Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამ ავიამზიდზე კორონავირუსი გავრცელდა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამ ავიამზიდზე კორონავირუსი გავრცელდა

1135
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამ ავიამზიდზე კორონავირუსი გავრცელდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები აშშის სამხედროსაზღვაო ძალების ერთდროულად რამდენიმე ხომალდის პირად შემადგენლობაში გამოვლინდა. ავიამზიდთეოდორ რუზველტისეკიპაჟიდან თითქმის 300 კაცი ინფიცირებულია, მათ გარდა სახიფათო სენით დასნებოვნდნენ ამერიკის ფლოტის ორი ავიამზიდი კრეისერის მეზღვაურები. ეს ხომალდებია: “რონალდ რეიგანი” (შესაკეთებლად დგას იაპონიაში) დანიმიცი”, _ იუწყებასიენენი”.

“რონალდ რეიგანზე” 15 სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა “კოვიდ-19”, “ნიმიცზე” ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის სამხედრო ძალების შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის _ ჯონ ჰაიტენის თქმით, ავიამზიდ USS Nimitz-ზე კორონავირუსის “მცირე აფეთქება” მოხდა.

წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში კუნძულ გუამთან გაჩერებული “თეოდორ რუზველტის” 286 მეზღვაურს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ნაპირზე გადავიდა 2329 მზღვაური. მათგან 1700 ადგილობრივ სასტუმროებში კარანტინშია. “თეოდორ რუზველტის” ეკიპაჟი 5000 კაცისგან შედგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here