედეგებზე Info Q წერს.

თავდაპირველად მხოლოდ 4-კვირიანი ექსპერიმენტი იგეგმებოდა, მაგრამ ახალი გრაფიკით თანამშრომლები რამდენიმე თვეს ამუშავეს. ექსპერიმენტით მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები დაინტერესდნენ. ცოტა ხნის წინათ კომპანიამ შედეგები გამოაქვეყნა. ექსპერიმენტმა აჩვენა: მიუხედავად ერთი დღით ნაკლები სამუშაო კვირისა, არ შემცირებულა თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა; თანამშრომელთა სტრესის დონე 45%-დან 38%-მდე შემცირდა; 54%-დან 78%-მდე გაუმჯობესდა პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი; გუნდური მუშაობის მაჩვენებელი 64%-68%-დან 82%-88%-მდე გაიზარდა.

კვლევის დადებითი შედეგების გამო, კომპანია Perpetual Guardian-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს, ეს გრაფიკი შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, რომ სამუშაო დღის 5 საათამდე, ხოლო 5-დღიანი სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირებას სტალინი 1950-იანი წლების დასაწყისში აპირებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here