Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის, კანადისა და მექსიკის წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩრდილოამერიკული შეთანხმების ხელახლა...

აშშ-ის, კანადისა და მექსიკის წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩრდილოამერიკული შეთანხმების ხელახლა გაფორმებაზე

1329
დროშა

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა საზეიმო ვითარებაში ტელეკამერებისა და ფოტოაპარატების წინ ბუენოსაირესში 2018 წლის 29 ნოემბერს გასამართ G20-ის სამიტზე იგეგმება, ფაქტობრივად, ყველაფერი უკვე საბოლოოდ გადაწყდა.

ტრამპმა შეასრულა ერთ-ერთი საკვანძო წინასაარჩევნო დაპირება გააუქმა აშშ-ისთვის აშკარად არახელსაყრელი ჩრდილოამერიკული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ _ NAFTA. და აი, ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია პირველი აღნიშვნა გააკეთოს შესრულებული საქმეების სიაში. 1 ოქტომბერს ახალ შეთანხმებას შეუერთდა ბოლო პარტნიორი _ კანადა. ამ მომენტიდან NAFTA უკვე აღარ მოქმედებს. ის შეცვალა USMCA-მ The United States-Mexico- Canada Agreement. ახლახან ჩვენ თვალწინ მოხდა საფუძვლიანი ტექტონიკური ძვრა, რომლის შედეგებიც მომავალში განსაზღვრავს მსოფლიოს პოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე საუკუნის 50-იან წლებამდე. თუ NAFTA, უბრალოდ, სავაჭრო შეთახმება იყო სამმეზობელ სახელმწიფოსშორის, უფრო ზუსტად, განსაზღვრავდა კანადისა და მექსიკის განსაკუთრებულ სავაჭრო პირობებს აშშთან, UMA, ფაქტობრივად, ნიშნავს მათ გადაქცევას ამერიკის კოლონიებად, ჯერჯერობით სავაჭრო კოლონიებად, მაგრამ, როგორც ჩინეთში ამბობენ, 1000 ლი (ლი-ჩინ. _ 360 ნაბიჯი, ანუ, დაახლოებით 500 მ) ყოველთვის იწყება პირველი ნაბიჯიდან.

საქმე შეთანხმებაში ჩადებულ პირობებშია. თუ შეთანხმებაზე ხელმომწერი რომელიმე ქვეყანა დადებს ნებისმიერ სავაჭრო გარიგებას სახელმწიფოსთან, რომელიც არის “არასაბაზრო ეკონომიკის” მქონე ქვეყნების ჩამონათვალში, ზუსტად 6 თვის შემდეგ ის აღარ იქნება შეთახმების წევრი, შეთანხმება კი გადაიწერება ხელახლა, რა თქმა უნდა, ახალი პირობებით.

ეს ნიშნავს შემდეგს: კანადის წილი ამერიკის იმპორტში არის 16%, კანადის ექსპორტი კი აშშთან ვაჭრობაში 74%- შეადგენს. თითქმის ანალოგიური მაჩვენებლები აქვს მექსიკასაც: 14% და 74%. სავაჭრო შეთანხმების გაუქმება ორივე მეზობლისთვის გაცილებით დამანგრეველი იქნება, ვიდრე ამერიკისთვის, რაც შესაძლებლობას აძლევს ვაშინგტონს, პროექტი გამოიყენოს, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკურ წნეხში მეზობლების მოსაქცევად. თუ გსურთ, ხელი მიგიწვდებოდეთ აშშის მდიდარ საშინაო ბაზარზე, დათანხმდით შეზღუდვებს. სხვაგვარად, ხელმისაწვდომობა გადაიხედება და გამკაცრდება. ამერიკა შეძლებს უთქვენოდ ცხოვრებას, თქვენ ამერიკის გარეშე ვერა.

ციფრების გათვალისწინებით, მაგალითად, მექსიკას აშშ-ში საექსპორტოდ გააქვს 290 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება, ანუ თავისი მთლიანი შიგა პროდუქტის 25,2%, მექსიკისთვის ამერიკასთან ვაჭრობის შენარჩუნება, ფაქტობრივად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ ფორმულირება პირობების ავტომატურად გადახედვის შესახებ, ფაქტობრივად, საფეთქელთან პისტოლეტის მიბჯენის ტოლფასია.

პისტოლეტი კი ხელში ამერიკას უჭირავს, იმიტომ, რომ სწორედ ის განსაზღვრავს, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშია საბაზრო ეკონომიკა და რომელში არა. ამასთანავე, ამას აკეთებს ვოლუნტრისტულად მეზობლების, პარტნიორებისა თუ მოკავშირეების აზრის გაუთვალისწინებლად. თვითონ განსაზღვრება საბაზროს ბუნდოვანება იძლევა იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეიძლება მიუსადაგოს ფრაზა: “მაღალი სტანდარტების შეუსაბამო”.

სხვათა შორის, “მოწყალების არაღირსი” ქვეყნების ამჟამინდელი სიის გადახედვაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩავწვდეთ ოპერაციის არსს. დღეს ამ სიაში პირველ ადგილზეა ჩინეთი, რომელთანაც ვაშინგტონი პრინციპულ ეკონომიკურ ომს აწარმოებს “უკანასკნელ ვაზნამდე”. ასე ქმნის დაცვის ბარიერებს ოფიციალური თეთრი სახლი ჩინეთის მცდელობის წინააღმდეგ, შეაღწიოს ამერიკის ბაზარზე მესამე ქვეყნების მეშვეობით. ამ შემთხვევაში ეს ქვეყნებია კანადა და მექსიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანადასა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 2014 წელს ხელმოწერილი 5,7 მლრდ დოლარის სავაჭრო ხელშეკრულების გათვალისწინებით, რადგან ეს ხელშეკრულება ახლა ძალას დაკარგავს. USMCA- ყველა პარტნიორი მკაცრად იქნება მიბმული დოლარზე. ტრამპმა ამ შეთანხმებით, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ჩრდილოამერიკულ ეკონომიკურ კლასტერს (რომელიმე ტერიტორიაზე კონცენტრირებული რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული კომპანიის ჯგუფი .) დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებულს თითქმის ნახევარი მილიარდი მოსახლეობით.

ამასთანავე, ახალი წესების მიხედვით, კანადასა და მექსიკას ჩამოერთმევათ თავიანთი მთავარი უპირატესობა: დაბალი სახელფასო ანაზღაურება და სხვა მწარმოებლების იაფფასიანი მაკომპლექტებელი დეტალების გამოყენება სხვათა შორის, ეს დეტალები ან ჩინურია, ან თურქული. ახალი შეთანხმების მიხედვით, მაგალითად, აშშ-ისთვის მიწოდებულ ავტომობილებში აშშ-ში წარმოებული დეტალების რაოდენობა 75%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამრიგად, ავტოკონცერნები, რომლებსაც ადრე თავიანთი ქარხნები აშშ-ის გარეთ გაჰქონდათ მაქსიმალური ეკონომიის მიზნით, ახლა კუთხეში მომწყვდეული აღმოჩნდნენ, ამერიკის მზა ავტომობილების ბაზარზე თავიანთი ნაწარმის გაყიდვის უფლება რომ შეინარჩუნონ, ისინი ვალდებულნი არიან, აშშ-ში აწარმოონ მაკომპლექტებელი დეტალები.

USMCA- ჰყავს თავისი ტროას ცხენიც. ახალი შეთანხმების მიხედვით, ამერიკისთვის მოწოდებული ავტომობილებიდან არანაკლებ 4/5-სა აწყობილი უნდა იყოს მუშამოსამსახურების მიერ, რომლებიც საათში 16 დოლარს ღებულობენ, რაც შეესაბამება მინიმალურ ანაზღაურებას აშშის საავტომობილო დარგში. ეს ნაბიჯი, ერთი შეხედვით, თითქოს სასიკეთოა მექსიკელებისა და კანადელებისთვის, განსაკუთრებით მექსიკელებისთვის, რომლებსაც 3-5-ჯერ ნაკლებს უხდიან, მაგრამ ამ მოთხოვნას, ფაქტობრივად, ნულამდე დაჰყავს ამ ქვეყნების მიმზიდველობა იქ ქარხნების შესანარჩუნებლად.

თუკი ხელფასი ამერიკული ანაზღაურების ტოლი იქნება, თუკი დეტალების, კვანძებისა და ბლოკების 4/5 აშშში უნდა აწარმოონ, მაშინ რისთვისღა იქნება საჭირო ქარხანა აშშის საზღვარებს გარეთ? ქარხნების უცხოეთში აშენება მოგებას აღარ მოიტანს, სამაგიეროდ შექმნის ისეთ პრობლემებს, რომელთა პროგნოზირებაც ძნელი იქნება. შესაბამისად, USNCA- ნორმების ამოქმედებიდან ძალიან მალე ქარხნებს უცხოეთიდან ამერიკაში დააბრუნებენ.

როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, თეთრი სახლი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. ამერიკის მთავრობას განზრახული აქვს შინაარსობრივად ანალოგიური შეთანხმების გაფორმება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის წამყვან ქვეყნებთან; პირველ რიგში, ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, ფილიპინებთან, ვიეტნამთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი შეთანხმების გაფორმება ბოლო ორ ქვეყანასთან, თუ ჩინეთთან მათ სავაჭრო კავშირებს გავითვალისწინებთ.

ძნელი სათქმელია, რა და როგორ გამოუვა სხვებთან, მაგრამ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან (ინგლისურენოვან ქვეყნებთან) ტრამპს ეს ნამდვილად გამოუვა.

ჩანს, რომ აშშის მმართველმა ელიტამ კურსი აიღო იზოლირებული ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მინიმალურად იქნება დაკავშირებული დანარჩენ პლანეტასთან. ეს, სავარაუდოდ, უბიძგებს სხვა რეგიონებს მსგავსი დახურული ეკონომიკური კლასტერების შექმნისკენ, რომლებიც დიდწილად ორიენტირებული იქნებიან შიგა მოთხოვნებზე და მინიმალურად დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე.

როგორც ვხედავთ, დასავლურ სამყაროში გაბატონებულია პრინციპი: ძლიერი იმორჩილებს სუსტს და კარნახობს მას თავის პირობებს. ახლა ამას რუსოფილიაში ჩაგვითვლის მავანი, მაგრამ სრულიად სხვა პრინციპებზეა აგებული კლასტერი, რომელიც ჩვენ ირგვლივაა შექმნილი და რომლის წამყვანი ქვეყანა რუსეთია _ საუბარია ერთიან ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეზე, ე.წ. ЕАЭС-ზე. ამ გაერთიანებაში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა მონაწილე ქვეყნის ინტერესებისა და მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისე, რომ შედეგი ყველა მონაწილე მხარისთვის მისაღები იყოს. ევრაზიის (ევროკავშირის გამოკლებით) სივრცეში მოქმედებს კიდევ ერთი მსგავსი გაერთიანება “ЩОС”-ი (თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია), რომლის მონაწილეები არიან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. არის კიდევ ჩინური პროექტი “ერთი სარტყელი, ერთი გზა”. ЕАЭС -ისგან განსხვავებით, ЩОС -ი უფრო პოლიტიკური პოზიციების შესათანხმებელი დიალოგის ფორმატია, ვიდრე ეკონომიკური გაერთიანება. “ერთი სარტყელი _ ერთი გზა” თითქმის მთლიანად ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება და მისი არსი ჩინური პროდუქციის ექსპორტისთვის სახმელეთო გზების შექმნაა (აშშ-ნატოს მიერ გაკონტროლებული საზღვაო გზების ალტერნატივა). სრულფასოვანი ინტეგრაციული პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის (თანამშრომლობისა და არა დაქვემდებარების!) შინაარსით მხოლოდ რუსული ЕАЭС -ის პროექტია. სრულყოფილად ეს პროექტი ჯერ არ მოქმედებს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამ გაერთიანების წევრია ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანიც დღეს-ხვალ შეუერთდება მას. ჩვენ, ქართველები, სად მივდივართ? აშშ-ის კლასტერში, რომელიც ცხრა მთას იქითაა და იქ არავინ არ გვეპატიჟება? თუ ევროკავშირში, რომელიც დაშლის პირასაა, თავისი თავი გასჭირვებია და იმას ცდილობს, ვინმე სხვის ხარჯზე (მაგალითად, ჩვენს ხარჯზე _ მარტო გერმანული გაზსაცავის მაგალითი გვეყოფა) გამოძვრეს? თუ ამაყად მარტოდ ყოფნას ვაპირებთ, აქედან მოძალებული თურქეთის, იქიდან _ ირანისა და კიდევ ვინ იცის, ვის პირისპირ მარტოდ დარჩენას, რომლებსაც, რომ იტყვიან, ძინავთ და იმას ხედავენ, როგორ გადაგვყლაპავს სხვაზე ადრე?

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here