Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებულმა ომებმა 37 მლნ ადამიანი ლტოლვილად აქცია

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებულმა ომებმა 37 მლნ ადამიანი ლტოლვილად აქცია

ამერიკული ომების ფასი დოლარებსა და დაღუპულთა რაოდენობაში

504
აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებულმა ომებმა 37 მლნ ადამიანი ლტოლვილად აქცია

ევროპას მიგრანტები მიაწყდნენ და, როგორც ქალაქ პროვიდენსის (როდ აილენდი, აშშ) ბრაუნის სახელობის უნივერსიტეტის კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა, ამის მთავარი მიზეზი არის 2001 წლიდან აშშის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში გაჩაღებული 8 ომი, რომელთა გამოც 37 მლნ ადამიანი ლტოლვილად იქცა, _ წერს ბრიტანული გამოცემა Indenpedent.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებულმა ომებმა 37 მლნ ადამიანი ლტოლვილად აქცია

ლტოლვილები მიაწყდნენ დიდ ბრიტანეთს, იქ კი საპროტესტო აქციები იმართება მათ წინააღმდეგ. ლონდონი პარიზს ადანაშაულებს, რომ არაფერს აკეთებს ლტოლვილთა ნაკადების შესაჩერებლად, მაგრამ არავის აინტერესებს, “რატომ აკეთებენ ამას ლტოლვილები, რატომ რისკავენ ამისთვის თავისუფლებას და ზოგჯერ სიცოცხლესაც”, _ წერს სტატიის ავტორი, ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი პატრიკ კოკბერნი.

მათ შორის, ვინც გადალახა ლამანშის სრუტე ევროპის კონტინენტსა და ბრიტანეთს შორის, უმრავლესობა გამოქცეულია ქვეყნებიდან, სადაც აშშმა ან მისმა მოკავშირეებმა სამხედრო ძალა გამოიყენეს. ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის შედეგად, რომელსაც აშშ 2001 წლიდან აწარმოებს, 37 მლნ ადამიანი იძულებული შეიქნა, სახლკარი მიეტოვებინა”, _ წერს კოკბერნი ბრაუნის უნივერსიტეტის მოხსენების Cosr of war (“ომის ფარის”) კომენტირებისას.

ამ 37 მილიონიდან 8 მილიონი საზღვარგარეთ გაქცეული ლტოლვილია, 29 მლნ _ ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირი, რომლებიც საომარ მოქმედებებს გაექცნენ. მოხსენებაში განხილულია 8 ომი _ ავღანეთში, ერაყში, სირიაში, იემენში, ლიბიაში, სომალიში, პაკისტანის ჩრდილოდასავლეთსა და ფილიპინებზე.

მოხსენების ავტორთა მტკიცებით, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებული მილიონობით ადამიანის გადაადგილება თითქმის უპრეცედენტოა და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია უფრო მასობრივი გადასახლებები. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებული მიგრაცია აღემატება 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შედეგად დაწყებულ მიგრაციას (6 მლნ), აგრეთვე, პირველი მსოფლიო ომით (10 მლნ), ინდოეთისა და პაკისტანის გაყოფით (14 მლნ), აღმოსავლეთ ბენგალიის გაყოფითა (10 მლნ) და ვიეტნამის ომის შედეგად გამოწვეულ მიგრაციებს.

“ომების გაჩაღებისა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, თუ ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს მათ მიერ ჩადენილის გამო პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევდათ. სამწუხაროდ, ამომრჩევლებს არასდროს ესმოდათ, რომ ლტოლვილების ნაკადები, რომელთა წინააღმდეგაც ბევრი მათგანი გამოდის, 11 სექტემბრის შემდეგ გაჩაღებული ომებით გამოწვეული მასობრივი გადასახლების შედეგია”, _ წერს Indenpendent-ი.

2013 წელს სირია ლტოლვილების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა (ჩამოიტოვა ავღანეთი). სირიელი ლტოლვილების რაოდენობა, ალბათ, მომავალშიც მოიმატებს.

აშშისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებული 8 ომის საერთო მახასიათებელი არის ის, რომარც ერთი მათგანი არ დასრულებულა, მიუხედავად წლების განმავლობაში წარმოებული ბრძოლებისა”. ამ მიზეზის გამო ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე XX საუკუნის სასტიკი, მაგრამ ხანმოკლე კონფლიქტების შემდეგ იყო.

დასავლური სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები ისეთ სახეს იღებენ, თითქოს “შეუსვენებლად მუშაობენ ამ ომების შესაწყვეტად, მაგრამ მათ მშვიდობა მხოლოდ თავიანთი პირობებით სურთ, მაგალითად, სირიაში. პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ რუსეთი და ირანი, 2018 წელს გაიმარჯვა თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ომში, მაგრამ ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არ სურდათ, რომ ასადს, რუსეთსა და ირანს სრული გამარჯვება მოეპოვებინათ, ამიტომ ცდილობენ, განაგრძონ კონფლიქტი, რომელშიც სირიელები საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ.

ბრაუნის უნივერსიტეტის მოხსენებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია. ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, პროექტომის ფასისთანადირექტორმა კეტრინ ლუტცმა ფორდჰემის უნივერსიტეტის (ნიუიორკი) იურიდიული სკოლის პორტალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშისა და მისი მოკავშირეების მიერტერორიზმთან ბრძოლისეგიდით გაჩაღებული და დაუსრულებელი ომების ძირითადი მიზეზი ამ ომების კომერციალიზაციაა.

2001 წლიდან აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად მატულობს. “ტერორიზმთან გლობალური ბრძოლისთვის დახარჯულია 6,4 ტრილიონი დოლარი. რადგან ეს ომები ფინანსდებოდა აღებული სესხებით, აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად ტრილიონ დოლარზე მეტს იხდის პროცენტებში. შედეგად, აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტმა გააკოტრა ყველა სახელმწიფო სოციალური პროგრამა და გადააჭარბა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე, პანდემიასთან საბრძოლველად გაწეულ ხარჯებს ერთად აღებულს.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებულმა ომებმა 37 მლნ ადამიანი ლტოლვილად აქცია

კეტრინ ლუტცი მიუთითებს, რომ აშშ-ის მიერ გაჩაღებულ ომებში 7 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობა 800 ათასზე მეტია. “ეს არის მხოლოდ ბომბებითა და ტყვიებით დაღუპულთა რაოდენობა”; მათი რაოდენობა კი, ვინც სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოესალმა სიცოცხლეს, მეტია.

ლუტცის თქმით, ამერიკის პრობლემა არის:

* “რომ აშშ-ში არის პოლიტიკური სისტემა, რომელშიც კომპანია Lokheed Martin-მა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტრილიონობით დოლარი მიიღო… და ეს ინტერესები ჯაბნის ეროვნული უსაფრთხოების რაციონალურ პოლიტიკას”;

* “ამერიკელთა უმრავლესობამ, ალბათ, არც კი იცის, რომ აშშ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებდა არა მხოლოდ ავღანეთში, ერაყსა და სირიაში, არამედ კიდევ 21 სხვა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმატერორიზმს გლობალური ომი გამოუცხადა”, _ წერს ჟურნალისტური გამოძიების საამქროს (The Investigative Reporting Workshop, IRW) პორტალზე ბრაუნის უნივერსიტეტის მოხსენების ერთერთი ავტორი, ამერიკის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) პროფესორი დევიდ ვაინი.

აშშის მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა არა მხოლოდ 37 მლნ ადამიანის გადასახლებაზე, არამედ იმაზეც, რასაც სჩადიოდნენ თალიბები, ერაყელი სუნიტები, შიიტების ლაშქარი, “ალქაიდა”, დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოსწევრები და სხვაბოევიკები”, _ მიაჩნია ამერიკელ მეცნიერს. მის ხელთ არსებული მონაცემებით, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებული ომების შედეგად ლტოლვილად იქცა 5,3 მლნ ავღანელი, 3,7 მლნ პაკისტანელი, 1,7 მლნ ფილიპინელი, 4,2 მლნ სომალელი, 4,4 მლნ იემენელი, 9,2 მლნ ერაყელი, 1,2 მლნ ლიბიელი და 7,1 მლნ სირიელი.

დაახლოებით მილიონმა ლტოლვილმა გერმანიას მიაღწია, ასიათასობით დევნილი ჩავიდა ევროპის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე, აშშ-ში. ფილიპინელების, ლიბიელებისა და იემენელების უმრავლესობამ კი თავიანთ ქვეყნებში შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაჩაღებულმა ომებმა 37 მლნ ადამიანი ლტოლვილად აქცია

დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ავღანეთში, ერაყში, სირიაში, პაკისტანსა და იემენში შეიძლება 3-4 მლნ მიაღწიოს, თუ ბომბებითა და ტყვიით მოკლულებს, ომით გამოწვეული შიმშილითა და დაავადებებით დაღუპულებს დავუმატებთ. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა კი 10 მლნზე მეტია”, _ წერს დევიდ ვაინი.

აშშ, აგრეთვე, მონაწილეობდა ბურკინა-ფასოს, კამერუნის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ჩადის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კენიის, მალის, მავრიტანიის, ნიგერიის, საუდის არაბეთის, სუდანის, ტუნისისა და უგანდის კონფლიქტებში.

დევიდ ვაინი თავის წიგნში “აშშ-ის ომები: ამერიკის უსასრულო კონფლიქტები კოლუმბიდან “ისლამურ სახელმწიფომდე”, წერს, რომ “ამერიკის კოლეჯების სტუდენტების უმრავლესობას არ ახსოვს, როდის არ იყო მათი ქვეყანა ომში ჩართული. ომი აშშ-ის ისტორიაში ნორმაა”.

ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევას ამერიკული პრესა თავისებურად გამოეხმაურა. “რა მიიღო აშშ-მა ავღანეთის ომში დახარჯული 2 ტრილიონი დოლარით?” _ სვამს კითხვას The New York Times-ი, “თითქოს ომის ფასი” უსარგებლოდ გადაყრილი ფული იყოს.

“სამხედრო მოიჯარეების გამოყენება ომის ჭეშმარიტ ფასს მალავს”, _ მოხსენებიდან მხოლოდ ამას მიაპყრო ყურადღება The Washington Post-მა.

აშშ-ის მიერ ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნების ომებში დახარჯულ 6,4 ტრილიონზე მოთქვამს ტელეარხი CNBC, რომელმაც გაკვრით ახსენა ამ ომებს მსხვერპლად შეწირული 800 ათასი ადამიანი.

ამ ომების წინააღმდეგ გამოსვლას ამერიკელ საზოგადოებას მხოლოდ გიგანტური ხარჯები აიძულებს და არა მილიონობით მსხვერპლი. ამჟამად კი ნებისმიერი, თვით ყველაზე დრამატული თემატიკაც კი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად იქცევა ამერიკაში.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here