Home სხვადასხვა დაიჯესტი ალექსანდრიისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლების მოწოდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარების...

ალექსანდრიისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლების მოწოდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამო

1188
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თევდორე II

2018 წლის 19 სექტემბერს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თევდორე II, ვარშავასა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ სავას მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ეწვია პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, ორი ეკლესიის წინამძღოლები ერთობლივი განცხადებით წარდგნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელთა წინაშე. მიმართვის ტექსტში გამოთქმულია შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და მართლმადიდებლობის მდგომარეობის გამო.

გთავაზობთ მოწოდების სრულ ტექსტს, რომელიც გამოქვეყნდა ბერძნულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე:

“ჩვენ, ორი ადგილობრივი ეკლესიის წანამძღოლები, შევხვდით რა პოლონეთის მიწაზე და გათვითცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა წმინდა მართლმადიდებლობის მიმართ თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობის, ერთიანობისა და მისი დოგმატურ-კანონიკური წესრიგის შესანარჩუნებლად, იმ გამოწვევების მიმართ, რომელთა წინაშეც დღეს აღმოჩნდა მართლმადიდებლობა უკრაინაში, ძმური სიყვარულით მოვუწოდებთ ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ეკლესიური გაუგებრობების აღმოფხვრა, რომლებიც გამოწვეულია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მცდელობით, ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და ეკლესიური წესრიგის დასამყარებლად უკრაინის მიწაზე. ჩვენ ვლოცულობთ უკრაინელი ხალხის ერთობისა და მშვიდობისთვის, ამასთანავე, ძმური სალმით მივმართავთ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებსა და სრულიად მსოფლიოს მართლმადიდებლებს.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თევდორე, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი სავა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here