მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტი 500 მილიონ დოლარს გადაუხდის ქალებს, რომლებზეც აშშ–ის სპორტულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილმა ექიმმა ლარი ნასარმა იძალადა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 425 მილიონი დოლარის კომპენსაციას მიიღებს 332 ქალი, რომელთა გამოც ნასარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 75 მილიონ დოლარს გამოყოფენ სპეციალური ფონდისთვის, რომელიც დაეხმარება იმ ქალებს, რომლებზეც ნასარმა იძალადა და რომლებსაც ამის თაობაზე ჯერჯერობით არ განუცხადებიათ.
2018 წლის იანვრის ბოლოს ნასარს მიუსაჯეს 175 წლით პატიმრობა აშშ-ის ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ნაკრების წევრებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. მისი მოძალადეობის შესახებ 140-ზე მეტმა სპორტსმენმა იჩივლა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები სიმონა ბაილსი, ალესანდრა რაისმანი, გაბრიელა დუგლასი და მაკაილა მარონი. დაზარალებულთა უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო.