Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ისა და ნატოს მიზნები ერთმანეთს შორდება

აშშ-ისა და ნატოს მიზნები ერთმანეთს შორდება

გამოვა აშშ ნატოდან?

1865
ტრამპი

ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმატვიტერშიდაწერა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების დასაცავად აშშ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. ევროპის საზღვრები ცუდია, “მილსადენური დოლარებირუსეთში გადის, რაც ამერიკისთვის მიუღებელიაო.

ამიტომ ისურვა, რომ მოკავშირეებმა თავდაცვისთვის გაიღონ თავთავიანთი მშპ-ს _ არა 2, არამედ 4 პროცენტი.

მის ამ შეთავაზებას არ იზიარებს ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა. მათი ასეთი პოზიცია აღიზიანებს ტრამპს და ბრიუსელში გამგზავრების წინა დღეს “ტვიტერში” მისეული ჩანაწერი, როგორც ანალიტიკოსები შიფრავენ, მოკავშირეების გაფრთხილებაა, რომ ამის გამო მკაცრად მოჰკითხავდა მათ ნატოს სამიტზე.

“ვფიქრობ, ძალიან სამწუხაროა, როცა გერმანია მასშტაბურ ხელშეკრულებას დებს რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიწოდების თაობაზე, _ სწორედ ეს უთხრა ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსის სამიტის წინ გამართულ სამუშაო საუზმეზე, _ ვფიქრობ, რომ გერმანია რუსეთის მძევალია იმიტომ, რომ რუსეთისგან დიდ ენერგიას იღებს. ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ვიცავთ საფრანგეთს, ვიცავთ სხვა ქვეყნებს, მაგრამ ისინი გარიგებას დებენ რუსეთთან გაზგამტარის საკითხზე და მილიარდობით დოლარს ყრიან რუსეთის ქისებში. ჩვენ გიცავთ თქვენ რუსეთისგან, მაგრამ თქვენ მილიარდობით დოლარს უხდით რუსეთს, ეს არაფრად ვარგა”.

ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპმა შეუტია ევროპას, მაგრამ საქმეში ღრმად ჩახედული ანალიტიკოსები, მათ შორის იური ბარანჩიკი, საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, მათი აზრით, ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა: “ძვირფასო ამხანაგებო, თქვენ ძალიან კარგად მოეწყვეთ. იმ დროს, როცა ჩვენ (აშშ) ქვეყნის ბიუჯეტს ვხარჯავთ შეიარაღებასა და რუსეთისგან თქვენ დაცვაზე, ანუ დიდ ზარალს განვიცდით, თქვენ შესანიშნავი ბიზნესი გაქვთ გაჩაღებული, ამასთანავე, გსურთ, ჩაგვითრიოთ პუტინთან ბრძოლაში ისეთი მიზეზების გამო, რომლებიც ამად არ ღირს. ამიტომ არ უნდა გეწყინოთ, თუ ჩვენ პუტინს ომს არ გამოვუცხადებთ და თქვენსავით შესანიშნავად მოველაპარაკებით მას ერთობლივი დიდი ბიზნესის საწარმოებლად”.

ეს ნიშნავს, რომ ტრამპი, დასავლეთის პოლიტიკური კლასის გაგებით, აბსოლუტურ კრამოლას ლაპარაკობს: რუსეთი არ არის ტრანსცედენტური მტერი. იგი ისეთივეა, როგორებიც ჩვენ ვართ, ცივილიზაციის ნაწილი, რომელთანაც შესაძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთსასარგებლო კონტაქტების დამყარება. ეს არის საბჭოთა კავშირისადმი (რუსეთისადმი) ტრუმენ-ჩერჩილისეული მიდგომის, რომელსაც ეფუძნებოდა “ცივი ომი”, სრული უარყოფა.

ესე იგი, ტრამპი რუსეთს სთავაზობს მშვიდობიან ურთიერთობას, რაც, მიმომხილველთა აზრით, კალაპოტიდან აგდებს დასავლეთის ლიდერებს, რომლებიც, ფაქტობრივად, მსოფლიო საბანკო კაპიტალის სამსახურში დგანან.

მათი თავსატეხია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here