Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელების “პარტნიორობა” ბაიდენისა და პოროშენკოს შესრულებით და პარალელები საქართველოში

ამერიკელების “პარტნიორობა” ბაიდენისა და პოროშენკოს შესრულებით და პარალელები საქართველოში

ამერიკელების “პარტნიორობა” ბაიდენისა და პოროშენკოს შესრულებით და პარალელები საქართველოში

დღეს უკრაინაში დიდი სკანდალი აგორდა. რადას დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა გამოაქვეყნა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს და აშშ ასევე ყოფილი ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ობამასდროინდელი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.

ჩანაწერებიდან ცხადად ჩანს, რომ უკრაინა ამერიკელების მკაცრი საგარეო კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამერიკელები თვითონ წყვეტენ მრავალ საკვანძო საკითხს, მაგ. ცალკეული მინისტრების ან მთლიანად მთავრობის შეცვლა-დანიშვნას, “ჭირვეული” გენპროკურორ ვ. შოკინის მოხსნას და მის ადგილზე “მათიანი” ი. ლუცენკოს გამწესებას და ა.შ. ბაიდენი პირდაპირ მოითხოვს პოროშენკოსგან შოკინის მოხსნას და ლუცენკოს დანიშვნას, აგრეთვე მთლიანად მთავრობის გამოცვლას და სანაცვლოდ ერთი მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ჰპირდება (ამ პირობების შესრულების შემდეგ უკრაინას ეს ფული მართლაც გამოუყვეს, ე.ი. პოროშენკომ ქვეყანა, ბანალურად, ფულზე გაყიდა). შოკინის მოხსნას და მთავრობის შეცვლას ბაიდენი იმიტომ ითხოვს, რომ არ გახმაურდეს მისი შვილის კომპანიის “ბურისმა”-ს ფინანსური მაქინაციები და ზოგ შემთხვევაში პირდაპირი დატაცებები უკრაინის ბიუჯეტიდან.

აშშ ასევე პირდაპირ ერევა ქვეყნის პრემიერის დანიშვნის საკითხში, ითხოვენ მათდამი ლოიალური მინისტრების დანიშვნას და უკრაინის საბანკო სექტორს უპირობო დირექტივებს უწესებენ.

ამერიკელების “პარტნიორობა” ბაიდენისა და პოროშენკოს შესრულებით და პარალელები საქართველოში

ბაიდენი-პოროშენკოს საუბრებიდან ჩანს, რომ უკრაინის ყველა საკვანძო უწყებაში საქმიანობენ ამერიკელი კურატორები, რომელთა უშუალო მითითებებით მიიღება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ საუბარში ბაიდენი პირდაპირ მოითხოვს მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების 75%–ით გაზრდას, ხოლო რაღაც დროის შემდეგ პოროშენკო “პატაკს” აბარებს, რომ გადასახადები 75%-ით კი არა, 100%-ით გაზარდა, რაზეც შექებას ღებულობს პასუხად.

ბაიდენი ასევე მოითხოვს პოროშენკოსგან, რომ უკრაინამ სესხი აიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და უაპელაციოდ მიიღოს მათი დრაკონული პირობები, რაზეც პოროშენკო მორჩილად თანხმდება.

საგულისხმოა თვითონ საუბრების ტონი: ბაიდენი იძლევა კითხვებს, პოროშენკო კი ფეხზე წამომდგარი სკოლის მოსწავლესავით დაწვრილებით პასუხობს, თუმცა, ფორმალურად, ბაიდენი სტატუსით მასზე დაბლა დგას.

ამ ყველაფრის შემდეგ, ძვირფასო მკითხველო, ისღა დაგვრჩენია, ვივარაუდოთ, ვინ დაურეკა ბიძინა ივანიშვილს ოქრუაშვილიუგულავას გამოსაშვებად და ცოტა ადრე კიდევ საარჩევნო ცვლილებების ოპოზოციისეული ვარიანტის მისაღებად და რა ულტიმატუმები წაუყენა მას. აგრეთვე ვარაუდის, მათ რომ უყვართ ხოლმე თქმა, დასაბუთებული ვარაუდის საგანია აგრეთვე ის პირობები, რომელთა შესრულების სანაცვლოდ ვიღებთ .. “ფინანსურ დახმარებებსდა სინამდვილეში, კაბალურ კრედიტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ სხვასაერთაშორისო მეგობრებისგან”. ისევ უკრაინის მაგალითი რომ მოვიშველიოთ, “მეგობარისავალუტო ფონდი ძველი ვალების გადავადებისა და ახალი კრედიტების მისაცემად უკრაინისგან კატეგორიულად მოითხოვს მიწების(!) გაყიდვის დაშვებას. დიდი მსჯელობა არ უნდა იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მყიდველები უკრაინელები არ იქნებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here