Home სხვადასხვა დაიჯესტი ათი წლის გოგომ ექვსი თვის ბიჭი მოკლა

ათი წლის გოგომ ექვსი თვის ბიჭი მოკლა

372
ათი წლის გოგომ ექვსი თვის ბიჭი მოკლა

ათი წლის გოგო დააკავეს ექვსი თვის ჩვილის მოკვლის ბრალდებით. ეს საშინელება აშშში, მინესოტის შტატში მოხდა. თვითმხილველმა ბავშვებმა ილაპარაკეს, როგორ გაიგდო ფეხქვეშ გოგომ უმწეო ბავშვი და როგორ ახტებოდა თავზე, _ იუწყება Metro.

პოლიციაში დარეკეს საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და შეატყობინეს, რომ ერთ-ერთ ბავშვს თავიდან სისხლი სდიოდა და არაფერზე არ რეაგირებდა. ჩვილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების დადასტურება შეძლეს.

გოგოს სახელსა და გვარს არ ასაჯაროებენ, აღნიშნავენ მხოლოდ, რომ იგი ნაშვილები იყო იმ ოჯახის მიერ, რომელიც ქალაქ უიტონის საბავშვო ბაღს მართავდა. სასამართლომ მას (ოჯახს) 50 ათასი დოლარის გირაო დაუწესა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here