ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.