ამერიკის სამხედრო–საზღვაო ძალების ადმირალმა ფილიპ დევიდსონმა, რომელიც აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის სარდლობის ხელმძღვანელად არის წარდგენილი, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვაზე სანქციების დაწესებით პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება დააზარალოს და ამ სახელმწიფოებში დაასახელა ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია.
დევიდსონის აზრით, რუსეთი სულ უფრო აქტიურდება რეგიონში, თანამშრომლობს ინდოეთთან, ხელს უწყობს თავისი სტრატეგიული ინტერესების დამკვიდრებას და ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს. რუსეთი ასევე ეძებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში ენერგორესურსებისა და იარაღის ბაზრების მოსაძიებლად.
აგვისტოში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს “სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების შესახებ”, რომლის თანახმად აშშ-ის ხელისუფლებას უფლება ეძლევა, შეზღუდვები დაუწესოს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის უცხოელ კლიენტებს.