Home რუბრიკები საზოგადოება წყალი ჩვენი მარჩენალი

წყალი ჩვენი მარჩენალი

833
წყალი ჩვენი მარჩენალი

ცნობილია, რომ ყველაფერი ცოცხალი შედგება წყლისგან. შეგახსენებთ, რომ წყლის შემადგენლობა კიტრსა და სალათის ფურცლებში 95%-ის ტოლია, კომბოსტოსა და სტაფილოში _ 90%, მცენარეებს არ ჩამოვრჩებით ადამიანებიც. მართალია, წყალი ნაკლებია ადამიანის ცხიმოვან და ძვლოვან უჯრედებში და შეადგენს 33%-, მაგრამ კუნთებში მისი ოდენობა 77%- აღწევს, ფილტვებსა და ღვიძლში _ 80%-, ხოლო ტვინის უჯრედებში _ 85%-.

მე-19 საუკუნის გამოჩენილი გერმანელი ფიზიოლოგი ემილ დიუბუა რაიმონი წერდა: “სიცოცხლე _ ეს არის გასულიერებული წყალი”. არადა, წყლის დეფიციტი იგრძნობა მსოფლიოში. როგორც ჰიპოთეზურად გაანგარიშებულია, თურმე დედამიწაზე არსებული მიწა ეყოფა კაცობრიობას, მაგრამ საკითხავია, ეყოფა კი წყალი?

ამ თემაზე საგულისხმოდ მიგვაჩნია ელემენტარული მაგალითების მოყვანა. მაგალითად, ერთ ჰექტარ სიმინდის ყანას ვეგეტაციის პერიოდში სჭირდება 20 ათასი ტონა წყალი, ბრინჯს _ 40 ათასი ტონა, საერთოდ, მარცვლეული კულტურები ნაკლებ წყალს საჭიროებს, მაგრამ არანაკლებ 4 ათასიდან 8 ათას ტონამდე ჰექტარზე; რაც შეეხება ადამიანთა ყოველდღიურ მოთხოვნას, აქ საკმაოდ სოლიდური ციფრებია. მოსახლეობის ერთ სულზე წყლის ხარჯი ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-12 კუბ.მეტრია დღე-ღამეში. განვითარებად ქვეყნებში წყლის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე 100 ლიტრს არ აღმატება დღეში, მაგრამ ამ ქვეყნებმა თუ მიაღწიეს ამერიკული განვითარების დონეს, ჩნდება კითხვა _ ეყოფათ კი წყალი ადამიანებს?

გენიოსი გოეთე ამბობდა: “სიცოცხლე წყლისგან იქმნება, წყალი ინახავს და ქმნის ყველაფერს”. ფაქტობრივად, ასეცაა. წყალი უნიკალური სითხეა. ის თავისი მახასიათებლებით არსებითად განსხვავდება ბუნებაში არსებული სხვა ნივთიერებებისგან. წყალი ყველაზე პოპულარული და, ამასთანავე, ყველაზე ამოუცნობი სითხეა დედამიწის ზურგზე.

წყალი ოქროზე ძვირფასია, _ ამტკიცებდნენ ბედუინები, რომლებიც ცხოვრებას უდაბნოებში მოგზაურობაში ატარებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ვერავითარი ქონება ვერ იხსნიდა უდაბნოს მგზავრს, თუ წყლის მარაგი ამოეწურებოდა.

დედამიწა, ადამიანთა მოდგმის პლანეტა, დღეს სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 7,4 მილიარდს გადააჭარბა. თითოეულ ადამიანს სჭირდება ყოველდღიური ბიოლოგიური ნორმით 2-2,5 ლიტრი სასმელი წყალი, .. 7,4 მილიარდ ადამიანს ესაჭიროება 18,5 მილიარდი ლიტრი. ამ დროს დედამიწაზე სასმელი წყლის მარაგი კატასტროფულად მცირდება, უხარისხო წყლის დალევის შედეგად შეძენილი დაავადებებით კი მილიონობით ადამიანი იღუპება.

მეცნიერთა დასკვნით, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 80%, ანუ თითქმის 5 მლრდ ადამიანი უახლოეს მომავალში სასმელი წყლის გარეშე დარჩება. კვლევებმა გვიჩვენა, რომ სასმელი წყლის მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარს ყოველდღიურად სჭირდება 12,5 მლრდ ლიტრი დაფასოებული სასმელი წყალი.

ძალიან ჭირს წყალი ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოსახლეობა ნახევარ მილიარდზე მეტია. ამ რეგიონის შვიდ ქვეყანაში (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ყატარი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ომანი და იემენი) მდინარეებიც კი არ არის.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წყლით ყველაზე მდიდარი თურქეთია, თუმცა ხარისხიანი სასმელი წყალი იქაც დეფიციტია. ამ დროს საქართველოს უდიდესი რესურსი აქვს მტკნარი და მინერალური წყლების სახით, რომლებსაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დაქსელილია მდინარეებით, რომელთა საერთო სიგრძე, ჯამში, 59 000კმ-ს შეადგენს და ეს სასმელი წყალია. საქართველოს ეკონომიკის აღორძინების სამსახურში ჩაყენება აუცილებლობითაა გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ინიციატივას, ქართველებმა დაიწყონ სასმელი და მინერალური წყლის ბაზრის ათვისება, რაც კოლოსალური შემოსავლის მომტანი იქნება საქართველოსათვის და წყარო მოსახლეობის ეკონომიკურად გასაძლიერებლად. ამ თემაზე მეცნიერულად დასაბუთებული დოკუმენტაცია, კარგა ხანია, მომზადებულია ჩვენი მეცნიერების მიერ (პროფესორ პაატა გიორგაძის ხელდასმით). გამოქვეყნდა ბევრი წერილი და გამოხმაურება, მათ შორის, ანალიზური მასალა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რევაზ გოგოხიასი (იხ. “საქართველოს რესპუბლიკა” 20.09.2018 წელი, #184). ამ მასალებს ოპერატიულად გამოეხმაურა და ოფიციალური ხასიათი მისცა საქართველოს მთავრობისადმი მიმართვის სახით ბათუმში გამართულმა სახალხო მოძრაობამ “საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის”. დამფუძნებელთა ყრილობის მონაწილეებმა წერილით მიმართეს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ბახტაძეს, ხელს აწერენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი.

ამ გამოძახილს, იმედია, ექნება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან.

ამ მასალით პროფესიულ დონეზე გაანალიზებულ პროგრამას მხარდაჭერის პათოსით ვუერთდებით ზუგდიდის წარმომადგენლები:

თამაზ ცანავა,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ჯემალ მაკალათია,

საქართველოს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის სამეგრელოზემო სვანეთის წარმომადგენელი;

კლიმენტი კიკალიშვილი,

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიაქალდეასაკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here