Home სხვადასხვა დაიჯესტი ანტიქრისტიანული სიძულვილი სიტყვის თავისუფლების გამოვლენად იქცა

ანტიქრისტიანული სიძულვილი სიტყვის თავისუფლების გამოვლენად იქცა

1535
ანტიქრისტიანული სიძულვილი სიტყვის თავისუფლების გამოვლენად იქცა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინათ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კომედიაქრისტეს პირველი ცდუნებისჩვენების აკრძალვის შესახებ. ფილმის ჩვენება აკრძალული იყო მისი უკიდურესად თავხედური და მკრეხელური შინაარსის გამო, მაგრამ ნაკადური ვიდეოს სერვისმა, ამერიკულმა Netflixმა, რომელმაც გამოუშვა ეს ფილმი, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართა და გამარჯვებას მიაღწია _ სასამართლომ ფილმი სიტყვის თავისუფლების გამოვლენად ჩათვალა. ეს გვაიძულებს, დავფიქრდეთ მკრეხელობაზე და, პირდაპირ ვთქვათ, ანტიქრისტიანულ სიძულვილზე, როგორც გლობალურ იდეოლოგიურ მოვლენაზე, რომელიც ვიღაცის გრძნობების შეურაცხყოფის ჩარჩოებიდან ძალიან შორს გავიდა.

ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 2019 წელს ევროპაში დაახლოებით 3 ათასამდე სალოცავს დაესხნენ თავს, დაარბიეს და გადაწვეს. ეს ანტიქრისტიანული სიძულვილის გამოვლენის სარეკორდო მაჩვენებელია. მას ერთვის პოლიციის განსაცვიფრებელი უძლურება. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული თავდასხმები ხდებოდა და ხდება არა ომსა და ქაოსში ჩაძირულ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ისეთ მშვიდობიან და მდიდარ ქვეყნებში, როგორებიც არის გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი.

დავუბრუნდეთ Netflix-ს. გართობის ინდუსტრიის ამ გიგანტის საქციელიც გასაკვირია. კომერციული კომპანიები, ჩვეულებრივ, თავს არიდებენ სკანდალებს _ თანამშრომლები, რომლებიც თავს უფლებას მისცემენ, სოციალურ ქსელში შეურაცხყონ მომხმარებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, თუნდაც თავიანთი ექაუნთების გამოყენებით, დაუყოვნებლივ კარგავენ სამსახურს, ხელმძღვანელობა კი ბოდიშს იხდის.

და აი Netflixმა გადაწყვიტა, მძიმედ განზრახ შეურაცხყოს ყველა ქრისტიანი. ეს უზარმაზარი კომპანიაა და შეიძლება რაღაც მომენტში შეცდომა გაეპარათ, მაგრამ, როცა გრანდიოზული სკანდალი ატყდა, შეგროვდა 2,5 მლნ ხელმოწერა Netflix-სადმი თხოვნით, უარი ეთქვა ამ ფილმის ტრანსლაციაზე, მაგრამ მაინც დაიწყო სასამართლო პროცესი, ცხადი შეიქნა, რომ ამ შეურაცხყოფას აქვს გარკვეული ფასი _ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი უარს იტყვის გამოწერაზე, ზოგიერთი მეწარმე, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან სკანდალებით, აღარ ითანამშრომლებენ ასეთ კომპანიასთან და ა.შ.

და როგორი იყო Netflix-ის რეაქცია? ხალხის თხოვნის ხაზგასმით უგულებელმყოფელი სერვისი დაჟინებით ამბობდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა მკრეხელური ფილმის ტრანსლაცია და მიაღწია კიდეც ამისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებას ბრაზილიის სასამართლოში. კომერციის მხრივ ეს ძალიან უცნაური საქციელი იყო _ “ქრისტეს პირველი ცდუნებისტრანსლაციიდან მიღებული სარგებელი სკანდალით გამოწვეულ ზარალს ვერ დაფარავს. აქედან გამომდინარე, Netflixის მოტივები კომერციის ჩარჩოებს სცილდება. არსებობს იდეოლოგიური მოტივები, რომლებიც მოგებაზე მნიშვნელოვანია.

თუკი ვინმე იტყვის, რომ ეს პრინციპული დამოკიდებულებაა თავისუფლებისადმი, ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოთქვან აზრი, შექმნან, გამოიგონონ და სცადონ, თუნდაც ეს ვიღაცას შეურაცხყოფდეს _ ეს აშკარა სიცრუეა.

როგორც წესი, კომპანიები არც ცდილობენ თავხედი თანამშრომლების დაცვას სიტყვის თავისუფლების მომიზეზებით. კერძო კომპანია არ არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თქვას: “ჩვენ ამას არ მივესალმებით, მაგრამ მის აღკვეთის იურიდიული შესაძლებლობები არ გვაქვს”. კომპანია თვითონ განსაზღვრავს თავის პოლიტიკასა და შინაგანაწესს.

მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია, ლაპარაკი საერთოდ არ არის პრინციპებზე. პრინციპები _ ეს არის ის, რაც ვრცელდება ყველა ადამიანზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმე სულაც არ გვაქვს თვითგამოხატვის თავისუფლების ფანატიკოსებთან.

თანამედროვე კორპორაციული სამყარო _ ეს არ არის შეუზღუდავი თავისუფლების სამყარო. მასში არის ძალიან ხისტი წესები, რომელთა დარღვევაც ძალიან მკაცრ რეაქციას იწვევს.

ნებისმიერი რემარკა, რომელიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს, როგორც “რასისტული” ან “ჰომოფობიური”, იწვევს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კომიკოსი შონ გილისი (და არა მხოლოდ ის) სამსახურიდან გააგდეს ხუმრობისთვის, რომელშიც ფხიზელმა მაყურებლებმა რასისტული და ჰომოფობიური მინიშნებები შეამჩნიეს. ყველასა და ყველაფერზე ხუმრობა დაშვებული არ არის არც Netflix-ში, არც ინდუსტრიის სხვა გიგანტებში და ეს არც მომავალში იქნება გათვალისწინებული, ისევე, როგორც, საერთოდ, კორპორაციულ სამყაროში.

კადრი ფილმიდან “ქრისტეს პირველი ცდუნება“
კადრი ფილმიდან “ქრისტეს პირველი ცდუნება“

რეკლამისთვის მოზიდულ ცნობილ ადამიანებთან დადებული კონტრაქტები მყისვე ირღვევა, თუკი ისინი თავს ისეთი რაღაცის უფლებას მისცემენ, რაც ამა თუ იმ ჯგუფის მიერ შეფასებული იქნება, როგორც უპატივცემულობის გამოვლენა. მეტიც, თუ გაირკვევა, რომ ეს ცნობილი ადამიანი 10 წლის წინათ თავს ისეთი რაღაცის გაკეთების უფლებას აძლევდა, რაც იმხანად დანაშაულად არ ითვლებოდა, ახლა კი შეიძლება დაგმონ, მაგალითად, კარნავალზე ინდიელის კოსტიუმის ჩაცმა ან შავი გრიმის წასმა, მასთან შეიძლება ურთიერთობა გაწყვიტონ. საზოგადოების გულისწყრომამ რომელიღაც კულტურისა და ტრადიციების, განსაკუთრებით _ სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლის აბუჩად აგდების გამო, შეიძლება სრულიად გაანადგუროს დამნაშავის კარიერა, ან ნახევრადდამნაშავის, ან, უბრალოდ, დაუდევარი ადამიანის.

მეტიც, როგორც კი ლიბერალები მოიპოვებენ არა მხოლოდ კორპორაციულ, არამედ სახელმწიფო ძალაუფლებას, განსაცვიფრებელი მძვინვარებით იწყებენ თავიანთი იდეოლოგიის შეურაცხმყოფელთა დევნას. ცოტა ხნის წინათ მომხდარი ამის აშკარა ილუსტრაციაა. აშშის შტატ აიოვაში 30 წლის ადოლფო მარტინესმა, რომელსაც უთანხმოება მოუვიდა ბარში, გადაწყვიტა, ამ დაწესებულების ტრანსგენდერი მეპატრონისთვის სამაგიერო გადაეხადა და ბარის წინ ლგბტთა დროშა ჩამოხსნა და დაწვა. აი ამ წვრილმანი ხულიგნობისთვის, რომლის გამოც ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ალბათ, 15 დღით დააპატიმრებდნენ, მარტინესს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბევრ ქვეყანაში 15-წლიან პატიმრობას მკვლელობის გამო უსჯიან.

არავინ აპირებს სიცოცხლის გაწირვას სხვების (განსაკუთრებით საკუთარი თანამშრომლების) უფლების გამო _ ილაპარაკოს, რაც მოესურვება, მაგრამ არიან ჯგუფები, რომლებისთვისაც სიტყვის გადაკვრაც არ შეიძლება.

როდესაც გველაპარაკებიან “სიტყვის თავისუფლების წმინდა პრინციპებზე”, უბრალოდ, ცრუობენ.

თანამედროვე ლიბერალიზმი (რომელიც არ უნდა ავურიოთ კლასიკურ ლიბერალიზმში, რომელთანაც მას საერთო არაფერი აქვს) _ ეს არის რევოლუციური ტოტალიტარული იდეოლოგია, რომლისთვისაც ნებისმიერ პრინციპს სამსახურებრივი ხასიათი აქვს.

ლიბერალიზმი ეუფლება ძალაუფლებას ხანგრძლივი პროცესის შედეგად, რომელიც გერმანელმა ნეომარქსისტმა აქტივისტმა რუდი დუჩკემ აღწერა, როგორც “ხანგრძლივი მარში ინსტიტუტების გავლით”. ეს არის საზოგადოების აფეთქება ინფილტრაციის მეშვეობით მის ისეთ სტრუქტურებში, როგორებიც არის განათლება, კულტურა და ეკლესიაც კი.

პროცესი საკმაოდ შორს წავიდა, ლიბერალები პირდაპირ და არაორაზროვნად უარყოფენ სიტყვის თავისუფლებას ლოზუნგით: “სიძულვილის ენით ლაპარაკზე სიტყვის თავისუფლება არ ვრცელდება”, ხოლოსიძულვილის ენა”, მათი გაგებით, არის ნებისმიერი ფორმით გამოხატული უთანხმოება ლიბერალურ ტოტალიტარიზმთან. იქ, სადაც ისინი ჯერ კიდევ სუსტი არიან, პირიქით _ აპელირებენ სიტყვის თავისუფლებაზე, რათა იღვაწონ ძველი სიწმინდეების წასაბილწად და ძველი წესების გასანადგურებლად.

კაცობრიობის გარდაქმნის ლიბერალურ გლობალურ პროექტს ჰყავს თავისი ბუნებრივი მტრები _ რწმენა, ოჯახი და სამშობლო. ჩამოთვლილი მიზეზები ადამიანის ცხოვრებას აძლევს აზრს და ლოიალურობას, რომელიც განსხვავდება გლობალური პროექტის ლოიალურობისგან. ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ ერთგულებას თავიანთი ტრადიციების, განსაკუთრებით, რწმენის მიმართ, გლობალურ იდეოლოგიას დამცინავად უყურებენ.

ისინი გულგრილნი არიან თვით კარგი რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტების მიმართაც კი, როგორიც არის, მაგალითად, გრეტა ტუნბერგი.

ამიტომ ადამიანები გლობალურად რომ გარდაქმნან კეთილ ადამიანებად, მათ ლოიალურობას ძველი სამყაროს ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორებიც არის ოჯახი, ეკლესია და სამშობლო, ძირი უნდა გამოუთხარო.

მით უმეტეს, რომ ამ ინსტიტუტებს წარმოგვიდგენენ აუტანლად დამთრგუნველ ინსტიტუტებად. ისინი ქადაგებენ ისეთ ქცევებსა და ურთიერთობებს, რომლებიც ამართლებს ბოროტებასა და უსამართლობას მსოფლიოში. აქ ხაზგასმულ მკრეხელობას აქვს სრულიად გამოყენებითი და რაციონალური მიზანი _ დაანგრიოს ადამიანების ემოციური ერთგულება “დაწყევლილი წარსულის” ფასეულობების მიმართ.

კლაივ ლუისის რომანში “უსაზიზღრესი ძლიერება” “შიგა წრის” წევრები პოტენციურ ადეპტს “ობიექტურობის კურსს” უტარებენ, რათა მასში დაანგრიონ ძველი ფასეულობები და მიდრეკილებები. როგორც რომანშია ნათქვამი, “ის შეჭამს რაღაც საზიზღრობას, დაიწყებს ქექვას სისხლსა და სიბინძურეში, შეასრულებს უხამს რიტუალებს”. ერთ-ერთ ეტაპზე ადეპტს მოსთხოვენ, ფეხით გათელოს ჯვარცმა. მას გაუკვირდება: რისთვის? ისედაც არ ვარ მორწმუნე. აუხსნიან:

თქვენ ზედაპირულად მსჯელობთ. ქრისტიანულ საზოგადოებაში რომ არ გაზრდილიყავით, ეს სავარჯიშო არ შეგეხებოდათ. რა თქმა უნდა, ეს ცრურწმენაა, მაგრამ სწორედ ის ამყოფებს წნეხში ჩვენს ცივილიზაციას ასწლეულების განმავლობაში. შეიძლება ექსპერიმენტულად დამტკიცდეს, რომ ის არსებობს ქვეცნობიერში იმ პირებისა, რომლებიც მას ცნობიერად უარყოფენ. აქედან გამომდინარე, სავარჯიშო მიზანშეწონილია და აქ სამსჯელო არაფერია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მის გარეშე არ შეიძლება”.

იმისთვის, რომ დაანგრიონ კავშირი (ბუნდოვანი) ადამიანისა ქრისტესთან, წინაპრებთან, რომლებსაც ის სწამდათ, ცივილიზაციასთან, რომელიც მათ შექმნეს, ადამიანს აიძულებენ, ფეხქვეშ გათელოს ჯვარცმა _ თავდაპირველად, დაითანხმონ, რომ ეს მისაღები და დასაშვებია, არ გინდა _ არ გათელო, უბრალოდ, სხვას არ შეუშალო ხელი, შემდეგ ირიბად დაუჭირო მხარი _ ისინი, ვინც ჯვარცმის გათელვის წინააღმდეგია, არიან ფანატიკოსები და მათ გამო მეუხერხულება _ შემდეგ პირდაპირ ჩაერთო ჯვარცმის ფეხით გათელვაში.

ხოლო დამორჩილება ადამიანისა, რომლის გულმაც, როგორც პოეტმა თქვა, “ბოლო სირცხვილი განიცადა და მასში ყველაფერი შებილწულია”, ადვილია. დიქტატს წინააღმდეგობა რომ გაუწიო, საჭიროა ფასეულობები, ადამიანს კი, რომელმაც ისინი Netflixის გამოწერაზე გაყიდა, ფასეულობები უკვე აღარ აქვს. ამიტომ აუცილებლად უნდა გვქონდეს კანონი, რომელიც აღკვეთს რელიგიის შეურაცხყოფას. ეს კანონი დაიცავს ჩვენს კულტურასა და ცივილიზაციას დანგრევის მცდელობებისგან.

მკრეხელობის მიზანი არის არა ის, რომ ქრისტიანებს გული ატკინონ. ეს მისი თანამდევი ეფექტია. მას აქვს პოლიტიკური მიზანი _ დაანგრიოს ადამიანის, როგორც თავისი ხალხისა და ქრისტიანული ცივილიზაციის წარმომადგენლის, იდენტობა, მოამზადოს ის ახალ მსოფლიო მოქალაქედ გარდასაქმნელად, რომელიც მბრძანებლებს დაემორჩილება.

რა თქმა უნდა, ჩვენგან გააფთრებით მოითხოვენ მკრეხელობის თავისუფლებას სიტყვის თავისუფლების ნიღბით _ იმ მიზეზებით, რომლებზეც ზემოთ ვილაპარკეთ.

მაგრამ სიტყვის თავისუფლება _ მათ შორის ანტირელიგიური პოლემიკის თავისუფლება _ ტოლფასი არ არის მკრეხელობის თავისუფლების. როდესაც ლიბერალები იბრძვიან მკრეხელობის თავისუფლებისთვის სიტყვის თავისუფლების ნიღბით, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ცრუობენ. როგორც კი ისინი მოიპოვებენ საკმარის ძალაუფლებასა და გავლენას, ისინი მყისვენ ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას ისე, რომ ყველას მოუწევს, დაუკვირდეს, რას ამბობს. და არც ერთ შემთხვევაში, ძლიერი გაღიზიანების მომენტშიც კი, თავს უფლება არ უნდა მისცეთ, უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატოთ ცისარტყელასფერებიანი ლგბტ დროშის მიმართ. ლიბერალები არ მოითმენენ თავიანთი სიწმინდის შეურაცხყოფას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა მივბაძოთ ლიბერალებს მძვინვარებაში და ადამიანები 15 წლით ციხეში არ უნდა გამოვამწყვდიოთ, მაგრამ მკრეხელობის ჩამდენნი კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ, თუკი შეგვრჩა ღირსებები _ ადამიანური, რელიგიური, ეროვნული, ცივილიზაციური, მათთვის უნდა ვიბრძოლოთ!

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here