Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ცნობილი ნახატები საიდუმლო სიმბოლოებით

ცნობილი ნახატები საიდუმლო სიმბოლოებით

4416
ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა”

სახელგანთქმული მხატვრები თავიანთ ნამუშევარში ზოგჯერ ფარულ აზრს დებდნენ სხვადასხვა სიმბოლოს სახით. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ნახატს.

ლეონარდო და ვინჩისსაიდუმლო სერობა

ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობაზე” ყველაზე ხშირად კამათობენ ის ადამიანები, რომლებსაც შეთქმულების თეორიების სწამთ და რომლებიც უამრავ საიდუმლო კოდს ხედავენ ამ ნამუშევარში. ლაპარაკი არ არის კრიპტოგრამებზე, რომლებიც, ცნობილი “და ვინჩის კოდის” ავტორ დენ ბრაუნის აზრით, იესო ქრისტეს ცხოვრების საიდუმლოებას ინახავს; არც იმ განცხადებაზე, რომ ნახატში დაფარულია მათემატიკური და ასტროლოგიური კოდი დღისა, როდესაც დაიწყება სამყაროს დასასრული (4006 წლის 21 მარტი).

ლეონარდომ თავის ნაწარმოებში კოდებთან ერთად შთამომავლობას დაუტოვა მუსიკალური ნაწარმოებებიც. “საიდუმლო სერობაში” გამოსახულ მაგიდაზე მიმოფანტულ ფუნთუშებში ერთი შეხედვით იდუმალი არაფერია, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ კომპეტენტურმა იტალიელმა სპეციალისტმა ჯოვანი მარია პალამ ნახატზე იპოვა… პარტიტურა. თუ ხელებსა და ფუნთუშებს წარმოვიდგენთ, როგორც ნოტებს, და ამ ნოტებს წავიკითხავთ მარჯვნიდან მარცხნივ (და ვინჩი ხშირად ასე წერდა), მივიღებთ 40-წამიან კომპოზიციას, რომელიც ჟღერს რეკვიემივით.

კარავაჯოს “ბაკქი”
კარავაჯოს “ბაკქი”

კარავაჯოსბაკქი

“ბაკქი” კარავაჯოს ყველაზე ცნობილი ნახატია. დღეს ის დაცულია უფიცის გალერეაში (ფლორენცია, იტალია). 1595 წელს შექმნილ ნახატზე გამოსახულია რომაული ღმერთი ბაკქი (დიონისო) ბოკალი ღვინით. ის თითქოს თავისკენ იწვევს მნახველს ღვინის დასალევად.

ნახატზე იდუმალი თითქოს არაფერია, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ექსპერტების ჯგუფმა თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ნახატის ქვედა მარცხენა კუთხეში გამოსახულ ღვინის გრაფინში კარავაჯოს ძალიან პატარა ავტოპორტრეტი აღმოაჩინა.

მიქელანჯელოს “ღმერთი აცალკევებს ნათელს უკუნისგან”
მიქელანჯელოს “ღმერთი აცალკევებს ნათელს უკუნისგან”

მიქელანჯელოსღმერთი აცალკევებს ნათელს უკუნისგან

აღორძინების ეპოქის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენლის, მიქელანჯელოს, ცნობილი შედევრი სიქსტის კაპელის ჭერზეა მოხატული. ეს გიგანტური ნახატი 9 სეგმენტად იყოფა და მათზე გამოსახულია ბიბლიური ისტორიები.

მიქელანჯელო იყო გენიოსი და აღორძინების ეპოქის ნამდვილი წარმომადგენელი _ მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი და ამ ყველაფერთან ერთად ადამიანის ანატომიის შესანიშნავად მცოდნე.

თუ კარგად დავაკვირდებით ფრაგმენტს სახელწოდებით “ღმერთი აცალკევებს ნათელს უკუნისგან”, დავინახავთ, რომ ღმერთის ყელი და ნიკაპი ძალიან ჰგავს ადამიანის ტვინს. რატომ მალავდა მიქელანჯელო ანატომიურ ჩანახატებს თავის ნამუშევრებში? ექსპერტთა აზრით, ეს იყო მიქელანჯელოს პროტესტი ეკლესიის მიმართ, რომელიც უარს ამბობდა მეცნიერული ფაქტების აღიარებაზე.

მიქელანჯელოს “ადამის შექმნა”
მიქელანჯელოს “ადამის შექმნა”

მიქელანჯელოსადამის შექმნა

როგორც ჩანს, მიქელანჯელო მოხიბლული იყო ადამიანის ტვინით. სიქსტის კაპელის სხვა პოპულარულ ფრაგმენტზე მან კიდევ გამოსახა ადამიანის ტვინი. ეს ნახატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით “ადამის შექმნა”, ალბათ, ყველას უნახავს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რელიგიური ნამუშევარია.

ღმერთი 12 ფიგურის გარემოცვაში ხელს უწვდის ადამიანს და ოდნავ ეხება მის ხელს, ასე გადასცემს ის ადამიანს სიცოცხლის ნაპერწკალს.

თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ კომპოზიცია მხოლოდ ალეგორიაა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე, მაგრამ, როცა ექსპერტებმა კარგად გააანალიზეს ნახატი, შენიშნეს, რომ ღმერთი და 12 ფიგურა გამოსახულნი არიან დახვეული მოსასხამის ფონზე, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანის ტვინს.

და ეს არ შეიძლება იყოს უბრალო დამთხვევა, რადგან მიქელანჯელომ ნახატზე გამოსახა თავის ტვინის რთული ნაწილები _ ნათხემი, მხედველობის ნერვი და ჰიპოფიზი.

დროის უდაბნო დალის “მეხსიერების მუდმივობაში”
დროის უდაბნო დალის “მეხსიერების მუდმივობაში”

დროის უდაბნო დალისმეხსიერების მუდმივობაში

ეს ნახატი მნახველებში არაერთმნიშვნელოვან განცდებს იწვევს და ყოველთვის დააფიქრებს მათ საჭირბოროტო საკითხებზე. ლაპარაკია სალვადორ დალის “მეხსიერების მუდმივობაზე”, რომელშიც შერწყმულია საგნების სიმტკიცე და მოქნილობა. დალის ქმნილება შთამბეჭდავია საგნების უცნაური ინტერპრეტაციით, როგორსაც ბუნებაში ვერ შეხვდებით.

უდაბნოს სივრცეში დამდნარი საათები ცვლილებების სიმბოლოს წარმოადგენს, სიკვდილთან შეხვედრას. ხის გამხმარი ტოტი, უდაბნოს დახეთქილი მიწა, შორს მდებარე მთები, ქსოვილის ნაჭერი და მიმობნეული საათები დროის გაკონტროლებისკენ სწრაფვის ქვეცნობიერ სურვილზე მიუთითებს.

ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ნახატის ყველა დეტალი ერთმანეთთან სიკვდილის თემით არის დაკავშირებული.

ვან გოგის “სიყვარული ასტრონომიისადმი”
ვან გოგის “სიყვარული ასტრონომიისადმი”

ვან გოგისსიყვარული ასტრონომიისადმი

ვინსენტ ვან გოგმა “ვარსკვლავებიანი ღამე” ერთ დღეში შექმნა. მასზე ასტრონომიული სიზუსტითაა გამოსახული მთვარე, ვენერა, პლანეტები. აღსანიშნავია, რომ ვან გოგმა ეს შედევრი დღისით, მზის შუქზე დახატა, ციური სხეულები ცის კაბადონზე კი ზუსტად იმეორებს მათ განლაგებას იმავე ღამეს.

ვან გოგი დაინტერესებული იყო ასტრონომიით და ღრმად იყო ჩახედული მეცნიერების ამ სფეროში.

მონდრიანის “ბუგი-ვუგი ბროდვეიზე” და ქალაქის პეიზაჟი
მონდრიანის “ბუგი-ვუგი ბროდვეიზე” და ქალაქის პეიზაჟი

მონდრიანისბუგივუგი ბროდვეიზედა ქალაქის პეიზაჟი

პიტ მონდრიანის “ბუგი-ვუგი ბროდვეიზე” კვადრატში მოთავსებული ხაზებისა და წერტილების რიგებია. ეს არის მანჰეტენის (ნიუ-იორკის ცენტრი, კუნძული) ე.წ. სქემა ბუგი-ვუგის ჰანგებზე. ნახატი შესრულებულია მხატვრისთვის დამახასიათებელი სტილისტური მანერით. მონდრიანი თავის ნამუშევრებში იყენებდა მხოლოდ რამდენიმე ძირითად ფერს: შავს, თეთრს, ნაცრისფერს, აგრეთვე, სწორ ხაზებსა და წერტილებს. მხატვრობის ამ მიმართულებას ნეოპლასტიციზმს უწოდებენ და აბსტრაქციონიზმის განშტოებად ითვლება.

რენე მაგრიტის “შეყვარებულები” და ურთიერთობის პირბადე
რენე მაგრიტის “შეყვარებულები” და ურთიერთობის პირბადე

რენე მაგრიტისშეყვარებულებიდა ურთიერთობის პირბადე

ცნობილი ბელგიელი მხატვრის ქმნილება “შეყვარებულები” მნახველს აოცებს შეუსაბამობით. მამაკაცი და ქალი, კარგად ჩაცმულები, ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან. უცნაური არის ის, რომ მათ სახეზე შემოხვეული აქვთ ქსოვილის ნაჭერი. ექსპერტები ამ სიმბოლოებს ხსნიან ასე: ადამიანები ახლო ურთიერთობაშიც კი ცდილობენ, დამალონ თავიანთი გრძნობები. ემოციებისგან თავის შეკავება კი ადამიანებს აიძულებს, დაფარონ თავიანთი სახე. რენე მაგრიტის ნამუშევრები ადამიანს აიძულებს, გააანალიზოს მის სიცოცხლეში მომხდარი მოვლენები და მათ სხვებთან ურთიერთობას პრიზმაში დააკვირდეს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here