Home სხვადასხვა დაიჯესტი არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის მატების ეფექტიანი პროფილაქტიკური ზომები

არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის მატების ეფექტიანი პროფილაქტიკური ზომები

535
ნიკოლაი პატრუშევი

პატრუშევმა მოზარდების ცნობიერებაზე მანიპულაციის საწინააღმდეგო ზომები დააანონსა

სამართალდამცველმა ორგანოებმა გაააქტიურეს ბრძოლა სოციალური ქსელების მეშვეობით მოზარდების ცნობიერების მანიპულაციის წინააღმდეგ, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა იჟევსკში გამსვლელი თათბირის მიმდინარეობისას.

“რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი ზომების შემუშავების მიზნით გაააქტიურა მოღვაწეობა სამუშაო ჯგუფებისა სოციალური ქსელების მეშვეობით არასრულწლოვანთა ცნობიერების მანიპულაციასთან დაკავშირებული დანაშაულის თავიდან არიდების, აღკვეთისა და გახსნის მხრივ”, _ განაცხადა პატრუშევმა და დასძინა, რომ ამ სამუშაოების ჩარჩოებში პოლიციამ გადაწყვიტა, არასრულწლოვანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან სამართალდარღვევის ჩადენისკენ, 2019 წელს სამხედრო-პატრიოტული მიმართულების ბანაკებში გაგზავნოს.

პატრუშევმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ რუსეთში აკრძალული ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის ჩარჩოებში კავშირგაბმულობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ფედერალური ზედამხედველობის სამსახურმა თავის ვებგვერდზე გადმოსაწერად განათავსა ინტერნეტტრაფიკის ფილტრაციის პროგრამა და მოამზადა მეთოდური რეკომენდაციები ქსელში აკრძალული კონტენტის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირებისთვის. რუსეთის ყველა სკოლაში ხელისუფლებამ დააყენა კონტენტ-ფილტრები, რომლებსაც შეუძლია დაბლოკოს იმ ვებგვერდებზე შეღწევის მცდელობა, რომლებიც შეუთავსებელია განათლების მიზნებსა და ამოცანებთან.

“ჩატარებულმა პროფილაქტიკურმა სამუშაომ საშუალება მოგვცა, თითქმის 18%-ით შეგვემცირებინა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ჯგუფური დანაშაულის რაოდენობა, 20%-ით _ რაოდენობა დანაშაულებისა, რომლებიც მათ ჩაიდინეს ჯგუფში სრულწლოვნებთან ერთად”, _ განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ეს არ არის ერთადერთი ზომა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის მატების საწინააღმდეგოდ. 2018 წლის შემოდგომაზე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ წამოაყენა წინადადება იმ პირების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯის შესახებ, რომლებიც არასრულწლოვანს დაიყოლიებენ, ჩაიდინონ დანაშაულებრივი ქმედება. დეკემბერში კი სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო კანონი ე.წ. კოლუმბაინ-თანამეგობრობის ბლოკირების შესახებ. ეს ე.წ. თანამეგობრობა ცდილობს, დაიყოლიოს მოზარდები, ჩაიდინონ ძალადობა.

გვერდი მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here