Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში ხსოვნის დღეზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში ხსოვნის დღეზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

407
აშშ-ში ხსოვნის დღეზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჩიკაგოში ხსოვნის დღეს ატეხილი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, _ იუწყება CBS News.

გამოცემის ინფორმაციით, 5 ადამიანის მკვლელობის გამო პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ხსოვნის დღეს ჩიკაგოში 1 200 პოლიციელი პატრულირებს. ქუჩებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. 27 მაისს აშშ-ში ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგებენ პატივს. ხსოვნის დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად სამოქალაქო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ _ 1868 წელს აღინიშნა. ამერიკის სამოქალქო ომში 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here