Home სხვადასხვა დაიჯესტი ადამიანის ხორცის ჭამა ნორმად უნდა იქცეს

ადამიანის ხორცის ჭამა ნორმად უნდა იქცეს

3411
ადამიანის ხორცის ჭამა ნორმად უნდა იქცეს

სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა მანგუს სოდერლუნდმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ადამიანის ხორცის გამოყენებას ჩვენს რაციონში, _ იუწყება New York Post და იმოწმებს მეცნიერის გამოსვლას შვედეთის დედაქალაქში გამართულ სიმპოზიუმზე.

გასტრონომიის საკითხებზე გამართულ ამ სიმპოზიუმზე მან, სრულ გონებაზე მყოფმ,ა განაცხადა, რომ ადამიანის გვამის ხორცის გამოყენებით შევძლებთ კაცობრიობის გადარჩენას, თუ მსოფლიო საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ იდეას.

მანგუს სოდერლუნდი
მანგუს სოდერლუნდი

სოდერლუნდის არგუმენტი, რომელიც მან კანიბალიზმის სასარგებლოდ წამოაყენა, იყო დისკუსიის მთავარი საკითხი: “შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეჭამთ ადამიანის ხორცს?” მისი აზრით, კანიბალიზმის წინააღმდეგ “კონსერვატიული ტაბუ დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, თუ ადამიანები ამ ახალ კერძს გასინჯავენ.

ამ ღონისძიებაზე იმსჯელეს თემაზე _ გადაწყვეტდა თუ არა კანიბალიზმი პროდუქტების სტაბილურობის პრობლემას მომავალში.

ჟურნალისტების შეკითხვას, მზად არის თუ არა იგი პირადად გასინჯოს ადამიანის ხორცი, სოდერლუნდმა უპასუხა, რომ იგი ამ იდეისთვის მზად არის, თუმცა ყოყმანობს, “მაგრამ ბოლომდე კონსერვატორს არ ვგავარ… მზად ვარ, გავსინჯო”.

ამასთანავე, მეცნიერმა ალტერნატივის სახით წარმოადგინა შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა და ა.შ.,) ხორცით, მწერებით ჩვენი ყოველდღიური რაციონის გამდიდრება.

პრესა აღნიშნავს, რომ პროფესორის იდეის დანერგვა ადამიანის ჯანმრთელობაზე უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს. მაგალითად, 1960-იან წლებამდე პაპუაახალი გვინეის აბორიგენები ჭამდნენ თავიანთი მიცვალებულების ხორცს. ამ პრაქტიკამ დაავადება კურუმდე მიიყვანა ის საწყლები. აღნიშნული ეპიდემია ცნობილიამოცინარი სიკვდილისსახელითაც.

აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის მონაცემებით, დაავადებას იწვევს ინფექციური აგენტი-ცილა, რომელიც აღმოჩენილია ადამიანის თავის ტვინის დაზიანებულ ქსოვილში.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here