გადაუღებელი წვიმების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარე კოდორი ადიდდა და გულრიფშის რაიონის რამდენიმე სოფელი დატბორა.
აფხაზური მედიის ცნობით, დატბორილი სოფლებიან მოსახლეობის ევაკუირებისთვის სპეცტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.
წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა, წყლის დონემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა. სტიქიით დაზარალებულ სოფლებში მაშველები ამ დრომდე მუშაოებენ.