Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკა, მშვიდად განისვენე!

ამერიკა, მშვიდად განისვენე!

როგორ გადაიქცა ამერიკის შეერთებული შტატები დაშორიშორებულ სახელმწიფოდ

275

გთავაზობთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში აშშის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გაზეთუოლ სტრიტ ჯორნალისრედაქტორისა დავაშინგტონ თაიმსისექსპერტის, მრავალი წიგნის ავტორის _ პოლ კრეიგ რობერტსის წერილს, რომელიც თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მარკ ტვენი, ოდესღაც ყველგან აღიარებული ამერიკელი მწერალი, ახლა მეხსიერების სანაგვეზე გადაგდებული, როგორც ავტორი “რასისტული” წიგნისა ჰეკლბერი ფინზე, ამერიკის ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოდიოდა და ამერიკელებს აფრთხილებდა, რომ ვაშინგტონის დამპყრობლური მისწრაფება დაანგრევდა ამერიკის რესპუბლიკას. ის წერდა, რომ “ვაშინგტონის მიერ საზღვარგარეთ სუსტების ჩაგვრა და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვა” ამერიკელებს ასწავლის, “ბუნებრივი გზით თვითონაც მოითმინონ ასეთივე მოპყრობა შინ”, “ამერიკელებს, რომლებიც ტაშს უკრავდნენ სხვების თავისუფლებების განადგურებას, ანალოგიური ბედი ელით”.

ამერიკელების პრობლემა არის ის, რომ ისინი საფრთხეს, რომელიც მათ ემუქრება, აცნობიერებენ მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან გვიანია. ამერიკა ისევე, როგორც Humpty Dumpty (ლუის კეროლის წიგნის “ალისა სარკის მიღმა” პერსონაჟი _ ნ.კ.) სიმაღლიდან ჩამოვარდა და ახლა მის ხელახლა აწყობას მეფის ყველა მსახურზე მეტი ადამიანი დასჭირდება.

მართლაც, საჭირო იქნებოდა მასობრივი ძალადობა მათ წინააღმდეგ, რომელთა პროპაგანდისტულმა ტყუილებმა დაანგრია უამრავი ამერიკელის რწმენა საკუთარი ქვეყნისადმი. გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან დაფინანსებულ ამერიკის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ფართოდ გავრცელებული სწავლება, აგრეთვე, “რასობრივი მგრძნობიარობისსწავლება ამერიკულ კორპორაციებსა და სამხედროებს შორის თეთრ ამერიკას ხატავს უდიდეს საფრთხედ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ეჯახება. ისინი, ვინც ბრიყვების როლს თამაშობენ, იშვიათად იმარჯვებენ.

დღეს ამერიკას უწოდო “შეერთებული შტატები”, ტყუილის შეთხზვაა. ლურჯი შტატები (დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი შტატები _ ნ.კ) _ ეს ერთი ხალხია. ლურჯმა შტატებმა პოლიტიკურად მოკლეს წითელი შტატების მიერ არჩეული პრეზიდენტი, ლურჯი შტატები დღეს ცდილობენ, ციხეში ჩასვან ყოფილი პრეზიდენტი და მისი 535 მომხრე, რომლებიც მის გარშემო გაერთიანდნენ 6 იანვარს. ტრამპის მომხრეებს “ამბოხებულებს” და “შიდა ტერორისტებს” ეძახიან. ამას ოვალურ კაბინეტში შესული იდიოტი ჯო ბაიდენი “ქვეყნის გაერთიანებას” უწოდებს.

დიახ, გაერთიანებას, როგორც ერთმა ბეჭედმა გააერთიანა სამყარო საურონის ძალაუფლების ქვეშ “ბეჭდების მბრძანებელში”.

მაგრამ ქვეყანა ერთიანი არ არის. აშშ-ის სამხრეთში მცხოვრები რესპუბლიკელების 66 პროცენტსა და დასავლეთ სანაპიროს დემოკრატების დაახლოებით ნახევარს აშშ-ისგან გამოყოფა და ცალკე ცხოვრება სურთ.

ლურჯი შტატების დემოკრატები თეთრ ამერიკელებს უწოდებენსისტემურ რასისტებს”, რომლებსაც დნმ აიძულებთ, იყვნენთეთრების უპირატესობის მომხრეებიდაფერადკანიანთამჩაგვრელები. “ფერადკანიანებშიისინი გულისხმობენ შავკანიანებს, ოღონდ არა აზიელებს, რომლებიც, აგრეთვე, არიან რასისტები, იმიტომ, რომ ისინიც აღემატებიან შავებს. იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ აზიელებს, დამსახურებულად დაიკავონ ადგილები, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტს სურს, დაუბევოს შავკანიანებსა და ებრაელებს; ამ სასწავლო დაწესებულებამ შემოიღო რასობრივი კვოტები აზიელების წინააღმდეგ, ზუსტად ისე, როგორც ნაციონალ-სოციალისტური გერმანია ზღუდავდა ებრაელებს. დემოკრატების იდენტურობის პოლიტიკა იმ პრობლემას ეჯახება, რომელსაც შეეჯახა ფიურერის ნაციონალ-სოციალისტური გერმანია, როდესაც ცდილობდა, არიული სისხლის პროცენტებით განესაზღვრა ადამიანის ადგილი საზოგადოებაში.

ეს არის დღევანდელი ამერიკა. ამერიკელი ერი აღარ არსებობს. ერს ერთგვაროვნება სჭირდება, ამერიკაში კი მსგავსი არაფერია _ არც იდეოლოგიური, არც კულტურული, არც რასობრივი. ამერიკა ბაბილონის გოდოლია. მეტი არაფერი. როცა რუსეთი, ჩინეთი და ირანი კარტებს გახსნიან, ვინ უპასუხებს? დემონიზებული თეთრი ადამიანები? ჩაგრულიფერადი ხალხები”? ჩაგრული ჰომოსექსუალები დაუამრავი სქესისადამიანები? ჩაგრული ლათინოამერიკელები? ჩაგრული ფემინისტები?

როდესაც “უოლ-სტრიტ ჯორნალის” რედაქტორი ვიყავი, რეცენზია დავწერე იმ ისტორიკოსის წიგნისთვის, რომელმაც თქვა: “ბარბაროსებმა რომი იმიტომ გაძარცვეს, რომ რომის მოქალაქეებს ბარბაროსების საშინელებების უფრო ნაკლებად ეშინოდათ, ვიდრე თავიანთი ხელისუფლების, და ამიტომ გაუღეს ქალაქის კარიბჭე ბარბაროსებს”.

შიდა ტერორისტებზე საუბრის უკან იმალება ის, რისიც ეშინია ვაშინგტონს. პატრიოტები ვაშინგტონში მტერს ხედავენ.

ნიუ-იორკში დემოკრატებმა რუდი ჟულიანის იურისტის ლიცენზია ჩამოართვეს იმიტომ, რომ ის პრეზიენტ დონალდ ტრამპს იცავდა და ფიცის ქვეშ ხელმოწერილი ჩვენებები წარმოადგინა 2020 წლის არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ. ნიუ-იორკელმა დემოკრატებმა ტრამპის ბიზნესმენეჯერის წინააღმდეგ შეთხზეს საქმე, რომელიც მაშინ შეწყდება, თუ ტრამპის ბიზნესმენეჯერი ცრუმოწმედ გამოვა მის წინააღმდეგ.

ტრამპის 535 მომხრე ციხეში ლპება. ისინი შიშით ელოდებიან ბრალდებას, რომტრამპის მეამბოხეებიარიან და კონგრესში გამოძიების ფედერალური ბიუროს გადაცმული აგენტების მხარდაჭერით შეიჭრნენ.

რომელი ნამდვილი ამერიკელი მოისურვებს ასეთი მთავრობის მხარდაჭერას?

თუ სიონისტი იდიოტი ნეოკონსერვატორები, რომლებიც ბაიდენის არალეგიტიმურ რეჟიმს წარმოადგენენ, ამერიკელებს რუსეთთან, ჩინეთთან ან თუნდაც ირანთან ომში ჩაგვითრევენ, ბოლო მოგვეღება. ამერიკელი ხალხი ისე უდარდელად ცხოვრობს, რომ ვერც კი აცნობიერებს მოახლოებულ კრახს.

ჩემი თაობა _ ეს არის ბოლო თაობა, რომელსაც შეუძლია შვას პოლიტიკური და საქმიანი ლიდერები და ამ ლიდერებს ექნებათ უნარი, გააცნობიერონ, რომ, თუ არსებობს ჯგუფების მხოლოდ მატერიალური და იდეოლოგიური ინტერესები, მაშინ აღარ იქნება არც ნაციონალური და აღარც საზოგადოებრივი ინტერესები.

თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვუყურებდი ჩემი ქვეყნის ნელნელა ნგრევას. შემიძლია ყოველი წელი აღვწერო, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ამას ახალგაზრდები ვერ გააცნობიერებენ. ისინი იბადებიან მორალურ, პოლიტიკურ და იურიდიულ გარყვნილებაში და ეს მათთვის ნორმალურია. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ უკეთესად არიან ადაპტირებულნი რეალობასთან, ვიდრე ისეთი ბებერი შერეკილი, როგორიც მე ვარ, ახალგაზრდებს, რომლებმაც წარსულზე არაფერი იციან, წარმოდგენაც არ აქვთ, რა დავკარგეთ. ამ უმეცრებით მოდიან ისინი ნგრევისკენ და ქვეყანაც მათ მიჰყვება.

svpressa.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here