Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელი პედოფილი ექიმის მსხვერპლთ მილიარდ-ნახევარ დოლარს გადაუხდიან

ამერიკელი პედოფილი ექიმის მსხვერპლთ მილიარდ-ნახევარ დოლარს გადაუხდიან

1331
ლარი ნასარი

მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტი 500 მილიონ დოლარს გადაუხდის ქალებს, რომლებზეც აშშის სპორტულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილმა ექიმმა ლარი ნასარმა იძალადა.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 425 მილიონი დოლარის კომპენსაციას მიიღებს 332 ქალი, რომელთა გამოც ნასარის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 75 მილიონ დოლარს გამოყოფენ სპეციალური ფონდისთვის, რომელიც დაეხმარება იმ ქალებს, რომლებზეც  ნასარმა იძალადა და რომლებსაც ამის თაობაზე ჯერჯერობით არ განუცხადებიათ.

2018 წლის იანვრის ბოლოს ნასარს მიუსაჯეს 175 წლით პატიმრობა აშშ-ის ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ნაკრების წევრებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. მისი მოძალადეობის შესახებ 140-ზე მეტმა სპორტსმენმა იჩივლა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები სიმონა ბაილსი, ალესანდრა რაისმანი, გაბრიელა დუგლასი და მაკაილა მარონი. დაზარალებულთა უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here