Home სხვადასხვა დაიჯესტი აკრძალული ზონები ევროპაში

აკრძალული ზონები ევროპაში

დახურული სივრცეები სახელმწიფოსთვის

112

ევროპის ბევრ ქალაქში სულ უფრო მეტი დახურული ზონა იქმნება, რომლებშიც ვერ შედის პოლიცია და მაფიოზური კლანები მძლავრობენ. “ეს კვარტლები გადაიქცნენ დახურულ სივრცეებად, რომლებშიც ყვავის რადიკალიზმი და კრიმინალი”, _ წერს იტალიური გამოცემა Giornale.

მიგრაციის კვლევების ბუდაპეშტის ინსტიტუტმა 2018 წელს ეს მოვლენა დაწვრილებით შეისწავლა და დაადგინა, რომ ევროპის ქალაქებში 900-ზე მეტი რაიონია, რომლებსაც ხელისუფლებები ვერ აკონტროლებენ.   

საფრანგეთის უსაფრთხოების გენერალური სამმართველო (DGSI) 2020 წლის იანვრის ანგარიშში მიუთითებდა, რომ ქვეყანაში არსებობს, სულ ცოტა, 150 რაიონი, რომლებიც დე იურე ითვლებაფრანგულრაიონებად, მაგრამ დე ფაქტო მათ მართავს და აკონტროლებს რადიკალი ისლამისტების ან ნარკოდილერების ქსელი. ორგანიზაცია European Eyeon Rodicalization (Ear)ის მონაცემებით, “დღეს ძნელია, საფრანგეთში იპოვო ქალაქი, რომელშიც ერთი .. მოწყვლადი ზონა არ არის”.

ანალოგიური რამ ხდება გერმანიაშიც. Deutshe Welle-ს ცნობით, ანგელა მერკელმა ჯერ კიდევ 2018 წელს აღიარა აკრძალული ზონების არსებობა და განაცხადა, რომ “მას რაღაც უნდა მოვუხერხოთ”.

უფრო ადრე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის მთავარმა კომისარმა ბერნჰარდ ვატჰაუტმა აღნიშნა, რომ მუსლიმი მიგრანტები შემაშფოთებელი სისწრაფით აცხადებენ გერმანიის ქალაქებში აკრძალული ზონების შესახებ: ჩვენი კოლეგები იქ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და იციან, რომ შეიძლება თვითონ აღმოჩნდნენ ბოროტმოქმედთა მსხვერპლნი. ამ რაიონებში უკვე ვეღარ დაუმტკიცებ დამნაშავეს ბრალდებას და ვერ დააკისრებ სასჯელს. ამ რაიონებში სახელმწიფოს ძალაუფლება არ ვრცელდება”.

ნიდერლანდებში რეგისტრირებულია 40-მდე “აკრძალული ზონა”, მათგან ყველაზე ცნობილია ჰააგაში მდებარე შილდერსვეიკი, რომელიც სრულფასოვან ეთნიკურ ანკლავად შეიძლება ჩაითვალოს: 2008 და 2012 წლების აღწერით, იქ ნიდერლანდელები 10%-ით ნაკლები არიან და უმცირესობას წარმოადგენენ თურქებისა და მაროკოელების ფონზე.

შვედეთში, სადაც იმიგრაციის შესახებ ყველაზე ლიბერალური კანონებია, ქალაქ მალმეს დიდი ნაწილი (მალმეს მოსახლეობის 25 პროცენტი მუსლიმია) არამუსლიმანისთვის აკრძალულ ზონად ითვლება. იქ მამაკაცებს შორის უმუშევრობა 80%-ს აღწევს.

ბრიუსელში ევროკავშირის მინის ცათამბჯენების ჩრდილში მოქმედებენ ნარკობანდები და დანაშაულებრივი დაჯგუფებები ალბანეთიდან და მაღრიბის ქვეყნებიდან. ამ მაფიის წევრები აკონტროლებენ პროსტიტუციას, დაკავებულნი არიან ნარკოტიკების კონტრაბანდით, ძარცვით, ფულის გათეთრებით, არალეგალური იმიგრაციით.

მაფია აკონტროლებს ევროპაში სიდიდით მეორე პორტს _ ანტვერპენს. 2021 წელს მხოლოდ 3 თვეში სამართალდამცველებმა 26,6 ტონა კოკაინი ამოიღეს, რაც ორჯერ მეტია 2014 წლის მონაცემებთან შედარებით. ეს ევროპაში ამოღებული კოკაინის თითქმის მესამედია.

დახურული ზონები ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მულტიკულტურიზმის პოლიტიკის პროდუქტია, რომელმაც ევროპაში პარალელური საზოგადოებების შექმნა გამოიწვია.

ბრიტანული ორგანიზაცია Hope not Hate-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელთა მესამედი (32%) მიიჩნევს, რომ მათ ქალაქგარეთ არსებულ კვარტლებში გადაადგილების ეშინიათ. ბირმინგემში, სადაც მოსახლეობის 21,8% მუსლიმანია, არის რამდენიმე მრავალეთნიკური რაიონი, რომელთაგან ზოგიერთი პრაქტიკულად 100%-ით მუსლიმია.

“დემოგრაფიული ბრიტანეთი სულ უფრო ისლამური ხდება ისეთ ადგილებში, როგორიც არის ბირმინგემი, ბრედფორდი, დერბი, ლიდსი, ლესტერი, ლივერპული, ლუტონი, მანჩესტერი, შეფილდი, უოლტემ-ფორესტი და ტაუერ-ჰამლეტსი”, _ იუწყება ლონდონის Gatestone Institute.

2015 წელს ინგლისში ყველაზე გავრცელებული სახელების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს სახელი არის მუჰამედი. ოთხი წლის წინათ კი ერთმა რადიკალურმა ჯგუფმა მოუწოდა, დაეწყოთ კამპანია _ ბრიტანეთის 12 ქალაქის, მათ შორის “ლონდონისტანის”, გამოცხადება დამოუკიდებელ ისლამურ სახელმწიფოდ, რომელიც იცხოვრებდა შარიათის კანონებით ბრიტანეთის იურისპრუდენციის ფარგლებს გარეთ.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here