საქართველოსა და უკრაინას, შესაძლოა, აშშ–ის ფინანსური დახმარება, შესაბამისად, 58% და 70%–ით შეუმცირდეთ. ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის 2018 ფინანსური წლის რეკომენდაციებშია ნათქვამი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
რეკომენდაციების თანახმად სომხეთს 67%–ით, ხოლო აზერაბიჯანს 90%–ით შეუმცირდება დახმარება.
მიმდინარე წელს სომხეთი დახმარების სახით 20,4 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მომავალ წელს 6,8 მილიონამდე შემცირდება. აზერბაიჯანი აშშ–დან ფინანსური დახმარების სახით მომავალ წელს მხოლოდ 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
მანამდე გამოცემა Foreign Policy წერდა, რომ აშშ განვითარებადი ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების შემცირებდას გეგმავდა.